რა საბუთებზე დაყრდნობით გასცა შეწყალების კომისიამ ვეფხვია ბაქრაძის შეწყალების რეკომენდაცია

gurianews.com

სამართალი

რა საბუთებზე დაყრდნობით გასცა შეწყალების კომისიამ ვეფხვია ბაქრაძის შეწყალების რეკომენდაცია

2018 აპრ 16 16:48:57

როგორც დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, კომისიამ ვეფხვია ბაქრაძის შეწყალების რეკომენდაცია  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტიდან მიღებული მასალების საფუძველზე გასცა.

„ფაქტია ისიც, რომ კითხვები, რომლებიც საზოგადოებაში გაჩნა ამ დღეებში, პრეზიდენტის და შეწყალების მექანიზმის მიმართ არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. ამიტომ მზად ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო.

პროცედურულად აგიხსნით, რომ კომისიაში მოდის კონკრეტული მსჯავდებულის საქმე  კონკრეტული სასჯელაღსრულების განყოფილებიდან, სადაც მსჯავრდებული იხდის მსჯავრს. მანამდე მსჯავდებულის რომელიმე ოჯახის წევრი ან მისი ადვოკატი ან უფლებამოსილი პირი ან თვითონ მსჯავრდებული, გვაწვდის ინფორმაციას, რომ მას სურს შეწყალება. ამის შემდეგ მოთხოვნის ფორმით იგზავნება მსჯავრდებულთან საპატიმრო  დაწესებულებაში და თუ ის ხელს მოაწერს ანუ დათანხმდება, ჩვენ უკვე ვიღებთ მასალებს კონკრეტული დაწესებულებიდან. ეს მასალები არის განაჩენები, დახასიათებები, რასაც ამზადებს ადმინისტრაცია, სოციალური განყოფილება, ფსიქოლოგი, სამართლებრივი სამსახური და სამედიცინო ცნობა.

ეს მონაცემები მივიღეთ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით. ის სასჯელს იხდოდა ქუთაისის მე-2 დაწესებულწებაში, შემდგომ კი თბილისის მე-12 დაწესებულებაში. იქედან გამოიგზავნა საბუთები კომისიაში.

 გამოგზავნილი დახასიათების თანახმად, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული არც დასჯილი ყოფილა და არც წახალისებული, იცავდა დაწესებულების დებულებას. ასრულებდა ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს, არ იყო კონფლიქტური და აგრესიული.

სოციალური განყოფილების მუშაკის განმარტებით, ბაქრაძეს აქვს საშუალო განათლება, არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და 4 შვილი, ხშირად სტუმრობს დაწესებულების ბიბლიოთეკას, უყვარს კითხვა. ესწრება დაწესებულებაში გამართულ ფილმის ჩვენებებს, ვარჯიშობს.

ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, ბაქრაძეს რამდენიმე ინტერვიურება ჩაუტარდა. იგი მშვიდი და გაწონასწორებულია. არ ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს. გამომუშავებული აქვს დროის მართვის უნარები. მისი ძირითადი მოტივატორი არის ოჯახი. ადეკვატურად საუბრობს სამომავლო გეგმებზე. მსჯავრდებული დანაშაულის შეფასების მომენტში ადეკვატურია, ნეგატიურ კონტექსტში განიხილავს.

ჯანმრთელობის ცნობის მიხედვით, კი არ ფიქსირდება ისეთი დაავადებები, რომელიც იყო სულიერი აშლილობის ან სხვა დაავადების გამომხატველი.

შეწყალების პროცედურა პირველად 2012 წელს იხილებოდა, 2016 წელს კი კომისიამ დადებითი რეკომენადცია გასცა. სასჯელის ამოწურვამდე წელიწადი და 2 თვე იყო დარჩენილი მას და 2017 წლის 28 დეკემბერს უნდა დაეტოვებინა  დაწესებულება, მაგრამ შეწყალების მექანიზმის გამოყენებით დაწესებულება დატოვა 2017 წლის 25 მაისს.

 ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და არა უდოსთან. თუ მოვიდა უარყოფითი დახასიათება ამას პირდაპირ წერს კონკრეტული დაწესებულება და საქმე არ განიხილება.

ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ამ გადაწყვეტილების შემდგომ ანუ როდესაც პრეზიდენტმა გაუნახევრა სასჯელი ვეფხვია ბაქრაძეს და მას მოსახდელად დარჩა 7 თვე და მას გაუჩნდა შესაძლებლობა უკვე ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე მიემართა პირობით ვადაზე ადრე გამათავისუფლებელი კომისიისთვის ყოველთვე, ეს 6 უარი ნიშნავს, რომ ის ყოველთვე მიმართავდა პირობით ვადაზე ადრე გამათავისუფლებელი კომისიას და მას უარი ეთქვა.

როგორც გუშინ მოვისმინეთ საჯაროდ, სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან ისინი ეყრდნობოდნენ უარყოფით დახასიათებას, მაშინ კითხვა რა თქმა უნდა ჩნდება, თუ ბოლო 6 თვის განმავლობაში პატიმარი ხასიათდებოდა უარყოფითად, მაშინ რატომ მოგვივიდა ჩვენ დადებითი დასკვნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან 8 თვით ადრე. ეს განგებ გააკეთეს?

