პოლიციამ "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის დღეს 27 პირი დააკავა

სამართალი

პოლიციამ "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის დღეს 27 პირი დააკავა

9 ნოე. 2019, 13:45:10

8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, 6 კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

 "თბილისში, კინოთეატრი "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

 ასევე თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილის დაზიანების ფაქტს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისსა და ბათუმში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 - თბილისში, 3 - ბათუმში.

სამართალდამცველები აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. კანონდამრღვევი პირების დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.

როგორც 8 ნოემბერს, ასევე, მომდევნო დღეებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას".




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო ... ...
  • სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგი მკაცრდებასაქართველო სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა ... ...
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...
  • "ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით" _ ამირან გამყრელიძე ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა. „ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან ... ...
  • აფეთქება თურქეთში _ დაღუპულია საქართველოს მოქალაქეთურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 45 წლის მამაკაცია. როგორც თურქული მედია იუწყება, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დილის თერთმეტ საათზე, სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?