რას აცხადებს პროკურატურა „ლაზიკა კაპიტალის“ საქმის გამოძიებაზე

სამართალი

რას აცხადებს პროკურატურა „ლაზიკა კაპიტალის“ საქმის გამოძიებაზე

2017 ივნ 15 14:56:00

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე სამართლებრივი კვლევის პროცესში, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქმის სამართალწარმოების მიმდინარეობაზე, წერილობით პოზიციას ავრცელებს. 

„ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №092110472 საქმე ს.ს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 24, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხულია ათეულობით მოწმე და ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტაცია. რაც შეეხება ს.ს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ დაზარალებულად ცნობის საკითხს, გაცნობებთ, რომ საზოგადოება აღნიშნული სტატუსით სარგებლობდა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც უკვე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის სახით. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს, აღნიშნულ საკითხს სწავლობს საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია“, _ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის წერილში, რომელსაც ხელს ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო  ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი ვანო ოქროპირიძე აწერს და ორგანიზაციამ 2017 წლის 5 ივნისს მიიღო. 

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მთავარ პროკურატურას „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის მოწოდების მიზნით, 2017 წლის 18 აპრილს მიმართა. ორგანიზაციამ საქმეზე სამართლებრივი კვლევა 2017 წლის 5 ივნისს გამოაქვეყნა, მათ შორის სარეკომენდაციო წინადადებები უკვე მიეწოდა საქართველოს მთავარ პროკურორს, სადაც ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:

  • მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმეზე უზრუნველყოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, ვინაიდან არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ვლინდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი და გამოძიების გაჭიანურებამ არ უნდა გააგრძელოს კომპანიის ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების უხეში დარღვევის პროცესი;
  • მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გონივრული სტანდარტის პრინციპზე დაფუძნებით, არსებული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების, საექსპერტო დასკვნების ერთობლიობის საფუძველზე, ს.ს. „ლაზიკა კაპიტალი“ ცნოს დაზარალებულ სუბიექტად;

„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურა, ამ დრომდე არ ახდენს დანაშაულის მომზადებასა და ჩადენაში მონაწილეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას.

„მოცემული საქმე საყურადღებო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მოქმედებების დამოუკიდებელი ანალიზით, რაც ტოვებს საქმეზე შერჩევითი სამართალწარმოების განხორცელების ვარაუდს და მიუთითებს ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებებზე, ვინაიდან განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ არ ხდება კომპანიის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სწრაფი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება. საქმეში ფიგურირებს საქართველოს მთავარი პროკუტრატურის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთა კერძო ინტერესებიც, რაც პირდაპირ აფერხებს მიუკერძოებელი და გავლენისგან თავისუფალი გამოძიების შესაძლებლობას.

კომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე 2010 და 2013 წელს დადგა, როდესაც საჯაროდ გახდა ცნობილი კომპანიაში ჩადენილი ფინანსური დანაშაულის თაობაზე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ სოსო ზარქუამ და მანანა მიქავამ შეთანხმებით, ყალბი სესხების გაცემით, 807 471,76 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენეს კომპანიას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფინანსური დანაშაულის საქმეში 2013 წელს, ახალაღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოება გახდა 2008 წლის 26 დეკემბრის, 2009 წლის 1 ოქტომბრის, 2010 წლის 15 თებერვლის, 10 მარტის, 11 ივნისის, 3, 4 და 24 აგვისტოს სამსახურეობრივი ელექტრონული მიმოწერის შინაარსი, რაც კომპანიისთვის ტოვებდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ იმჟამად ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ფლობდა ინფორმაციას და ასევე, დაკავშირებული იყო კომპანიაში ჩადენილ ფინანსურ დანაშაულთან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებაში ვკითხულობთ: „სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მოწმის სახით დაკითხვისას და სხვა მასალათა ერთობლიობით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სს ,,ლაზიკა კაპიტალის’’ სესხის ოფიცერს სოსო ზარქუას და სს ,, ლაზიკა კაპიტალის’’ ოპერაციების მენეჯერს ე..-ს შორის 2008-2010 წლებში არსებობდა საბანკო-შიდა ქსელური დანაშაულებრივი მიმოწერები“, _ აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის თანახმად, 2006 წლის 13 ოქტომბრიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის - მესტიის რაიონული პროკურატურის ყოფილი პროკურორის, ფელიქს ჯალაღონიას მიმართ გაცემულ იქნა 4 სესხი.

„აღნიშნულის პარალელურად, 3 სესხი იქნა გაცემული ამავე პროკურორის მეუღლის მიმართ. სესხები გაიცემოდა სხვადასხვა სამოქალაქო პირებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ წრეს. კომპანიიდან სესხები გაიცემოდა იმ წესებისა და პროცედურების დაცვის გარეშე, რომელიც კომპანიაში აღიარებულ და სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენდა. სესხები გაიცემოდა საკრედიტო კომიტეტზე დამტკიცების გარეშე ან კომიტეტის წევრების მანიპულირებით“, _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2015 წლის 30 იანვრიდან დრომდე, რაც საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს, მხარისთვის უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქმეზე ან/და რატომ ვერ ხდება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.

„აღნიშნული საკითხი უკიდურესად შემაშფოთებელია და ხაზს უსმევს გამოძიების შესაძლო დაინტერესებას, რაც უპირველესს ყოვლისა, წარმოაჩენს ბიზნესის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების ნეგატიურ პრეცედენტს. ორგანიზაცია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის და შეფასების შედეგად, მიმართავს საქართველოს მთავრობას, მთავარ პროკურატურასა და საქართველოს სახალხო დამცველს“, _ აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცნობისთვის, ორგანიზაციამ სს „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე მონიტორინგი 2017 წლის აპრილში დაიწყო.

