„პაპუაშვილის საქმეზე“ მოსამართლეებმა თვითაცილება გამოაცხადეს

სამართალი

„პაპუაშვილის საქმეზე“ მოსამართლეებმა თვითაცილება გამოაცხადეს

2017 ივლ 5 13:22:46

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმეზე უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ თვითაცილება გამოაცხადეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ აკეთებს.

საქმე მოქალე როლანდ ბლადაძის ქონებას ეხება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საკუთრებაშია. ბლადაძე აღნიშნულზე სასამართლოში დავობს. მოპასუხე მხარე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და გიორგი პაპუაშავილია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, სადავო ქონებაზე, უზენაესი სასამართლომს ორმა მოსამართლემ მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლეებმა „პაპუაშვილის საქმის“ განხილვაზე უარი განაცხადეს (იხ. ქვემოთ თანდართული დოკუმენტები. ავტ.), დავის განმხილველი ადმინისტრაციული პალატა დაიშალა და საქმე გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელმაც, კანონის თანახმად, ახალი მოსამართლეთა შემადგენლობა უნდა დაასახელოს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცახდებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ იყო, ვინაიდან 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა მოსამართლეების მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის საქმიდან ჩამოშორების თაობაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკიდურესი პროტესტით შეხვდა მხარე, რომელმაც მოსამართლეების მიკერძოების და საქმეზე წარსულში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საჯარო გახადა და აღნიშნა, რომ მაია ვაჩაძე და ნუგზარ სხირტლაძე ერთმნიშვნელოვნად არღვევდნენ სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს.

„შესაბამისად, მხარემ წერილობითი ფორმით, დამატებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უკანონო გადაწყვეტილების გასწორება, საქმეზე სტანდარტის მართლმსაჯულების შექმნა, მოსამართლეების საქმიდან გასვლა თვითაცილების ინსტიტუტის ამოქმედებით. 2017 წლის 20 ივნისის განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილების გადაწყვეტილებები მიიღეს, რაც დასაბუთებული გახდა მხარის სრული უნდობლობითა და სასამართლოს რეპუტაციის მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვის პრინციპიდან“, _ აცხადებენ ორგანიზაციაში.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე უფლებამოსილია „პაპუაშვილის საქმე“ განიხილოს, ვინაიდან დროის არც ერთ მონაკვეთში, არც ერთ მათგანს, საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამასთან, მხარეს გააჩნია სრული ნდობა სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, ვინაიდან მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი შემდგომი მოსამართლეები, პასუხისმგებლები არიან არამხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეების მიმართ, არამედ მართლმსაჯულების ღირსების აღდგენისა და მთლიანი საზოგადოების წინაშე. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საზოგადოებაში რწმენას აჩენს, რომ საქმეზე მიუკერძოებელი მართლმსჯაულება განხორციელდება, არ დაიჩაგრება დაზარალებული, აღდგენა ისტორიული სამართლიანობა და საქმეზე პრინციპული გადაწყვეტილებები, ქონებრივ უფლებებში აღადგენს როლანდ ბლადაძეს, სახელმწიფო კი შეასრულებს თავის პოზიტიურ ვალდებულებას და ალტერნატიულ ფართს გადასცემს გიორგი პაპუაშვილს. სამწუხაროდ, საქმეზე ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ვერ შეძლეს, რაც არ პასუხობს არც მართმსაჯულების სადღეისო ინტერესებსა და არც ადამიანის უფლებების ინსტიტუციური დაცვის მექანიზმებს. ჩვენ არ ველოდებით ვინმეს დამარცხებას, ჩვენ ველოდებით პროცესის მონაწილე ყველა მხარის გამარჯვებას, ვინაიდან სასამართლომ უნდა აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა, დაეყრდნოს მტკიცებულებებს და წართმეული სახლი დაუბუნოს მის ერთადერთ და კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და ყოფილ მოსამართლეს გადასცეს ალტერნატიული ფართი. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, სახელმწიფოს სურვილის მიუხედავად, ჩანს ასეთი შედეგი ვერ მიიღწევა“, _ განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება, რომლითაც როლანდ ბლადაძის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლომ საქმე დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში 2017 წლის 1 ივნისს მიიღო.  მხარემ ჯერ კიდევ საკასაციო საჩივრის ფორმატში მოითხოვა, საქმის განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეებს მაია ვაჩაძესა და ნუგზარ სხირტლაძეს არ მიეღოთ, ვინაიდან მაია ვაჩაძეს როლანდ ბლადაძის ქონებრივ უფლებებში აღდგენის დავაზე 3-ჯერ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, ნუგზარ სხირტლაძეს კი - 2-ჯერ.

როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული მოსამართლეების მხრიდან, ყველა ეტაპზე, მიღებულ იქნა როლანდ ბლადაძის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ამასთან, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, სააპელაციო სასამართლოს შემდგომ, რაც საქმიდან მხარის პრინციპული მოთხოვნის შედეგად, განმხილველი შემადგენლობები იქნა აცილებული. როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს.

