პროკურატურა: მელიას საქმის პროკურორების მიმართ გაჟღერდა აბსურდული ბრალდებები

სამართალი

პროკურატურა: მელიას საქმის პროკურორების მიმართ გაჟღერდა აბსურდული ბრალდებები

22 თებ. 2021, 21:30:53

საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:
"ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში გასული სიუჟეტი, სადაც ნიკანორ მელიას ბრალდების საქმის პროკურორების მიმართ გაჟღერდა აბსურდული ბრალდებები, საქართველოს პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ნდობის შესუსტებას და მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მიმართ წამოწყებული ცილისმწამებლური საინფორმაციო კამპანიის მცდელობა მათ საქმიანობას და მოვალეობის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის.
სიუჟეტის ავტორის მცდელობა პროკურორები მიკერძოებულ მხარედ წარმოეჩინა და ამ მიზნისთვის იმ სისხლის სამართლის საქმეების ჩამოთვლა, რომლებზეც ისინი სახელმწიფო ბრალდებას აწარმოებდნენ, პირდაპირი შეტევის და ზეწოლის მცდელობაა მათ საქმიანობაზე. ამავდროულად, ინფორმაციის ცალმხრივად გაშუქებით, ავტორები ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. თვალსაჩინოებისთვის ხსენებული პროკურორების ვითომდა მიკერძოებულობის საჩვენებლად, სიუჟეტში ნახსენები ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის" და „ციხის ბუნტის" საქმეები განხილულ იქნა არა მხოლოდ საქართველოს სასამართლოების, არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით, დადგინდა  ზურაბ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლების როგორც არსებითი, ისე პროცედურული დარღვევა. ამავე სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე დადგინდა პატიმართა სიცოცხლის უფლების როგორც არსებითი, ისე პროცედურული დარღვევა.
რაც შეეხება სიუჟეტში პროკურორ ია დარჯანიას მიმართ გაჟღერებულ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებას მის რუსულ კავშირებთან დაკავშირებით, აღნიშნულის აბსურდულობას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სწორედ ია დარჯანია ახორციელებდა აქტიურ საპროცესო ზედამხედველობას 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქართული მხარე  სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა. ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს პროკურატურამ, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქმის პროკურორ ია დარჯანიას, რისთვისაც საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ, მიმდინარე წლის იანვარში, მადლობა გამოეცხადა.
რაც შეეხება, რესტორან „ამრას"-თან დაკავშირებულ ბრალდებებს, 2018 წლის 1 ივლისს, სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში სრული მოცულობით ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმების ფარგლებში დეტალურად იქნა გამოკვლეული რესტორან ,,ამრას,, საქმიანობაში  პროკურორის რაიმე ფორმით მონაწილეობასთან დაკავშირებული გარემოებები. ახსნა-განმარტება ჩამოერთვა საკითხის ირგვლივ ინფორმაციის მქონე ათეულობით პირს, მათ შორის რესტორან „ამრას" მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს, რომლთაგან არცერთმა არ დაადასტურა პროკურორის რაიმე კანონსაწინააღმდეგო და აკრძალული ფორმით მონაწილეობა, როგორც რესტორნის სამეწარმეო საქმიანობაში, ისე ხსენებული კომპანიის ბიზნესპარტნიორებს შორის არსებულ დავებში. სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გენერალური ინსპექციის მიერ გამოთხოვილი და დათვალიერებული იქნა რესტორან „ამრას" შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიერ განხორციელებული ვიდეო ჩანაწერები, რომელთა შესწავლით ასევე არ დადასტურდა პროკურორ დარჯანიას მიმართ გაჟღერებული განცხადებების რეალობა. ამდენად, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად არ დადასტურდა პროკურატურის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, რის გამოც 2018 წლის 28 სექტემბერს სამსახურებრივი შემოწმება შეწყდა.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროკურორები ია დარჯანია და მიხეილ სადრაძე არაერთი წელია მუშაობენ საქართველოს პროკურატურაში და საქმისადმი მაღალპროფესიონალური, კომპეტენტური და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით გამოირჩევიან. შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება და დადანაშაულება ყოველგვარი დასაბუთების  გარეშე, არის მიზანმიმართული შეტევა პროკურორის საქმიანობაზე და წარმოადგენს პროკურორებზე ზეწოლის განხორციელების  მცდელობას, რასაც საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს და თითოეული თანამშრომლის პატივს და ღირსებას დაიცავს".





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...