პროკურატურა: მარნეულის მერმა ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე

სამართალი

პროკურატურა: მარნეულის მერმა ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე

2018 ივნ 13 14:32:23

"მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქ.მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ - რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე  ე.გ-ს მიმართ. 
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რ.ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე.
ოფისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები. პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს ქ.მარნეულში, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე" _ აღნიშნულია განცხადებაში.
თემურ აბაზოვი დაკავებულია საქართველოს სსკ-ს 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით;
რამინ ალახვერდიევის და მოქალაქე ე.გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენა - მხილების მიზნით.  




 ახალი ამბები
  • „გრიგოლ ვაშაძე არ არის ქუჩის პოლიტიკოსი, ქუჩაში ის გამარგინალდება”_დავით ბერძენიშვილი „გრიგოლ ვაშაძის მიმართ ერთგვარი იმედგაცრუების პროცესი მიმდინარეობს, რომლის სათავეში მიხეილ სააკაშვილი დგას. ვაშაძე ყოფილ პრეზიდენტს, სააკაშვილს სათანადოდ ვერ ეწინააღმდეგება და შესაბამის დარტყმებსაც იღებს. გრიგოლ ვაშაძე ქუჩის პოლიტიკოსი არ არის, ქუჩაში ის გამარგინალდება, რაც თავად მშვენივრად იცის“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა. ბერძენიშვილი გაერთიანებულ ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობს. „მიხეილ სააკაშვილის, რომელსაც ლიდერობის ნაცვლად, ბელადობა შეუძლია, ომის ირგვლივ პოზიციის გაერთიანების ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვის არის განწირული. ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილი მტრის ხატად  მესამედ გამოიყვანა, ესე იგი, ანტიმიშა კარგად მუშაობს.   2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა, თუ ოპოზიცია გაერთიანდება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის როლი, პრაქტიკულად, არ იქნება. დღეს მიმდინარეობს იმ 800 ათასამდე ხმების განიავების პროცესი, რომლებიც არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ დაფიქსირდა, რომლის  მთავარი შემოქმედი აკვიატებული პოზიციების მქონე ადამიანი მიხეილ სააკაშვილია“, _ განაცხადა ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძეს ქუჩაში დგომის გამოცილება არ აქვს. „ვაშაძე ქუჩაში ძლიერი არ არის. ის ძლიერი იყო სატელევიზიო დებატებში, პროგრამების წარდგენაში, მაგრამ საკმაოდ ბევრი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა. რა უნდოდა  მარტო რომ დადგა თელავში, მაშინ, როცა მისიანები თელავის მისადგომებთან იდგნენ?! აქცია ჩაატარა თუ?! მას არა აქვს გამოცდილება, რადგან ქუჩა და ვაშაძე თავსებადი კატეგორიები ნამდვილად არ არის. მიხეილ სააკაშვილი ერთგვარი მარცხის ფორმულაა. სწორედაც, რომ გრიგოლ ვაშაძის ქუჩაში გაყვანა სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედების შედეგია “, _ გვითხრა ბერძენიშვილმა.   კითხვაზე _ რამდენად მოსალოდნელია პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დაიშალოს ?_ ბერძენიშვილი გვპასუხობს, რომ აღნიშნული ფორმატით პოლიტიკური პარტიები უახლოეს მომავალში  სრულფასოვნად ვეღარ იფუნქციონირებენ. „ვფიქრობ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი სრულფასოვნად ვეღარ შენარჩუნდება. გაერთიანებაში შიდა დუღილის პროცესები აუცილებლად დაიწყება, განსაკუთრებით კი “ნაციონალურ მოძრაობაში“, _ აღნიშნა ... ...
  • ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდათბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მგელიაშვილმა ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. ზაზა ბაქრაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით განესაზღვრა, ასევე ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გურამ დონაძე, დავით იაშვილი და ზურაბ მიქაძე დარბაზშივე დააკავეს სასამართლოს მანდატურებმა.  საქმეზე ხუთი ბრალდებული: გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა, დავით იაშვილი და ზაზა ბაქრაძე. მათგან ბრალს მხოლოდ ერთი ზაზა ბაქრაძე აღიარებს. ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია და მასზე 36 წყვეტა ფიქსირდება, რაც ბრალდების პოზიციას ამყარებს. ვიდეოკადრების გაყალბების ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად გურამ ... ...
  • შსს-მ მედია საშუალებებში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყოშინაგან საქმეთა სამინისტრომ მედია საშუალებებში გავრცელებული  ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. კადრებში ასახულია 16 დეკემბერს, კახეთში უცნობი პირი დაუდგენელ ნივთიერებას როგორ ასხურებს საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანენას გულისხმობს.ჩატარდება ვიდეომასალაში დაფიქსირებული  პირის დადგენისთვის საჭირო საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან დაზარალებულები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება საერთაშორისო ფორუმზე - TISIFF 2018 განიხილეს (R)საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება  თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე - TISIFF 2018 განიხილეს.  მოხსენება "ბლოკჩეინი მთავრობისთვის – კონცეფციიდან რეალობამდე" – საჯარო რეესტრის პროექტების  მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა წარადგინა.  ფორუმის მეოთხე პლენარულ სესიაზე მარიამ ტურაშვილმა  უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით  საჯარო რეესტრის გამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებზე,  პროექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.  მარიამ ტურაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ  საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა  გამოიყენა ბლოქჩეინის ტექნოლოგიები  სამთავრობო სერვისებში და, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მაგალითით უცხოეთის სამეცნიერო წრეები დაინტერესდნენ. „ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ სხვადასხვა ქვეყნის - ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელებს. გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ ბლოქჩეინის ჰაბი არა მარტო ქვეყანაში, არამედ რეგიონში", - განაცხადა მარიამ ტურაშვილმა.  თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე (TISIFF 2018) განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტი, ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის, კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი - ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისთვის.  ასევე შემუშავდა TISIFF 2018-ის რეკომენდაციები, რომელიც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით გაეროს გენერალური მდივნის აპარატს წარედგინება.  ღონისძიებაში 150 დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ  17 ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წევრები, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში მომუშავე სამთავრობო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ... ...
  • მოზარდს დანის მუქარით მობილური ტელეფონი წაართვესმოზარდს დანის მუქარით მობილური ტელეფონი წაართვეს. შემთხვევა თბილისში, თემქაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ... ...

არქივი

ზაფრანი

“ყვითელი პრესის“ სათავეებთან

დღეს ყველამ იცის, რომ ტერმინი:...

მონტე-კრისტოს მისტიკა

ალექსანდრე დიუმა სანამ ახალ რომანზე...

იან ფლემინგის “ოქროს თვალი“

როდესაც ”აგენტ 007”-ის წიგნის ავტორი,...

10 რეალური მოსალოდნელი კატაკლიზმა დედამიწაზე

ახალი ოკეანე აფარის სამკუთხედი (იგივე...

საბედისწერო რიცხვი და ასტროლოგია

მაინც რატომ ეშინიათ ადამიანებს ასე...

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...