ამავე თემაზე:

გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონებაზე საქმის განხილვა უზენაესს სასამართლოში გაგრძელდება

გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონების პირველი ექსკლუზიური კადრები

რა კითხვებს აჩენს გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმეზე გადაწყვეტილების გამოუცხადებლობა

„თუ სასამართლოზე ზეწოლა არ მოხდა, ჩემი ჩამორთმეული ქონება უნდა დამიბრუნდეს“ _ როლანდ ბლადაძის ექსკლუზიური ინტერვიუ

ყოფილი მოსამართლის სადაო ქონება _ მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში

"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან"

სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ

რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ

მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს -"ახალგაზრდა ადვოკატები"

რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით

"ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის"

გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! –"ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს

გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს

"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"

ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება




 ახალი ამბები
  • კვლევა: ადამიანების უმეტესობა ნარკოტიკულ ნივთიერებებს პირველად ზაფხულში სინჯავსადამიანების უმეტესობა ნარკოტიკულ ნივთიერებებს პირველად ზაფხულში სინჯავს. ამის შესახებ საუბარი General Internal Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია. ადამიანები უმეტესად იღებენ შემდეგი სახეობის ნარკოტიკებს: მარიხუანას, კოკაინს, ექსტაზს, ლსდ-ს. როგორც კვლევის ავტორი დოქტორი ჟოზეფ პალამარი ამბობს, ზაფხულს მეტი უსაქმური დრო მოაქვს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის, ივენთებზე კი, რაც ზაფხულში ტარდება, დიდია ნარკოტიკების შეთავაზების შანსი. 2017 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 მილიონმა ადამიანმა დაიწყო მარიხუანას და დაახლოებით, მილიონმა კოკაინის, ხოლო 700 000-ზე მეტმა ადამიანმა ლსდ-ს მოხმარება. პალამარის თქმით, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ნარკოტიკების მიღება ცხელ სეზონზე, განსაკუთრებით კი, თუ ადამიანი პირველად სინჯავს მას, განსაკუთრებით ... ...
  • პაატა სალია 15:00 საათზე "რუსთავი 2"-ში საგანგებო განცხადებას გააკეთებსდღეს 15:00 საათზე, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ 18 ივლისს გადამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ის ძალაში 19 ოქტომბრამდე შევა, თუ მას დიდ პალატაში მხარეები არ გაასაჩივრებენ. ამ ჩანაწერზე დაყრდნობით "რუსთავი 2"-ის იურისტები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების აღსრულება 2019 წლის 19 ოქტომბრამდე არ უნდა მომხდარიყო, ვიდრე არ ამოიწურებებოდა კასაციის ვადა, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება პაატა სალია და 15:00 საათზე განცხადებას ... ...
  • ოქრუაშვილი მსოფლიო რევოლუციის გარდა ყველაფერში მონაწილეობდა _ ვოლსკიოქრუაშვილს, მე მგონი, ერთი მსოფლიო რევოლუციაში არ მიუღია მონაწილეობა თავისი ჩვენებების მიხედვით, დანარჩენში ყველაფერში მონაწილეობა აქვს მიღებული, მათ შორის „ვარდების რევოლუციის“ დაფინანსებაში. ერთი კითხვა არ გაგჩენიათ, საიდან ატრიალებდა ათეულობით მილიონებს, საიდან ცხოვრობს კომფორტში და მოგზაურობს ეს ადამიანი საერთაშორისო ავიახაზებით, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა. ვოლკის თქმით, ოქრუაშვილის განცხადებებით გამოძიება უფრო ინტენსიურად უნდა დაინტერესდეს. „ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცრუ ჩვეება მისცა იმისთვის, რომ ქალაქის მერი გამხდარიყო, განაცხადა, რომ ათეულობით მილიონ დოლარს ფლობდა მაშინ, როცა სახელმწიფო მოხელე იყო და ქიბარ ხალვაშს მისცა ფული, რათა “რუსთავი2” ეყიდა და თვითონ იყო კულისებს მიღმა. რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაური განცხადებებია და არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს მხოლოდ იმ ირონიით უნდა მივუდგეთ, რაც საზოგადოებაში ამ განცხადებებმა დაიმკვიდრა. სამართლებრივი ნაწილი მას გააჩნია და რა თქმა უნდა, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ასეთი თვითაღიარება და ლუსტრაციის მაგალითები ჩვენს უახლოეს ისტორიაში არ მოიპოვება”, - აცხადებს ... ...
  • შსს-ში ბრიფინგი დაინიშნაშინაგან საქმეთა სამინისტროში 14. 00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა. შსს-ში ბრიფინგის თემას არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე - ნიკა გვარამიას მედია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს“რუსთავი2”-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას მედია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ვინაიდან, წესი და კანონმდებლობა ცალსახად განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ზომის შესახებ არ საჩივრდება. შესაბამისად, მასზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ის არის ძალაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებები შემაშფოთებელია. “როდესაც შუალედური, დროებითი ზომა მიიღო “რუსთავი2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ ადრე, ის იმ წუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა. შესაბამისად, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც გვარამიამ თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კონვენციური უფლებების ნაწილში გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება იმ ტრანზაქციებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც სახელმწიფომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაატარა. ჩემთვის პირადად ძალიან შემაშფოთებელი იყო უფრო მეტად ის, რომ ყოფილმა დირექტორმა გვარამიამ თქვა, რომ “რუსთავი 2” და მედია მის ხელში იყო იარაღი. მოგეხსენებათ, რომ ის იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტივისტი და პოლიტიკური პარტიის წევრი და შესაბამისად, შემაშფოთებელია,როდესაც პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მედია და ჟურნალისტები პარტიის ხელში იყო იარაღი. მე ვფიქრობ, ამას თქვენი და საზოგადოების მხრიდანაც სათანადო შეფასება სჭირდება. მიუღებელია, რომ მედია და ჟურნალისტური საქმიანობა პოლიტიკური პარტიის იარაღი და მისი პირდაპირი მანიპულაციის საგანი იყოს, რაც დაადასტურა გვარამიამ თავის გამოსვლაში”, - აცხადებს არჩილ ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...