 

ამავე თემაზე:

"პროკურატურამ საქმის გამოძიების პროცესს ხელი არ უნდა დააფაროს" _ კაიკაციშვილი




 ახალი ამბები
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს იგეგმებაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს ახალგორში უნდა გაიმართოს.  ის უკვე თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ოკუპანტები გაფრინდაშვილს  ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა, ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ ცნობს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, ამ პროცესზე ადვოკატი ქართველი ექიმის დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას დააყენებს. „ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ადვოკატთან, რომელიც ოჯახის თხოვნით ავიყვანეთ. მან რამდენჯერმე მოინახულა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში. მისი ინფორმაციით, დღეს, 15:00 საათზე არის ჩანიშნული პროცესი ე.წ. სასამართლოში. ეს არის პირველი სასამართლო სხდომა. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ უკანონო პატიმრობა, რომელშიც ქართველი ექიმი თვეზე მეტია, იმყოფება, სწორედ დღევანდელ პროცესზე დასრულდება და ის აბსურდული ბრალი, რაზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში მისი უპირობო გათავისუფლებით დასრულდება. ე.წ. პროცესზე ადვოკატი აპირებს იშუამდგომლოს, რომ გათავისუფლდეს ექიმი პატიმრობიდან და გამარტივებული წესით მოხდეს მისი საკითხის განხილვა. შეიძლება, იყოს ადმინისტრაციული გარკვეული სახის ფულადი ჯარიმაც გამოყენებული“, – ამბობს ... ...
  • 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდაშემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა და კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ... ...
  • მძიმე ბრალდებები- დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე ამ წუთებში ხმაურია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული 40 საკითხიდან, ჯერ  2 საკითხი არ იყო განხილული, როდესაც ოპოზიციამ სიტყვა მოითხოვა და ადგილობრივი ხელისუფლება თბილისში ბიუჯეტზე დამოკიდებული თანამშრომლების აქციაზე წაყვანის ძალდატანებაში დაადანაშაულა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ემზარ შუბლაძემ ხელი პირდაპირ დაადო კეთილმოწყობის უფროსს, ელგუჯა კალაძეს, რომელიც, თითქოსდა, თანამშრომლებს სამსახურიდან გაგდებით აშინებს. ოპოზიციის ბრალდება კატეგორიულად უარყო ელგუჯა კალაძემ. მან ემზარ შუბლაძე თათბირზე მიიწვია და პირობა დადო, რომ თუ ერთი თანამშრომელი მაინც დაადასტურებს უფროსის მხრიდან დაშინების ფაქტს, თანამდებობას ... ...
  • "დასაკარგი დრო არ გვაქვს"- პატარა ლიზის ხალხის დახმარება სჭირდება7 წლის ლიზიკო ტყეშელაშვილს დახმარება სჭირდება. როგორც „გურია ნიუსს“ ლიზიკოს მშობლებმა უთხრეს, ბავშვს 2 წლის წინ ანგინა დაემართა, რის შემდეგაც სიცხეები და ღებინება დარჩა, ექიმები სხვადასხვა აზრს გამოთქვამდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, რომ ბავშვს თავის ტვინის  ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ექიმები ამბობენ, რომ საქართველოში ოპერაცია ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და ლიზის სჭირდება ოპერაცია გერმანიაში. საზღვარგარეთ ოპერაცია კი  სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული და  ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. „ძალიან გვჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება, ვინაიდან 7 წლის ლიზის აღმოაჩნდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე რამდენიმე ადგილას. ორი წლის წინ ლიზის აღმოაჩნდა ანგინა, რომელმაც დაუტოვა დაბალი სიცხეები და ღებინება. ექიმები აფიქსირებდნენ სხვადასხვა აზრს, თუმცა, საბოლოო შედეგს თუ რის გამო იყო ლიზი ამ მდგომარეობაში ვერავინ გვეუბნებოდა.   ამის გამო გადავწყვიტეთ გადაგვეღო მაგნეტო რეზონანსული ტომოგრაფია თავზე  და გავიგეთ ამ დიაგნოზის შესახებ. ლიზიკოს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია გერმანიაში, დაგვიანების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ოპერაციის დაგვიანების შემთხვევაში დიდი ალბათობაა, რომ ბავშვი დაინვალიდდეს და მხედველობა დაკარგოს. ველოდებით კალკულაციას გერმანიის კლინიკებიდან, მაგრამ დასაკარგი დრო არ გვაქვს და ვიწყებთ თანხის შეგროვებას. დაახლოებით 200 000 ევროა საჭირო ოპერაციის ჩასატარებლად. გთხოვთ, გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ლიზის გამოჯანმრთელებაში. ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი: GE63TB442345061100041 საქართველოს ბანკი: GE92bg0000000756736700 მიმღები თეა ნოზაძე. წინასწარ მადლობას გიხდით და გთხოვთ გაითვალისწინოთ პატარა ლიზის მდგომარეობა“,_ ამბობენ პატარა ლიზიკოს ოჯახში. ... ...
  • უკანონო ნადირობა წითელ ნუსხაში შეტანილ კავკასიურ მურა დათვის ბელზეგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი, რომლის წონამ 30 კგ. შეადგინა. სამართალდამრღვევი ნანადირევის ტრანსპორტირებას ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად ახდენდა. იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...