პოლიციელი მოქალაქეს 15 წუთის განმავლობაში ხელებით და ფეხებით სცემდა - EMC


სამართალი

პოლიციელი მოქალაქეს 15 წუთის განმავლობაში ხელებით და ფეხებით სცემდა - EMC

2 ივნ. 2017, 14:52:27

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) სიღნაღის პოლიციის სამმართველოში მოქალაქის სავარაუდო ცემის ფაქტის გამოძიებას აფასებს და აცხადებს, რომ სიღნაღის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც სავარაუდოდ მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაკავებულ ვლადიმერ მჭედლიშვილს, დღემდე ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას იმავე შენობაში, რომელშიც ხსენებული სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებების მოპოვების მიზნით სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ხორციელდება, იკითხებიან მოწმეები.

ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ეხმაურება მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის სავარაუდო ცემის შემთხვევას და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 15 მაისს სიღნაღის პოლიციის სამმართველოში პოლიციის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე მჭედლიშვილს, რის შემდეგაც მას ნეკნების მოტეხილობა და სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა.

EMC იცავს ვლადიმერ მჭედლიშვილის ინტერესებს გამოძიების წინაშე, რომელიც კახეთის საოლქო პროკურატურის მიერპოლიციის თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) მიმდინარეობს.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სიღნაღის წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლის მიერ პროკურატურისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად იზოლატორში მოთავსებული ვლადიმერ მჭედლიშვილი მისი ფიზიკური დაზიანებების წარმომავლობას სიღნაღის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლის - გიორგი ნოზაძის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობით ხსნიდა. გამოძიების ფარგლებში დაკითხული მჭედლიშვილის განმარტებით, იგი 2017 წლის 15 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს სიღნაღში ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ის თავის რამდენიმე ნაცნობთან ერთად ლუდს სვამდა. მჭედლიშვილის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ იგი იქვე მდებარე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და ამავე შენობის პირველ სართულზე არსებულ ერთ-ერთ ოთახში პოლიციის თანამშრომელი გიორგი ნოზაძე მას დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ხელებით და ფეხებით სცემდა.

მჭედლიშვილის ჩვენების თანახმად, მისი ცემის დასრულების შემდეგ ის მოათავსეს  წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მისი ძლიერი ტკივილების გამო ორჯერ გახდა საჭირო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. მომდევნო დღეს მჭედლიშვილი გათავისუფლდა დაკავებიდან და მას ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასამართლოს მიერ დაეკისრა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა. მჭედლიშვილის განცხადებით, იგი მომხდარიდან 3 დღის განმავლობაში ძლიერი ტკივილებით იმყოფებოდა სახლში და ყოველ დღე იძახებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას შესაბამისი ტკივილგამაყუჩებლის მიღების მიზნით. 2017 წლის 17 მაისს მჭედლიშვილმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რენტგენით მისი გამოკვლევის შემდეგ მას სამი ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა. მჭედლიშვილმა გამოძიებას 2017 წლის 23 მაისს წარუდგინა აღნიშნული კლინიკის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა მის დაზიანებებთან დაკავშირებით.

უნდა აღნიშნოს, რომ საწყის ეტაპზევე გამოძიების სწორად და ეფექტურად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება და სათანადო კვალიფიკაცია. კვალიფიკაცია ასევე განსაზღვრავს ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას და ამასთან, მიანიშნებს გამოძიების ობიექტურად წარმართვის ნების არსებობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომლის მიერ პოლიციის შენობაში დაკავებული მოქალაქის სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე  გამოძიების დაწყება სსკ-ის 333-ე მუხლით არ შეესაბამება საქმეში არსებულ გარემოებებს, მათ შორის, მიღებული დაზიანებების სიმძიმეს.ამასთან, ყურადღების მიღმა რჩება პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირის წინააღმდეგ განზრახ დამამცირებელი მოპყრობა ძლიერი ფიზიკური ტკივილის გამოწვევით. ამდენად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღნიშნული საქმე გადაკვალიფიცირდეს და შეფასდეს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად - მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დამამცირებელან არაადამიანურ მოპყრობად.

ამასთან, მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესში მჭედლიშვილის ჩართულობის და საქმის მასალებზე წვდომის უზრუნველყოფისთვის მჭედლიშვილი ცნობილ იქნეს დაზარალებულად, რის თაობაზეც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ 2017 წლის 25 მაისს მიმართულ იქნა კახეთის საოლქო პროკურატურისთვის. საქმეში არსებობსპირის დაზარალებულად ცნობისთვის კანონით განსაზღვრული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა - ვლადიმერ მჭედლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებს მისი სამი ნეკნის მოტეხილობის ფაქტს, ასევე დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება მჭედლიშვილის დაკავების ღამეს  მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით წინასწარი დაკავების იზოლატორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ორჯერ გამოძახება, მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ვლადიმერ მჭედლიშვილის დაკავებამდე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა და არც ტკივილები აწუხებდა. ამის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ დღემდე მჭედლიშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, აფერხებს მისჩართულობას საგამოძიებო პროცესში და კითხვებს აჩენს ზოგადად გამოძიების ეფექტურად მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სიღნაღის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც სავარაუდოდ მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაკავებულ მჭედლიშვილს, დღემდე ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას იმავე შენობაში, რომელშიც ხსენებული სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებების მოპოვების მიზნით სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ხორციელდება, იკითხებიან მოწმეები. მიგვაჩნია, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ სიღნაღის პოლიციის თანამშრომლის მიმართ გამოძიების დასრულებამდე გამოძიების პროცესის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს იმ პოლიციის თანამშრომელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს  გამოძიება შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების წარმართვის მიზნით, საგამოძიებო ორგანოს მიერ უმოკლეს დროში უნდა განხორციელდეს შემდეგი მოქმედებები:

  • სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტების ნაცვლად, გამოძიება წარიმართოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამცირებელი ან არაადამიანურ მოპყრობის ფაქტზე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;
  • ვლადიმერმჭედლიშვილსმიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყოფილიიყოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაზარალებულისთვის მინიჭებული უფლებებით ჯეროვნად სარგებლობის შესაძლებლობა;
  • გამოძიება წარიმართოს პროკურატურის ორგანოს მიერ დამოუკიდებლად, სიღნაღის პოლიციის თანამშრომელთა ყოველგვარი ჩარევისა და მონაწილეობის გარეშე;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდეს შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს იმ თანამშრომელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება 2017 წლის 15 მაისს ვლადიმერ მჭედლიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე“, _ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...
  • საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდასაქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა, _ ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს: "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, მოძრაობა განახლდა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე - ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარაში სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდებახვალ, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება. „პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების ... ...
  • პანკისის ხეობაში 40 წლამდე კაცი მოკლეს - ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის  ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 40 წლამდე კაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. წყარო: მთავარი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....