პლატფორმა “არა-ფობიას!” უფლებადამცველის მკვლელობის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

სამართალი

პლატფორმა “არა-ფობიას!” უფლებადამცველის მკვლელობის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

2019 თებ 1 14:56:56

პლატფორმა “არა-ფობიას!”  საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, რომ 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის სასტიკი მკვლელობის საქმე   ჯგუფურ დანაშაულად გადაკვალიფიცირდეს.

პლატფორმა მიიჩნევს, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოებაში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის საფრთხის მზარდ ტენდენციას, რომლის საპასუხოდაც, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები სრულყოფილად და ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფენ პრევენციული მექანიზმების შემუშავებას, მსგავსი დანაშაულების მოტივის სათანადო იდენტიფიცირებასა და დამნაშავე პირების ადეკვატურ დასჯას.

„საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი პირი. მოწმეთა ჩვენებები და ბრალდებულების პროფილები სოციალურ ქსელებში იძლევა დასკვნის შესაძლებლობას, რომ ისინი “ნეონაცისტური” დაჯგუფების წევრები არიან. მათ შორის ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს, სსსკ-ის 376-ე მუხლით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. ხაზგასასმელია, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ ბრალდებული უშუალოდ მონაწილეობდა მკვლელობაში, ის ცემდა მსხვერპლს და ურტყამდა კასტეტს, რითაც გამოიხატება დანაშაულში მისი აქტიური მონაწილეობა. ადვოკატების ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ფაქტი დასტურდება, როგორც დანაშაულის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებული კადრებით, საქმეში არსებული დანაშაულის ორი იარაღით და მსხვერპლისთვის სხეულზე მიყენებული ჭრილობებით. ამდენად, ამ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არა დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, არამედ განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისათვის უნდა მიმდინარეობდეს“,_ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პლატფორმა „არა- ფობიას!“ აცხადებს, საფაროვის საქმე  არ არის ერთადერთი სისხლის სამართლის საქმე, როდესაც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება არ მიმდინარეობს სათანადო კვალიფიკაციით.

მათი თქმით, აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია 2017 წლის 1 დეკემბერს  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე. ამ პრობლემაზე ყურადღება გამახვილებულია “2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის” დასკვნაშიც.

„მსგავსი არასწორი პრაქტიკა, ერთი მხრივ, შეიძლება აიხსნებოდეს, საგამოძიებო ორგანოების, მათ შორის საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელთა არაკვალიფიციურობით, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ნების არარსებობით, ეფექტურად ებრძოლოს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს.

რაც შეეხება საფაროვის მკვლელობის საქმეზე  მეორე ბრალდებულს, მას, თავდაპირველად, ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 108 მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე). ხელმომწერი ორგანიზაციები, დადებითად ვაფასებთ პროკურატურის მიერ ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მოწოდების გაზიარებას, რომლის საფუძველზეც საქმე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით (109 მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტი) გადაკვალიფიცირდა, კერძოდ გამოიკვეთა დამამძიმებელი გარემოება: განზრახ მკვლელობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.

სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა  სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში დაიწყო პოზიტიური ცვლილებები დისკრიმინაციული დანაშაულების იდენტიფიცირებისა და გამოძიების კუთხით, რთულ ან/და პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეებზე მიმდინარე გამოძიების პროცესი მაინც ვერ აკმაყოფილებს ჯეროვანი და ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს. მეტიც, სახელმწიფოს არ გააჩნია დისკრიმინაციული დანაშაულების პრევენციის სისტემური პოლიტიკა და არსებითად ინციდენტებზე რეაგირების მცდელობით შემოიფარგლება. სამწუხაროდ, ხელისუფლება რიტორიკის დონეზეც კი ვერ ახერხებს თანასწორობის იდეების მხარდაჭერას და განმტკიცებას.  სახელმწიფოს სუსტი პოლიტიკა არსებითად ართულებს ინკლუზიური, თანასწორი და მშვიდობაზე ორიენტირებული საზოგადოების მშენებლობას.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში ჩანს სხვადასხვა ულტრანაციონალისტური პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერების და რადიკალიზების ტენდენცია. მათი ნაწილი ღიად ახდენს ძალადობრივი ტაქტიკების გამოყენებას ან/და ძალადობრივი განზრახვის დემონსტრირებას. მსგავსი ჯგუფები საფრთხეს ცხადია, პირველ რიგში კულტურულად არადომინანტურ ჯგუფებს (რელიგიურ, ეთნიკურ უმცირესობებს, მიგრანტებს, ლგბტი ადამიანებს) უქმნიან და აქტიური პროპაგანდისტული იარაღების გამოყენებით მათ მარგინალიზაციას აღრმავებენ. სახელმწიფოს პოლიტიკა ამ ჯგუფებთან დაკავშირებით სუსტი და ზედაპირულია. სახელმწიფო არ იკვლევს მსგავსი ჯგუფების გაჩენის სოციალურ და პოლიტიკურ მიზეზებს და ამავდროულად, არ გააჩნია სისტემური პრევენციული და სამართლებრივი პოლიტიკა ძალადობრივი ჯგუფების მიმართ. ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე ამ ძალადობისა  და საფრთხის ყველაზე აშკარა დემონსტრირება იყო. სამწუხაროდ, ვიტალი საფაროვის საქმე არ გახდა სამართალდამცავი ორგანოების სამაგალითო მუშაობის და დამნაშავე პირების სამართლიანი დასჯის წინაპირობა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, პლატფორმა  მოუწოდებს  თბილისის პროკურატურას ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობის საქმე გადაკვალიფიცირდეს და ორივე ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდეს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისათვის. ვიტალი საფაროვის საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსგავსი დანაშაულების პრევენციის, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის შენარჩუნებისა და თანასწორობის და დემოკრატიის იდეების დაცვისთვის“,_ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...
  • გიორგი გახარია: "ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე""მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას ჩვენება მისცა, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას" _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, პროკურატურის გადასაწყვეტია რამდენ ადამიანს დააკავებენ: „20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“,_  განაცხადა გიორგი გახარიამ. 21 ივნისის მოვლენებიდან დღეს 3 თვე გავიდა და აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც 3 თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ, დღევანდელ დღეს პარლამენტის წინ მაშტაბური აქციით აღნიშნავენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...