„პაპუაშვილის საქმე“ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს

gurianews.com

სამართალი

„პაპუაშვილის საქმე“ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს

2017 მაი 19 17:05:34

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმე უზენაესს სასამართლოში გასაჩივრეს.

ცნობისთვის, საქმე ეხება მოქალაქე როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეულ ქონებას, რომლის ამჟამინდელი მესაკუთრეც გიორგი პაპუაშვილია.

სადავო ქონებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება  2017 წლის 15 მარტის გამოიტანა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება იყო არამხოლოდ დაუსაბუთებელი, არამედ უკანონო.

მხარე ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და მასთან ერთად, სასამართლოს მიერ მიღებულ საოქმო განკარგულებებს, რომლებმაც როლანდ ბლადაძის საპროცესო თანასწორუფლებიანობა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა შეზღუდა. უზენაესს სასამართლოში წარდგენილი როლანდ ბლადაძის საჩივარი სრულად პასუხობს ევროკონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით და მოქმედი საპროცესო ნორმებით დადგენილი პრინციპებისა და ღირებულებების დარღვევაზე სწორ სამართლებრვ დასკვნებს და საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია საქმის ფაქტობრივი და იურიდიული გარემოებების მიმართ სრული და ყოველმხრივი ანალიზით. როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები პასუხობს ევროსასამართლოს და ეროვნულ დონეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიღებულ სახელმძღვანელო გადაწყვეტილებებს და იმ განმარტებებს, რომელიც იძულების წესით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან ქონების ჩამორთმევისა და კანონსაწინააღმდეგო, ამორალური გარიგებების შინაარს შეესაბამება“, _ აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, როლანდ ბლადაძემ ეროვნულ დონეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვისას პროცესუალური უფლებების დარღვევის ფონზე, ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა, ვინაიდან ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებმა არ ასახა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ობიექტურ შეფასება, სადავო გარემოებების მიმართ სწორი სამართლებრივ დასკვნები და ქვემდგომმა სასამართლოებმა განახორციელეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაც კონფლიქტში მოდის კანონის უზენაესობისა და სამართლის აღიარებულ პრინციპებთან.

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ არამხოლოდ როლანდ ბლადაძეა იმედგაცრუებული, არამედ ყველა, ვისაც ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე ხელისუფლების სამართლიანი გადაწყვეტილებების იმდი ჰქონდა. როლანდ ბლადაძის საქმე საუკეთესო მაგალითია, თუ რა დამოკიდებულებას იჩენს მთავრობა რეალური დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიმართ. ჩვენ ვასაჩივრებთ პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებს და გვაქვს სრული იმედი, რომ საქართველოში, სასამართლო სისტემის პროცესზე პასუხისმგებელი რგოლი - საქართველოს უზენაესი სასამართლო, არ დაუშვებს შერჩევით სამართალს. დღეს საკასაციო სასამართლოს პასუხისმგებლობაა, დაიცვას და გადაარჩინოს ერთი მოქალაქის ფეხქვეშ გათილი ღირსება, საკუთრების უფლება, წერიტილი დაუსვას იმ განუკითხაობას, რომელიც როლანდ ბლადაძის საქმეზე, გვქონდა განცდა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს დასრულდა. დღეს სახელმწიფო მისი ეკონომიკის სამინისტროს სახით, გაუგებარია, როგორ უნდა საუბრობდეს სამართლიანის განცდაზე, როდესაც სამინისტრო ამ ერთ საქმეზე განხორციელებული ქმედებებით, საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების პატივისცემის ტესტსს ვერ აბარებს. „პაპუაშვილის საქმეზეყველა კითხვა ეკუთვნის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. ჩანს, გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერება გაცილებით მაღალი ფასისაა სახელმწიფოსთვის, ვიდრე კანონი და თავისუფალი სასამართლო. ამიტომ, საქართველოს უზნაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პრეცედენტის ხარჯზე, სახელმწიფოს და გიორგი პაპუაშვილის უკანონო მოქმედებების წინააღმდეგ, რასაც საქმეში ყველა მტკიცებულება იძლევა. საჭიროა პრინციპული ნება და თქმა იმისა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორუგფლებიანია. საკასაციო სასამართლომ როლანდ ბლადაძის მიმართ 2004 წლიდან დღემდე წარმოებული არასათანადო მოპყრობა, იძულება და ქონებრივი უფლებების ტოტალური შელახვა უნდა დაასრულოს. ეს საქმე საკასაციო სასამართლოს ყველა მოსამართლის ღირსების საკითხია, სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილება კი - სასამართლოს ღირსების საკითხი, _ განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია, ბათილად ცნონ  2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად.