მხოლოდ ეს 1 საქმე არ არის ძალადობრივ მუხლზე გასამართლებული მსჯავდებულების საქმე, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში განგვიხილავს. თუ დავაკვირდებით სტატისტიკას, კერძოდ, ოჯახური დრამების, ოჯახური ძალადობის, ფემიციდისა ან გენდერული ნიშნით ძალადობისა ზმის ჩვენ დავინახავთ, რომ 2017-2018 წელს არ არის დადებითი რეკომენდაცია გაცემული. 2016 წელი არის ის პერიოდი როცა პირველად ჩნდება შეწყალების კომისიაში ოჯახური ძალადობის საქმეები. პრაქტიკა ისედაც გვკარნახობს, რომ ეს ადამიანი როდესაც ჩაიდინა ძალადობრივი აქტი, ის 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდა გარეთ და არ ჰქონდა თავისუფლება აღკვეთილი. ანუ პრაქტიკა ნელ-ნელა იხვეწებოდა და საზოგადოების განწყობაც ნელ-ნელა იცვლებოდა ასეთი ტიპის დანაშაულების მიმართ. ჩვენი არგიმენტი, როდესაც შევტავაზეთ პრეზიდენტს ამ მსჯავრდებულის შეწყალება ამ დახასიათებას ეფუძბნებოდა“.


