ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

სამართალი

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

2017 მაი 23 18:11:17

„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით მაჭარაშვილი  სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის გადაწყვეტილებით, დავით მაჭარაშვილს აღკვეთის სახე შეეცვალა და  15 ათასი ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი 2017 წლის 6 მარტს დააკავა. 

უწყების მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და მიწოდებული დოკუმენტური მასალის შესწავლის შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დააკავა სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი.

როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავდნენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მაჭარაშვილის დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ის 5 ათასლარანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, რასაც არ ეთანხმებოდა საქმის პროკურორი. მისი განცხადებით მაჭარაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, თუმცა, ბრალდების ეს არგუმენტები მოსამართლისთვის არასარწმუნო აღმოჩნდა.

რაც შეეხება მაჭარაშვილთა ერთად დაკავებულ პირებს, ისინი გირაოს სანაცვლოდ აქამდეც გათავისუფლებულები იყვნენ.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 ივნისს 17:00 საათზე განახლდება.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ხანძარი ლოკალიზებულიაქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამწუთებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაობი.ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შეგახსენებთ, ხანძარი დაახლოებით  ერთი სააათის წინ გაჩნდა. ამდრომდე  უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის ზარალი მიადგათ მოვაჭრეებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ... ...
  • ქუთაისის ბაზრობა იწვის_ ადგილზე რვა სახანძრო მუშაობსამ წუთებში ხანძარია ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე რვა სახანძრო მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რა ოდენობის  ზარალი მიადგათ ... ...
  • მესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყომესტიაში ახალგზარდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ "გურია ნიუსს"უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ჭუბერში რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ... ...
  • მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესმესტიაში მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსიტალშია გადაყვანილი. როგორც "გურია ნიუსს" კლინიკაში უთხრეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახალგზარდა მამაკაცს აქვს პატარა ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში". "გურია ნიუსი" შსს დაუკავშირდა. უწყება მომხდარის დეტალებს ამ წუთებში ... ...
  • „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“_ აჭარის ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებზეაჭარის ტელევიზიის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, თანამშრომლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მაუწყებელი სარედაქციო დამოუკიდებლობას კარგავს, „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ისინი „კივიან და წივიან სავარაუდო საფრთხეებზე“. "ისინი ყოველთვის სავარაუდო საფრთხეებზე კივიან და წივიან... ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს გამართულად. არავის პიროვნული ინტერესი ჩემი არავის მიმართ არ არის. ყველა ადამიანი გადანაწილდება თანამდებობზე, ისე როგორც საჭიროა. საერთოდ, მე მოადგილეებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია. ისინი იმეორებენ გარკვეულ ფუნქციას და არ არის გამეორება საჭირო,“ - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...