რა მოხდა ოზურგეთის ცენტრში საარჩევნო უბანზე

gurianews.com

სამართალი

რა მოხდა ოზურგეთის ცენტრში საარჩევნო უბანზე

2017 სექ 24 14:38:57

ინციდენტი მოხდა წუხელ ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, #60/06 საარჩევნო უბანზე.

ამ დილით უბანზე მისულ კომისიის თავმჯდომარეს ირმა გოგატაძეს, რომელიც ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება, და კომისიის წევრებს, კედელზე გამოკრული ამომრჩეველთა სია ჩამოხეული დახვდათ.

ამის გარდა, როგორც უბნის მდივანი ეკატერინე ჭელიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, დაზიანებულია შენობის წინა მხარე, გადმოგდებულია სტენდი და აყირავებულია მაგიდები.

_ პოლიცია იყო მოსული, ექსპერტიზაც ჩატარდა. სხვა ნივთებისთვის ხელი არ უხლიათ.

როგორც უბანზე კომისიის წევრებმა გვითხრეს, პოლიციას კომისიის თავმჯდომარემ დაურეკა. მათივე თქმით, ექსპერტიზამ თავისი საქმე დაასრულა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ 187 მუხლის 1 ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.


ნახვა: 283


 ახალი ამბები
  • თემქაზე მე-6 სართულიდან გოგო გადმოვარდა თემქაზე საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულიდან გოგო გადმოვარდა. ამ დროისთვის ის საავამდყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრონ გამოძიებას 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • „ჩვენზე უკვე მოახდინა გავლენა მესამე პირმა“ _ ეკა ნინიძის სასამართლო პროცესი გადაიდოდღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასამართლოში ჩანიშნული  კიდევ ერთი პროცესი გადაიდო. მოსარჩელე ეკა ნინიძე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა, სამსახურში აღდგენას ან ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანას ითხოვს. მოსამართლე მარინა კიკნაძეს  მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურისტმა, მიხეილ შილაკაძემ, რომელიც მოპასუხე მხარეს წარმოადგენს. მან განმარტა, რომ ქალაქ  ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრს ეკა ნინიძე ხელმძღვანელობდა, მუნიციპალიტეტისას კი _ ავთანდილ მექვაბიშვილი. ორივე გათავისუფლებული პირი ითხოვს აღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენას. თუმცა, მუნიციპალიტეტების შერწყმის შემდეგ, ერთი სკოლამდელი აღზრდის ცენტრი არსებობს. _ ეს არის ორი ერთნაირი საქმე და ამიტომ გვაქვს შუამდგომლობა,  გავაერთიანოთ. ისინი ერთსა და იმავე თანამდებობაზე ითხოვენ აღდგენას, _  თქვა შილაკაძემ. აქვე შევნიშნავთ, რომ ავთანდილ მექვაბიშვილის სასამართლო პროცესი  23 აპრილისთვის არის გადადებული. მოსამართლემ  განმარტა, რომ ეს მხოლოდ ზეპირი მოთხოვნაა და სასამართლოს სჭირდება დოკუმენტი.  შილაკაძემ თქვა, რომ შემდეგ  სხდომაზე მტკიცებულებას   წარმოადგენდა. შილაკაძემ ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი შუამდგომლობა აქვთ. _მოსარჩელე ითხოვს დირექტორის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას.  სკოლამდელი აღზრდის ცენტრში დირექტორიც და მოადგილეც დანიშნულია. ამიტომ ვითხოვთ სასამართლო პროცესში მესამე პირის ჩართვას. მაკა ჭყონია და მისი მოადგილე თამარ ქავზარაშვილი მესამე პირებად უნდა იყვნენ ჩართული, _ განაცხადა მან.  ეკა ნინიძის ადვოკატმა გია ხუროშვილმა  განმარტა, რომ  მათ არ აქვთ პრეტენზია არავის დანიშვნაზე და არ მიიჩნევენ საჭიროდ მესამე პირის ჩართვას. ლაშა თავაძის თქმით, ეკა ნინიძე რომ დაინიშნოს, ეს გავლენას მოახდენს მათზე, ვინც დღეს უკვე დანიშნულია. მოსარჩელე ეკა ნინიძემ განაცხადა, რომ მასზე და ავთანდილ მექვბიშვილზე უკვე მოახდინა გავლენა მესამე პირმა. _ ჩვენზე,  ჩემზე და ავთანდილ მექვაბიშვილზე,  უკვე მოახდინა მესამე პირმა გავლენა.  