პროკურატურამ ფარცხალაძესა და ჩოხელს ბრალი არარელევანტური მუხლით წარუდგინა

სამართალი

პროკურატურამ ფარცხალაძესა და ჩოხელს ბრალი არარელევანტური მუხლით წარუდგინა

2018 დეკ 27 18:50:53

პროკურატურამ ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ფარცხალაძესა და ჩოხელს ბრალი არარელევანტური მუხლით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

აღნიშნული ცენტრის განცხადებით, მათი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის და ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, მიხეილ ჩოჩელისთვის წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარდგენილი ბრალი (ცემა), გადაკვალიფიცირებულიყო ამავე კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა, მისი საქმიანობიდან გამომდინარე) ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ არ დააკმაყოფილა.

ყოფილ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება  უკვე 1 წელზე მეტია არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

2017 წლის 13 მაისს საქართველოს გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოხელი. აღნიშნულ ფაქტზე მალევე დაიწყო გამოძიება ცემის მუხლით და მიმდინარე საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები 2017 წლის აგვისტომდე ჩატარდა.

2018 წლის 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში, მყისიერად გააქტიურდა საქართველოს მთავარი პროკურატურა და ლაშა თორდიას მიმართ გახორციელებულ ძალადობაზე ერთ დღეში ბრალი წარუდგინა ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას. ლაშა თორდია ცნო დაზარალებულად, ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით. ამავე დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის აუხსნელი და გაუგებარია პროკურატურის ასეთი ჰიპერაქტიურობა და განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ 2018 წლის  5 ნოემბერს  ჩატარებული ყველა ღონისძიების თაობაზე, ლაშა თორდიას ინტერესების დამცველი ორგანიზაციისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის ტელევიზიიდან გახდა ცნობილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ბრალი, რომელიც წარედგინათ ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს, არ შეესაბამება საქმეში არსებულ გარემოებებს.

აღნიშნულზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა შუამდგომლობით მიმართა პროკურატურას და მოითხოვა, რომ საქმეზე დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 353-ე პრიმა მუხლზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქმეზე არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არ მსჯელობს ჩადენილი დანაშაულის ჯგუფურ ხასიათზე, მიუხედავად იმისა, რომ ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს ბრალი წარდგენილი აქვთ ერთსა და იმავე ქმედებაზე და საქმეზე. შესაბამისად, აშკარად იკვეთება ერთსა და იმავე საქმეზე ორი პირის მიერ ერთობლივი დანაშაულებრივი ქმედება, რაც გულისხმობს  ჯგუფურად  დანაშაულის ჩადენას, რაზეც უნდა დადგეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, განიხილოს და იმსჯელოს ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობასთან დაკავშირებით და დანაშაულებრივ ქმედებაზე ბრალდებულებს ბრალი წარუდგინოს შესაბამისი მუხლით, კერძოდ  სსსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობიდან გამომდინარე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ჯგუფური დანაშაულებრივი ქმედების იდენტიფიცირება, რაც გაზრდის საქართველოს პროკურატურის კვალიფიციურობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ხარისხს.




 ახალი ამბები
  • “მორიგი სუპერ-ამბავი"-ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერ-ამბავი,“ - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე. “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში"_ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...
  • რა უჯდება ოზურგეთს საახალწლო მორთულობების დადგმაოზურგეთში საახალწლო მზადება უკვე დაიწყო. ქალაქის ცენტრში ნაძვის ხის დეკორაციას აწყობენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის, ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, ნაძვის ხის განათება 27 ან 28 დეკემბერს მოხდება. ასევე ჩვენ დავინტერესდით რა ჯდება ნაძვის ხის და საახალწლოდ მორთულობების დადგმა. მერიის  პრესსამსახურის უფროსის თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან 15 000 ათასი ლარია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს