"როლანდ ბლადაძე თანახმაა დავა დაასრულოს მორიგებით" _ ბლადაძის სარჩელი დახურულ კარს მიღმა განიხილეს

სამართალი

"როლანდ ბლადაძე თანახმაა დავა დაასრულოს მორიგებით" _ ბლადაძის სარჩელი დახურულ კარს მიღმა განიხილეს

2018 აპრ 27 08:45:18

უზენაეს სასამართლოში მოქალაქე როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის განხილვა მედიისა და პროცესზე დასწრების მსურველი საზოგადოებისთვის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

როგორც „გურია ნიუსს“ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა,  პროცესზე მხარემ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა წარადგინა.

„ჩვენ გვსურდა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე  მედიის   და დამსწრე საზოგადოების გარეშე საბოლოოდ გაგვევლო მორიგების არსებული წინაპირობების  შედეგები. ვადასტურებ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები საქმის მორიგებით დასრულებასთან დაკავშირებით. დღევანდელ სხდომაზე სიახლეს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა წარადგინა როლანდ ბლადაძემ. ექსპერტიზის ბიურომ ჩამორთმეული ქონება ქალაქ ბათუმში ნახევარ მილიონ ლარად შეაფასა“, _ აცხადებს კაიკაციშვილი.

მისივე თქმით, მხარემ დააყენა საკითხი, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ შეთავაზებული  ალტერნატიული ფართი ჩამორთმეული ქონების ტოლფასი უნდა იყოს.

„დაზარალებულმა დააყენა საკითხი, რომ ალტერნატიული ფართი უნდა ყოფილიყო ჩამორთმეული ფართის 277, 91 კვ.მ-ის ფართობის ტოლფასი, სხვა შემთხვევაში, მხარეს  მორიგების იურიდიული ინტერესი არ ექნებოდა. მოვისმინეთ, ეკონომიკის სამინისტროს საბოლოო პოზიციები, რაც როლანდ ბლადაძის პოზიციებს არ დაემთხვა.  საბოლოოდ, შევთანხმდით იმ გარემოებაზე, რომ როლანდ ბლადაძე თანახმაა დავა დაასრულოს მორიგებით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, მას ყოველგვარი პირობების გარეშე, სახელმწიფოს მიერ უკვე დადგენილი ნახევარ მილიონიანი ზარალის გათვალისწინებით, საკუთრებაში გადასცემს ქალაქ თბილისში ჟვანიას ქუჩაზე მდებარე 2 საცხოვრებელ ბინას, რომელიც შავ კარკასს წარმოადგენს. აღნიშნული ბინების საერთო ფართი 416 კვ.მ-ია, საბაზრო ღირებულება კი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულ პირობას სასამართლოც დაეთანხმა“,_ამბობს კაიკაციშვილი.

მისივე თქმით, როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის განხილვა  4 მაისს, 14:00 საათზე განახლდება, სადაც ცნობილი გახდება დავა დასრულდება  მორიგებით, თუ სასამართლო საქმეს არსებითად განიხილავს და გადაწყვეტილებას ისე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სხდომაზე, მორიგების პროცესის გასაგრძელებლად ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა პროცესის გადადება, რადგან საკითხის შეთანხმება ეკონომიკის მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან ვერ მოხერხდა, რის გამოც, სხდომა დღეისთვის ჩაინიშნა.

კაიკაციშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული სამსახურის თანამშრომლებმა მინისტრთან კომუნიკაცია ამჟამად შეძლეს.

„მინისტრთან შედგა ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული სამსახურის თანამშრომლების კომუნიკაცია. მინისტრს და  მთავრობას აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რომ აღნიშნული რეზონანსული დავა სამართლიანად და ობიექტურად, მორიგებით დასრულდეს. ალტერნატიული ფართების წარმოდგენა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. თუმცა, პირობების ნაწილი  სამინისტროს იურიდიული სამსახურის ნაწილია და მინისტრი თავის კომპეტენციით ვერ შემოვა. ამიტომ ჩვენ ვკარნახობთ სამინისტროს, რომ ის პირობები, რომლებიც მათ დააყენეს ჩვენთვის მიუღებელია. მაგალითად, შემოგვთავაზეს, რომ სამინისტრო თავად მოახდენდა თბილისში მდებარე ალტერნატიული საცხოვრებელი სახლების გაყიდვას და მიღებული თანხით ბლადაძის ფინანსურად უზრუნველყოფას, რასაც ბლადაძე არ დაეთანხმა.  ეს წინადადება დაკავშირებულია რისკებთან. რისკები შეიცავს ქონების გასხვისების დროში გახანგრძლივების საკითხს. არავინ იცის დადასტურებულად რა დროში შეიძლება გაიყიდოს ან არ გაიყიდოს სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონებები.  ჩვენი პირობა არის რომ მე-12 სართულზე არსებული 2 საცხოვრებელი ფართი მივიღოთ და დავა დავასრულოთ მორიგებით. რამდენად გონივრული დამოკიდებულება ექნება სახელმწიფოს ამ პირობის მიმართ ეს გახდება 4 მაისს ცნობილი.  თუ ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნულ პირობას არ დათანხმდება ამ შემთხვევაში სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს და გამოიტანს იმ გადაწყვეტილებას, რაც დადგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაზარალებული როლანდ ბლადაძის ინტერესების შესაბამისი უნდა იყოს“,_ამბობს კაიკაციშვილი.

შეგახსენებთ, რომ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, როლანდ ბლადაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს და ეკონომიკის სამინისტროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების ანაზღაურებას ალტერნატიული ფართით სთხოვს.

აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წელს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს ბლადაძის მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

 

 




 ახალი ამბები
  • ლომჯარიას მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისსა და სახლთან – სანდრო ბრეგაძე„ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა „ქართულ მარშს“ ძალადობრივი ჯგუფი უწოდა, რის გამოც ლომჯარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ომბუდსმენს „მიწიერ ჯოჯოხეთს მოუწყობს“. „ქალბატონ ნინო ლომჯარიას მოუწევს პირველ რიგში საჯარო ბოდიშის მოხდა და შემდგომში თანამდებობის დატოვება. ჩვენ ვგეგმავთ გრანდიოზულ, რადიკალურ აქციას სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ვაძლევთ  ერთკვირიან ვადას, რომ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისთან და არა მარტო ოფისთან, საცხოვრებელ სახლთანაც. თუ ოფისში დაგვემალება, ჩვენ მივალთ საცხოვრებელ სახლში“, – თქვა ბრეგაძემ. მანამდე სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, განაცხადა, რომ ისინი შეხვედრაზე მზაობას გამოთქვამდნენ, თუმცა მისივე თქმით, იმ ფორმატითა და რეჟიმით, რაც ბრეგაძეს სურდა, შეხვედრა ვერ გაიმართებოდა. „ჩვენ გახსნილები ვართ შეხვედრისთვის. მან აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა და ბუნებრივია,  ვაცნობე, რომ ამ ფორმატითა და ამ რეჟიმში ასეთი დესტრუქციული თვალსაზრისით, ვერ მოხდებოდა შეხვედრის გამართვა და ამიტომ ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ვიმსჯელებდით და კანონით დადგენილი წესით ვაცნობებდით პასუხს“, – განაცხადა ... ...
  • საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ხდებასაქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. როგორც ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მისი ვიზიტი საქართველოში ქვეყნის თავმჯდომარეობისთვის მომზადებას უკავშირდებოდა. „მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება და ველი მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, რათა 27 ნოემბერს საქართველომ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. მოხარული ვარ რომ საქართველომ თავის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ადმიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის პრიორიტეტი გამოყო. საყურადღებოა, რომ თავმჯომარე ქვეყანამ პირველად გამოყო გარემოს დაცვის თემატიკა თავის პრიორიტეტებში, რაც ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის და გათვითცნობიერების ამაღლება“, _ განაცხადა ბურიჩმა. ბურიჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, გენდერულ საკითხებთან და ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში. გენერალური მდივანი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის საკითხს და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველო საჭიროებებს და ევროპის საბჭოს პრიორიტეტებს ასახავს. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ორგანიზებისთვის. ბურიჩის თქმით, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილე შესანიშნავად დაემთხვა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და მისი ვიზიტის ძირითადი ამოცანა საქართველოს თავმჯდომარეობის მომზადებაა. როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მეშვეობითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. „მოგეხსენებათ ჩვენ ვახორციელებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს და მინდა გამოვხატო შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩემი კონსოლიდირებული ანგარიში მიმართული იქნება არსებული სიტუაციის დამშვიდებაზე და საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპის საბჭოსთვის და ზოგადად ევროპისთვის“, _ განაცხადა გენერალურმა მდივანმა დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ ... ...
  • რა გავლენას ახდენს დედის ტირილი ნაყოფზეორსული ქალბატონები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაანაწყენოთ. გარეგანი ფაქტორები გავლენას ახდენს ჰორმონალურ ცვლილებებზე და განწყობაზე. ამიტომ, საინტერესოა, რას იწვევს დედის ტირილი ნაყოფზე. ბავშვი მჭიდროდ არის დაკავშირებული დედასთან. ოცდამეცხრე კვირიდან ბავშვს უკვე განვითარებული აქვს შეგრძნების ორგანოები. განარჩევს სუნს, გემოს, გრძნობს სივრცეს მის გარშემო. დედა და ბავშვი ერთმანეთთან დაკავშირებულია როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. როცა დედას უხარია, სისხლში გამოიყოფა ენდორფინი და ბავშვის განწყობაც საშვილოსნოში უმჯობესდება. ხოლო, როცა დედა ნერვიულობს ან ტირის გამოიყოფა სისხლში სტრესის ჰორმონი - კორტიზოლი. დედა უნებურად გადასცემს ამ ჰორმონს ბავშვს და შესაბამისად, ცუდ განწყობას. იმისათვის, რომ გაზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვი, აკონტროლეთ ემოციები. დაიცავით ნეგატიური განწყობისაგან ბავშვი. ის, ასე მშვიდი და გაწონასწორბული ... ...
  • რამდენ ხანში გამოდის ნიკოტინი ორგანიზმიდანრამდენ ხანში გამოდის ნიკოტინის სიმპტომები ორგანიზმიდან? _ ნიკოტინის სიმპტომები, როგორიცაა გაღიზიანება, დაბალი ენერგია, კონცენტრაციის სირთულე, თავის ტკივილი, შიმშილის გრძნობა და ცუდი განწყობა შეიძლება გაგრძელდეს სამი თვის განმავლობაში. ნიკოტინი მოწევის შეწყვეტიდან 72 საათის განმალობაში გამოდის ორგანიზმიდან, მისი სიმპტომების გამოსვლა კი 2-3 დღიდან იწყება და მთლიანობაში 3 თვემდე გრძელდება. მოწევის შეწყვეტა ნამდვილად იწვევს შიმშილის გრძნობას? უმეტეს შემთხვევაში იწვევს რადგან სიგარეტის მოწევა თრგუნავს მადას და მგრძნობელობას, შეწყვეტის შემდეგ კი უკეთესად შეიგრძნობა საჭმლის გემო და ამიტომაც შეიძლება გამოიწვიოს წონაში მატება. მოწევა ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმს, შეწყვეტის შედეგად კი ვწვავთ უფრო ნაკლებ კალორიას. სიგარეტი შეიცავს 4000 ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის 43 ცნობილია როგორც კიბოს გამომწვევი (კანცეროგენური) ნაერთები და 400-მდე სხვა ტოქსინებს. ნიკოტინი მაღალი დამოკიდებულების მატარებელია და იგი ტვინამდე მოწევიდან მხოლოდ 6 წამში აღწევს. როცა გადაწყვეტთ მოწევისთვის თავის დანებებას დაკავდით სპორტით და მიაქციეთ ყურადღება რას ... ...
  • სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის ბიჭი დღეს მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალესსამტრედიაში 24 წლის ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ ისე დაკრძალეს, რომ მას წესი არც ერთმა მღვდელმა არ აუგო. მოტივი, გარდაცვლილის ე.წ. "ბიბლიური თავისუფლების" წევრობა გახდა. საუბარია პარტია "გირჩის" მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე, რომელიც მღვდელმსახურის მოწმობას ნებისმიერ მსურველზე გასცემს. ამ გზით ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან. მართალია "გირჩმა" ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის მოწმობა გააუქმა, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილიყო, თუმცა მართლმადიდებლური წესით დაკრძალვის უფლება სამღვდელოებამ 24 წლის ბიჭის ოჯახს მაინც არ მისცა. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?