ნახვა: 117


 ახალი ამბები
  • უწყლობის დღეები სოფელ ჯუმათშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მეოთხე დღეა მოსახლეობა წყალის მოსვლას ელოდება. “როგორც იქნა, მოგვარდა წყლის პრობლემა ჩვენს სოფელში და ახლა ოთხი დღეა წყალი არ მოსულა. “ბანჩოკებით“ მოგვაქვს წყალი ხან მეზობელი სოფლიდან და ხან კიდევ რამდენიმე კილომეტრის დაშორებიდან. მივმართეთ სოფლის ხელმძღვანელობას და ხვალისთვის იქნებაო, მაგრამ შემდეგ გავიგეთ, რომ კიდევ ორი დღე არ გვექნება წყალი და იქნებ თქვენ მაინც გაიგოთ სიმართლე.“ _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს სოფელ ჯუმათის ერთ-ერთი მცხოვრები. სოფელ ჯუმათში ერთ-ერთი დამსვენებელი “გურია ნიუსთან“ სატელეფონოს საუბრის დროს ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში ნამდვილად არ უნდა იყოს წყლის პრობლემა. შპს “სატისის“ დირექტორის, დათო ცერცვაძის თქმით, წყალსაცავ ნაგებობაზე მოხდა დაზიანება და ახლა მიდის აღდგენითი სამუშაოები. მისი თქმით, მოსახლეობას წყალის მიწოდება ორ დღეში ... ...
  • გედევან ფოფხაძე: შეუძლიათ, პარტიას, "ქართული ოცნების" ნაცვლად, "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვანშეუძლიათ, პარტიას, ქართული ოცნების ნაცვლად, "კომკავშირი" ან "კომპარტია" დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება,“ _ ასე გამოეხმაურა დეპუტატი გედევან ფოფხაძე ქართული ოცნებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას. ფოფხაძეს აინტერესებს, თუ რატომ მიღო პარტიამ ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება. არ არის გამორიცხული, დავით ჭიჭინაძის ქართული ოცნებიდან გარიცხვას გუნდში ახალი დაპირისპირება მოჰყვეს. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პარტიამ ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.  ... ...
  • ქუმსიშვილი-ალავიძის საქმე _ პროკურატურა 710 მილიონის ღირებულების პროექტისთვის ნასესხებ ფულს ეძებსპროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილი საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ისევ ელოდება. ცოტა ხნის წინ ყოფილ ვიცე-პრემიერთან, სახლში, მისი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია მივიდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ქუმსიშვილის ინტერესებს უკვე ერთი თვეა იცავს. ადვოკატი ჯერ არ ჰყავს ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ალავიძეს. დღეს კურიერმა გაარკვია, რომ ალავიძე პროკურატურამ გასულ კვირას დაკითხვა. ალავიძის საცხოვრებელი სახლი ვაკეში დაკეტილია. ის არ იმყოფება არც წავკისის აგარაკზე.საქმე, რომელზეც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი პროკურატურამ გასულ კვირას დაკითხა, 710 მილიონიან პროექტს ეხება. ეს ფული საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგილოეთის 57-კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა. ფული გზის ერთი ნაწილის ასაშენებლად უკრაინულ კომპანია ალტოკომს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ფული წინასწარ მისცა, მაგრამ ამ კომპანიამ გზა ვერ ააშენა და 47 მილიონსაც, რომელიც ჩაურიცხეს, უკან აღარ აბრუნებს. გამოძიებას კითხვები აქვს სამტრედია-გრიგოლეთის გზის იმ მონაკვეთთან დაკავშირებითაც, რომელსაც ორი ჩინური კომპანია აშენებს. გამოძიება ეკონომიკისა სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა სამინისტროებში ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტებზე მიმდინარეობს.   ვრცლად იხილეთ ... ...
  • დავით ჭიჭინაძე: "შევეცდებით, ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქართული ოცნება""მე ვარ ქართული ოცნების იმ ხალხთან ერთად, რომელიც 2012 წელს იდგა ქართული ოცნების გვერდით, რომელიც გარიყა ამ ახალმა ქართულმა ოცნებამ თვისი რიგებიდან იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერა დაკარგა. მე იმ ადამინების დიდ არმიას შევუერთდები და შევეცდებით, ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქართული ოცნება," _  ასე გამოეხმაურა დავით ჭიჭინაძე ქართული ოცნების მიერ მის პარტიიდან გარიცხვას. დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას ქართული ოცნებიდან გარიცხვის შემდეგაც აგრძელებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე შინაგანად დამოუკიდებელი პიროვნება არ არის. დავით ჭიჭინაძის შეფასებით, მმართველი გუნდის მხრიდან ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, მიმართ ანგარიშსწორება ხდება. „მაგ აზრს კიდევ უფრო ამყარებს ეს გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს სიმართლის მოსმენა არ სიამოვნებთ. დადანაშაულება ჩვენი, რომ ჩვენ კომპრომისზე წავედით, რის გამოც ხალხი დაიხოცა, არასწორი მიმაჩნია, მე ეს მგონია შეურაცხმყოფელი. როდესაც ამაზე რეაქცია გაქვს ადამიანს, ეს ბუნებრივია, თუ თავმოყვარე ადამიანი ხარ და საზოგადოების წინაშე ვალდებულებას გრძნობ, ეს განცხადება არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი. მე იმაზე გავეცი პასუხი, რომ თმენის ვალდებულება ჩვენ გაგვაჩნია დეპუტატებს, რომ ამისთანა თავმჯდომარეს ვითმენთ. ის საქციელიც სირცხვილია, რასაც მე ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებ _  როგორი ანგარიშსწორება ხდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოფილ ლიდერთან, პარტიის თავმჯდომარე იყო კვირიკაშვილი და პრემიერმინისტრი იყო ამ ქვეყანაში, მისი ჩაწერილი და მოყვანილია ძირითადად ეს ადამიანები ქართულ ოცნებაში.  ეს უპასუხისმგებლო, ზურგს უკან მუხანათური განცხადებები შეურაცხმყოფელია. ეტყობა, ეს ადამიანი შინაგანად  არ არის თავისუფალი. მანდელა 27 წელი ციხეში იჯდა, თავისუფალი იყო, ეს კაცი 27 წელი თავმჯდომარე რომ იყოს, მაინც ვერ გათავისუფლდება,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. ... ...
  • "ოცნებამ" ჭიჭინაძეს კრიტიკა არ აპატია _ დეპუტატს გუნდისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენისნის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" იმით იყო გამორჩეული, რომ მმართველი გუნდის ღიად კრიტიკას არასდროს ერიდებოდა. იგი ,,ქართულ ოცნებაში“  ჭიჭინაძე ერთადერთი იყო, რომელიც იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვდა, მთავრობას აკრიტიკებდა და ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაც მოითხოვა. ჭიჭინაძის კრიტიკას მმართველ გუნდში პარტიიდან გარიცხვით უპასუხეს. თანაგუნდელების შეურაცხყოფა, ეთიკური პრინციპების დარღვევა, პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება_,,ქართული ოცნება“ ჭიჭინაძეს ამ ბრალდებებს უყენებს და გუნდიდან ათავისუფლებს. "პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს”,_აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. "გურია ნიუსი“ შეეცადა ჭიჭინაძის კოლეგებისგან გაეგო რამდენად სწორად მიაჩნიათ, კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, მისი პარტიიდან გარიცხვა და ამ კითხვით მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ზაზა პაპუაშვილსა და რევაზ არველაძეს მივმართეთ. დეპუტატებმა თემასთან დაკავშირებით საუბარს თავი აარიდეს. პაპუაშვილის თქმით, ინფორმაციას გაცნობის შემდეგ გააკეთებს განცხადებას. ,,გურია ნიუსი“  საკითხთან დაკავშირებით დავით ჭიჭინაძის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.  ამავე თემაზე: ჭიჭინაძე "ოცნებიდან" გარიცხეს _ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზმზე...

ხუთი ყველაზე შხამიანი არსება დედამიწაზე

კუბომედუზა _ უდავო ლიდერი, ყველაზე...

უკვდავების გასაღები

ადამიანი ოდითგან ოცნებობს უკვდავებაზე, ამიტომ...

სიძუნწე დაავადებებს იწვევს

დადგენილია, რომ ძუნწობასა და სნეულებებს...

ქალთევზა _ მითი თუ სინამდვილე

უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანებს უამრავი...

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ადამიანი

ბრიტანელი ბენ ლი, რომელიც ვიოლინოზე...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...