რა კითხვებს აჩენს გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმეზე გადაწყვეტილების გამოუცხადებლობა

სამართალი

რა კითხვებს აჩენს გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმეზე გადაწყვეტილების გამოუცხადებლობა

2017 მარ 7 13:52:57

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო. გადაწყვეტილების გამოცხადების გადადების მიზეზად საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე თეა ძიმისტარიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. პალატის განმარტებით, დღეს დილით გახდა ცნობილია, რომ თეა ძიმისტარიშვილი ბიულეტენზე იმყოფება.

„ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი, რომ ქალბატონი თეა არის ავად, სასამართლოს კი არ აქვს უფლება, კოლეგიის მოსამართლის გარეშე გადაწყვეტილება გამოცხადოს. ამიტომ პროცესს გადადებულად ვაცხადებ", _ განაცხადა შესავალ სიტყვაში საქმის განმხილველმა თავმჯდმარე მოსამართლე მერაბ ლომიძემ.

 სასამართლოს გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის პროტესტი მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლო მხარეების მიმართ მოიქცა უპატივცემულოდ, როდესაც მოსამართლის შესაძლო ავადმყოფობის გამო, გადაწყვეტილების გამოცხადების გადადების თაობაზე, წინასწარ არ შეატყობნა.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, თავად მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილიც მოიქცა არაკოლეგიალურად, როდესაც საქმის განმხილველ პალატას არ აცნობა სავარაუდო ავადმყოფობის თაობაზე.

მისივე განცხადებით, სარწმუნო არ არის მოსამართლის სავარაუდო ავადმყოფობის ინფორმაცია.

კაიკაციშვილი ფიქრობს, რომ სასამართლომ 7 მარტს ვერ შეძლო გადაწყვეტილების გამოცხადება, რადგანაც სასამართლო მზად არ აღმოჩნდა პასუხისმგებლობის გათავისებისთვის.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ არის იმის მაჩვენებელი, რომ სასამართლომ ვერ გაბედა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, პალატა არ არის ჩამოყალიბებული კანონიერ და სამართლიან  გადაწყვეტილებაზე. გაოგნებული ვარ იქედან გამომდინარე, რომ მიზეზი, რის გამოც, გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო ერთ-ერთი მოსამართლის, თეა ძიმისტარაშვილის ავადმყოფობაა, მაშინ, როდესაც  მხარეს ჰქონდა უფლება აღნიშნულთან დაკავშირებით მიეღო წინასწარ ინფორმაცია და დღეს არ გამოცხადებულიყო. ასევე, აღნიშნულ მოსამართლეს ჰქონდა ვალდებულება, საქმის განმხილველი პალატისთვის ეცნობებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თუ ეს ნამდვილია. ჩვენ გვაქვს განცდა, რომ მოსამართლის ავადმყოფობა არის მიზეზი, საბაბი იმ ფაქტთან მიმართებით, რომ  სასამართლო ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ეს არის სიურპრიზი საზოგადოებისთვის და მხარეებისთვის, ტესტი, თუ როგორ განიხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო ამ საქმეს. მოსამართლეებს ჰქონდათ 20 თებერვლიდან სრული თავისუფლება და ნება, რომ მიეღოთ და გამოეცხადებინათ დღეს გადაწყვეტილება. ჩვენი ინფორმაციით პალატაში არის აზრთა სხვადასხვაობა, ამიტომ მინდა მივმართო მართლმსაჯულების განმახორციელებელ ყველა პირს, შორს პოლიტიკა ამ საქმისგან!“ _ განაცხადა ბლადაძის ინტერესების დამცველმა არჩილ კაიკაციშვილმა.   

სასამართლო სხდომას დღეს არ დასწრებია ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძე. მისმა მეუღლემ კი, პროცესის დასრულების შედეგ განაცხადა, რომ არანაირი სამართლიანობის აღდგენის განცდა აღარ აქვს:

„ძალიან გული მტკივა. ყველა მოსვლაზე იმედგაცრუების მეტს ვერაფერს ვხედავ სასამართლოში. არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. მეგონა, რომ სახელმწიფო დაფიქრდებოდა და ჩემს სახლს დამიბრუნებდა. სხვას ხომ არაფერს ვითხოვ?!“, _ განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ რლანდ ბლადაძის მეუღლე, მარინა ესელიძემ.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა უკვე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს წერილით და მოითხოვა ინფორმაცია: მოსამართლე თეა ძიმისტარიშვილი 2017 წლის 6 მარტს ახორციელებდა თუ არა თავის უფლებამოისლებას სააპელაციო სასამართლოში და როდის და რა ვადით გავიდა ბიულეტენზე თეა ძიმისტარიშვილი. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, კითხვებზე პასუხები მეტადრე ეკუთვნის საზოგადოებას და არა საქმის რომელიმე თანასწორუფლებიან მხარეს.

 ცნობისთვის, სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს მიერ ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს ხელახალი სხდომის მოწვევა და გადაწყვეტილების გამოცხადება. სხდომის მოწვევის თაობაზე ეცნობებათ მხარეებს. 2017 წლის 7 მარტის სხდომას, სადაც საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო, ესწრებოდნენ როლანდ ბლადაძე და მისი ოჯახის წევრები, მოპასუხე გიორგი პაპუაშვილის წარმომადგენელი გოჩა გოგიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები. სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი სვიმონ ფირცხალაიშვილი.

 შეგახსენებთ, რომ საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე მერაბ ლომიძე (მომხსენებელი, თავმჯდომარე), თეა ძიმისტარიშვილი და ამირან ძაბუნიძე გამოიტანს.