სამსახურიდან უკანონოდ გაგვათავისუფლეს, სხვა დანიშნეს და ახლა ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ გავლენა მასზე? არსად მიწერია სარჩელში, რომ მე ვითხოვ მოადგილის თანამდებობას,  გათვისუფლებული ვარ უკანონოდ და ვითხოვ სამსახურში აღდგენას, _ თქვა მან. მიშა შილაკაძის განმარტებით,   ტოლფასი თანამდებობა უნდა იყოს შესატყვისი წინა თანამდებობასთან ან დაკმაყოფილების შემთხვევაში, უნდა დაკმაყოფილდეს იმავე თანამდებობაზე... _რომელ ტოლფას თანამდებობას ითხოვთ? _მიმართა შილაკაძემ მოსარჩელეს. გია ხუროშვილმა კი ასეთი პასუხი გასცა: _ ვიღაც რომ დანიშნულია იქ, არ ნიშნავს იმას, რომ ეკა ნინიძე არ უნდა იქნეს აღდგენილი. მოსამართლე მარინა კიკნაძე დაეთანხმა პროცესის გადადებას, რომელიც 23 აპრილს, ორშაბათს, დღის 1 სათისთვის ჩაინიშნა  და განმარტა, რომ მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს, როგორც მექვაბიშვილის და ნინიძის პროცესის გაერთიანებაზე, ისე მესამე პირის ჩართვაზე. აღსანიშნავია, რომ ავთანდილ მექვაბიშვილის სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ციცინო როხვაძემ განაცხადა, რომ  მესამე პირის ჩართვა არაფერს შეცვლიდა და მას, შესაძლოა, შეეხოს შედეგი, რომელიც სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი არ ... ...
  • პანკისელებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს შეცდომა აღიაროსახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ადგილობრივ მცხოვრებთა შეკრება გაიმართა. შეკრებილები საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ, აღიარონ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა. პანკისელები, ასევე, თემირლანის სიკვდილში დამდაშავე პირების დასჯას და ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, _ აღნიშნულის შესახებ რადიო "თავისუფლება" იუწყება. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „ნათელია, რომ თემირლანის შესახებ გამოსაძიებელი არაფერია და ხელისუფლებას უჭირს შეცდომის აღიარება“ - განაცხადა გარდაცვლილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისივე თქმით, ხეობის მოსახლეობა ცდილობს, რომ ხელისუფლებამ შეცდომა აღიაროს. პანკისელებმა საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდეს მათთან შეხვედრისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებისკენ. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ. სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ინფორმაციით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ ... ...
  • არჩილ მიშველაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით აიკრძალადღეს, თბილისში  16:30 საათიდან 18:30 საათამდე  არჩილ მიშველაძის ქუჩაზე, ორივე მიმართულებით იკრძალება საავტომობილო მოძრაობა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იუწყება. როგორც უწყებაში ამბობენ, მოძრაობის დროებით შეჩერების მიზეზი "ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში ევაკუაციის გეგმის ... ...
  • რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენიდან 77 წლის მამაკაცი გაიტაცესმორიგი გატაცება გორის რაიონიდან - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, სოფელი ჯარიაშენიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. გატაცებული 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილია, _ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. მესტუმრიშვილი მწყემსია და ის საოკუპაციო ზოლთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მაშინ დააკავეს, როდესაც საქონელს ... ...

არქივი

ზაფრანი

22 წლის მოდელი აუქციონზე ქალიშვილობას ყიდის

22 წლის პორტუგალიელი მოდელი აუქციონზე...

რა სარგებელი მოაქვს საღეჭ რეზინს

 აშშ-ში, მშრალი კანონის დროს, არომატული...

ახალგაზრდობის ელექსირი

ცოტა ხნის წინ მღრნელებზე ჩატარებული...

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზები

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გენეტიკაზე უფრო...

როდის რა ვსვათ?

ჭამის დროს წყლის სმას ყოველთვის...

რა გვაძლევს და რა გვართმევს ენერგიას

რა გვაძლევს ენერგიას: 1. წყალი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...

გრძელდება თხილის პლანტაციების შეწამვლა გულის სიდამპლის წინააღმდეგ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება  თხილის...

ფლორა გულის სამსახურში

თქვენი "გულის" ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ...

დავიცვათ დედაბუნება _ ვუნახავთ თუ არა ტყეს შვილებს?

ბუნებასთან ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის იყო,...

როდის დავიწყოთ თხილის პლანტაციის შეწამვლა

საშიში სოკოვანი დაავადებების და მავნებელთა...