სწორედ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხა, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. 2013 წელს, როლანდ ბლადაძე აჭარის ა/რ პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა მთავრობამ ამ დრომდე ვერ შეძლო მოქალაქის მიმართ სამართლიანობის აღდგენა, გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ მხარის მოთხოვნაა ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობაზე და არსებითი განხილვის დაწყებვაზე გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 3 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს.

ამავე თემაზე:

გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონებაზე საქმის განხილვა უზენაესს სასამართლოში გაგრძელდება

გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონების პირველი ექსკლუზიური კადრები

რა კითხვებს აჩენს გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმეზე გადაწყვეტილების გამოუცხადებლობა

„თუ სასამართლოზე ზეწოლა არ მოხდა, ჩემი ჩამორთმეული ქონება უნდა დამიბრუნდეს“ _ როლანდ ბლადაძის ექსკლუზიური ინტერვიუ

ყოფილი მოსამართლის სადაო ქონება _ მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში

"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან"

სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ

რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ

მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს -"ახალგაზრდა ადვოკატები"

რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით

"ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის"

გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! –"ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს

გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს

"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"

ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება

 


ნახვა: 76


 ახალი ამბები
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავსდღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება, მორწმუნეები სულთმოფენობის დღესასწაულს, აღდგომიდან  50-ე დღეს ზეიმობენ. ამ დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმინდა,  ცეცხლის ენების სახით გარდამოვიდა მოციქულებსა და მორწმუნეებზე, თითოეული მათგანი კი სულიწმინდის მადლით აღავსო. „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდა-მყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი“... სადღესასწაულო მსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის (R)„საქართველო შეირჩა როგორც ქვეყანა, რომელმაც კონკრეტულ, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ადამიანის უფლებათა განმტკიცების პროცესში და ამ მიმართულებით, განაგრძობს ძალისხმევას. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში იქნება ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის ამ ინიციატივაში მიიღებს მონაწილეობას. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რეკომენდაციის სახით თავად გამოყო ის სფეროები, რომელთა გატანაც, მისი მოსაზრებით, შესაძლებელია „ექსპორტზე“, მათ შორის ერთ- ერთი არის პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებული რეფორმები და წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა.“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  პრემიერ მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს პენიტენციურ სფეროში გაწეული სამუშაოთვის და რეფორმების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის, მის მიერ ჩატარებული რეფორმების აღიარებისთვის. ამ ინიციატივაში საქართველოს მიწვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოზიტიურად წარმოჩენას, პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე. მოხარული ვარ, რომ გვექნება შესაძლებლობა სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების პოზიტიური მაგალითები“.- განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ შედგა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც კიდევ ერთი დასტურია -ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის. „ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისის მიერ საქართველოში ვიზიტის დროს წარმოდგენილი ინიციატივის - ,,ადამიანის უფლებების დაცვის პოზიტიური მაგალითები“ (Good Human Rights Stories) ფარგლებში, საქართველომ სხვა წარმატებულ 15 ქვეყანასთან ერთად მიიღო წინადადება, მთელს მსოფლიოში, სახელმწიფოებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება. - აღნიშნა პრემიერმა. ... ...
  • საჯავახოზე მომხდარ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლაცოტა ხნის წინ, ავტოავარია მოხდა ჩოხატაურში, ე.წ. საჯავახოს უღელტეხილზე. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, ერთმანეთს ორო ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ჩოხატაურელი მამაკაცი, სოფელ შუა ამაღლებაში მცხოვრები ნ.კ. ემსხვერპლა. მომხდარზე უკვე დაწყებულია ... ...
  • ავარიის გამო წეროვანთან რამდენიმე კილომეტრიანი საცობიაამ წუთებში მოძრაობა შეჩერებულოა ავტობანზე. წეროვნთან მომხდარი ავარიის გამო გზაზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია. როგორც "გურია ნიუსს" თვითმხილველებმა უთხრეს, მსუბუქი ავტომობილი სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შემდეგაც მსუბუქი მიკროავტობუსი, რომელშიც მგზავრები ისხდნენ, საპირისპირო გზაზე მომავალ სატვირთოს დაეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟაჟებია ... ...
  • „ერეკლე მეფის ჩამოყვანილი ივანოვი ვარ და საქართველოზე ვმღერი“ _ოზურგეთული ზეიმის წინა ქრონიკადღეს, დილაადრიან, ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ზეიმის დაწყებამდე,  ქალაქის  ერთ-ერთ ცენტრალურ   ადგილას, ღია ცის ქვეშ,  ორი   მამაკაცის  კარგად შეწყობილი  სიმღერა _ „ქართველო,  ხელი ხმალს იკარ“ _ ისმოდა. როცა მივუახლოვდი, ერთმა სასწრაფოდ შეწყვიტა სიმღერა: „უკვე სურათი გადაგვიღე? ასკანელი კაცი ვარ, მზიანში ვცხოვრობ, ივანოვი ვარ გვარად. აბა, ივანიშვილობა ღმერთმა დამიფაროს.  იცი, როდიდან ვარ საქართველოში? ერეკლე მეფემ რომ თათრების წინააღმდეგ  საბრძოლველად გამოგვიძახა.  მე ქართველი ვარ, სიმღერას სახალხო ლოტბარი ჯემალ ჭელიძე მასწავლიდა. ვიმღერებ კიდევ ცოტა ხანს, მერე კი წავალ და ხვალიდან ასკანაში შრომას შევუდგები. აბა, რავა გგონია... ჰარალალე,   ,,თოფი ვერაფერს დამაკლებს, თუ ხელში ხმალი მიჭირავს“... „ ჰე, ჩემო ლამაზო სამშობლო, შენ კი გენაცვალე“ _ ასე, საუბარის და სიმღერის მონაცვლეობით, კითხვის დაუსმელად გაგვეცნო  ასკანელი ტარიელ ივანოვი. _ ბატონო ტარიელ, ივანიშვილობა რატომ დაგიფაროთ ღმერთმა? _ რატომ  გეღიმებათ? იმიტომ, რომ პუტინი მეორე  ჰიტლერია. ვერც „ედიკამ“ გააგდო აქიდან, ვერც _ მიშამ და ვერც აი ივანიშვილი უშობა რამეს, ძაან ყველაფერს რომ გვპირდებოდა.   ვინც საქართველოს  დამოუკიდებლობას ებრძვის, არავინ მიყვარს.  მე მიყვარს მეფე ერეკლე და საქართველო... აგერ, ჩემ წინ რომ კაცი ზის, თემურ შათირიშვილი, ჩემზე უკეთ თუ არა, ნაკლებად არ მღერის. ჩვენ ასე აღვნიშნეთ ამ დილით ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობის  100 წლის იუბილე. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, _ გვითხრა ტარიელ ივანოვმა და კვლავ გააგრძელა ... ...

არქივი

ზაფრანი

აღმოჩენა, რომელმაც, შესაძლოა, შეცვალოს მსოფლიო ისტორია

დინოზავრის სახეობამ, რომელის ნარჩენებიც ცოტა...

საინტერესო ფაქტები ცაციების შესახებ

1) მსოფლიოს მოსახლეობის 10% ცაციაა....

როგორ შეიქმნა დედამიწა

ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლესი კვლევების...

სამოთხის ფრინველი

სამოთხის ფრინველი – ზღაპრულად ლამაზი...

როგორ მოვიპოვოთ წარმატება

იყავით იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც...

წითელი ხახვი კიბოს წინააღმდეგ

იცით თუ არა, რომ წითელი...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...