 როლანდ ბლადაძის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კორუფციული სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესს საბჭოში საჩივარი შეიტანეს.

კერძოდ, როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან. ბათილად ცნონ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება, რითაც სადაო ქონება პაპუაშვილის საკუთრებაში დარჩა.

ამავე თემაზე:

ყოფილი მოსამართლის სადაო ქონება _ მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში

სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეს დაურთო _"ახალგაზრდა ადვოკატები"

"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან"

სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ

რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ

მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს -"ახალგაზრდა ადვოკატები"

გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებაზე სახელმწიფოსთან მორიგება 8 ივლისამდე უნდა შედგეს

რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით

"ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის"

გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! –"ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს

ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე

გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს

"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართვა პრეზიდენტ მარგველაშვილს

ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება

 




 ახალი ამბები
  • თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლათბილისში,  გაფრინდაშვილის სანაპიროზე  ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც, ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილის მძღოლს საგზაო წესები არ დაურღვევია და ქალს გზაზე გადარბენის დროს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მეექვსე ნაწილით ... ...
  • გარდაცვლილ ხუთ მგზავრს შორის, ერთ-ერთი 30 წლის ქალიასამტრედიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა შორის, ერთ-ერთი 30 წლის ქალია. ჩვენ ხელთ მანამდე არსებული ინფორმაციით, იგი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკის მკვიდრი იყო. ინფორმაციის დასაზუსტებლად მერის წარმომადგენელს ალექსანდრე ჯანჯღავას დავუკავშირდით, რომელიც "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ თითქმის ექვსი წელია, ოჯახი ძველ სენაკში აღარ ცხოვრობს: "უკვე თითქმის ექვსი წელია ეს ოჯახი ჩვენს სოფელში აღარ ცხოვრობს. მათ სახლი გაყიდეს და როგორც ვიცი, საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ", _ განუცხადა "გურია ნიუსს" ალექსანდრე ჯანჯღავამ. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს "მინივენი" და ტრაილერი შეეჯახა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, შეჯახება იმდენად ძლიერი, იყო რომ "მინივენში" მსხდომი ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით ... ...
  • ვინ არიან სამტრედიაში საზარელი ავარიის დროს დაღუპულებიდღეს, საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  სამტრედიაში, სანავარდოს ქუჩაზე  გამავალ სამტრედია-ლანჩხუთი- სუფსა- გრიგოლეთის ს/გზის მე-2 კმ-ზე, სატვირთო აავტომანქანა “მერსედეს-ბენცი“, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა,  შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით  მოძრავ მინივენს.   შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მინივენის მძღოლი, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული ენვერი ირემაძე და მისი მგზავრები: ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში მცხოვრები, 1968 წ.დაბადებული თენგიზ შაქარაძე, ქუთაისში მაისურაძის ქ. №9 ბ.23-ში მცხოვრები 1998 წელს დაბადებული ქეთევან კუპრაშვილი, სენაკში, სოფ. ძველ სენაკში მცხოვრები1990 წელს დაბადებული თამარ ჯანჯღავა. მე-5 მგზავრის მონაცემები დგინდება. მიმდინარეობს გამოძიება სსკ 276-VIII ... ...
  • სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელია _ დეტალები შემთხვევის ადგილიდანსამტრედიაში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა შორის ერთ-ერთი წარმოშობით ჩოხატაურელია, _ აღნიშნულის შესახებ ''გურია ნიუსს'' სამტრედიის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ განუცხადა. ,,როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, მინივენი, რომელიც ბათუმის მხრიდან მოდიოდა, სამტრედიის შესასვლელში მოცურდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენის ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. მინივენის მძღოლი ჩოხატაურელია, ტრაილერს კი თურქეთის მოქალაქე მართავდა", _ გვითხრა ფოცხვერიამ.   ... ...
  • გომის მთას დასახლების სტატუსი ენიჭებადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიურომ განიხილა: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ", განკარგულების პროექტი. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა გომის მთის, როგორც უნიკალური კურორტის შესახებ, რომელიც უკვე მსოფლიოს ყურადრების ცენტრში მოექცა და საუკეთესო კურორტების რეიტინგულ სიაში მოხვდა. _ ჩვენთან უშუალოდ მერის წინადადება  არის წარმოდგენილი, რომ გომის მთას მიენიჭოს  დასახლების  სტატუსი. მთავრია,  დაიძრას  ეს საკითხი. როცა სტატუსი მიენიჭება,  ეს იქნება უდიდესი  საქმე კურორტის  გეგმაზომიერი განვითარებისთვის. საკრებულოს  თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ განაცხადა, რომ გომის მთისთვის დასახლების კატეგორიის მინიჭება,   აქ  არსებული ვითარების  კანონის ფარგლებში მოქცევას ნიშნავს, რაც კურორტის თანმიმდევრულ, გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს.  _დღეს მართლაც მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,  ალექსანდრე სურგულაძემ. ხვალ, 26 თებერვალს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო,  თავის რიგგარეშე  სხდომაზე, რომელიც სწორედ გომის მთის საკითხს ეხება, მიიღებს გადაწყვეტილებას, მოიწონოს წინადადება, გომის მთას მიენიჭოს დასახლების სტატუსი.   ხოლო აღნიშნული განკარგულების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია  საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს,  რომელმაც  უნდა განსაზღვროს  გომის მთისთვის დასახლების სტატუსის ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...