სააპელაციო სასამართლომ ახვლედიანის მოთხოვნები ლისის ტბის წართმევის საქმეზე ხანდაზმულად მიიჩნია

gurianews.com

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ახვლედიანის მოთხოვნები ლისის ტბის წართმევის საქმეზე ხანდაზმულად მიიჩნია

2018 მარ 13 18:21:49

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, კანონით დადგენილ ვადებში გასაჩივრდება. _ აღნიშნულის შესახებ განცხადება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა გააკეთა.

 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, არ დაკმაყოფილდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნა, ნაწილობრივ ბათილად არ იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულება რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, აღნიშნა, რომ  რამაზ ახვლედიანის მოთხოვნები საფუძვლიანია, თუმცა მათი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის იურიდიული საფუძვლები მოთხოვნებზე ხანდაზნმულობის ვადების არსებობა გახდა. პალატის აზრი, სადავო აქტების გასაჩივრებისთვის მხარეს დრო გააჩნდა 2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, თუმცა რას დაეფუძნა სასამართლოს ასეთი შეფასებები, პალატის მხრიდან პროცესის მონაწილე მხარეებისთვის არ განმარტებულა.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პალატის გადაწყვეტილებას სამართლებრივი დასაბუთების პრეტენზია გააჩნია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სამართლებრივი დასკვნები მას შემდეგ იქნეს საზოგადოებისთვის წარდგენილი, რა დროსაც მოხდება განჩინების გაცნობა. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა მედიასთან გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ პალატა რამაზ ახვლედიანის საქმესთან მიმართებით, ერთსულოვანი არ იყო და ერთ-ერთ მოსამართლე ქალბატონს გააჩნდა განსხვავებული მოსაზრება რამაზ ახვლედიანის სამართლებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მხარისთვის ცნობილია ის გარემოებაც, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, საქმეს განიხილავს მოსამართლე მაია ვაჩაძე.

 მისივე განცხადებით, სასამართლო დათრგუნა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე გავლენის მომხდენი, ხელისუფლებასთან აფილირებული ბიზნესმენის, რამაზ ახვლედიანის პარტნიორ მამუკა ხაზარაძის ფაქტორმა, რომელიც ყველა წინაპირობით დასტურდება, რომ იყენებს ყველა საშუალებას - მედიაშიც, სასამართლოშიც და პროურატურაშიც ლისის ტბის წართმევის საქმეზე სასურველი გადაწყვეტილებებისთვის. სასამართლო სისტემა უნდა დაფიქრდეს, რომ ლისის ტბის წართმევის საქმეზე გამრუდებული სამართლიანობით, საქართველოს სახელმწიფო კიდევ ერთ სარჩელს მიიღებს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. შესაბამისად, რამაზ ახვლედიანის საქმე არის მაგალითი, თუ როგორ რეაგირებს სასამართლო ხელისუფლების სისტემა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნებთან და აქვს თუ არა დაუცველ მოქალაქეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

 არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სააპელაციო პალატამ საქმის განხილვის დროს მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო. შესაბამისად, რამაზ ახვლედიანი კვლავ დაზარალებულად და ქონებაჩამორთმეულად არ უნდა დარჩენილიყო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ რამაზ ახვლედიანი კეთილსინდისიერად ასრულებდა ლისის ტბის განვითარებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ამასთან, არ არსებობს ბიზნესმენის მოთხოვნა მიჩნეულ იქნეს ხანდაზმულად, ვინაიდან რამაზ ახვლედიანმა კანონიერ ინტერესებში აღდგენისთვის, სამართლებრივად ყველა ვარგის საშუალებას მიმართა.

 საქმის მასალებით დადგენილია, რომ პრეზიდენტის განკარგულებით ვალდებულებების შესრულება, თანაბრად შესასრულებელი გახლდათ, როგორც რამაზ ახვლედიანის, ასევე ს.ს. „ლისის ტბის“ მიერ. საქმეში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის საკითხი, რომ რამაზ ახვლედიანს, 2006 წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, არ გააჩნდა არავითარი დარღვევა და ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. ვალდებულებების შეუსრულებლობას არაჯეროვნებისა და არაკეთილსინდისიერების საფუძველზე, არ მიუთითებს პროცესის მონაწილე არც ერთი მხარე და აღნიშნულის თაობაზე, არ არსებობს სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს მიერ რაიმე სახის დოკუმენტური მასალა. შედავება იმის შესახებ, რომ რამაზ ახვლედიანი ვალდებულებებს ვერ ან/და არ ასრულებდა, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ 2006 წლის 04 ნოემბრის რამაზ ახვლედიანის განცხადება, სადაც მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე, მიზეზების გარეშეა საუბარი. პრეზიდენტის სადავო კანკარგულებით დადგენილია, რომ ვალდებულებების შესრულებაზე ან/და ნებისმიერი სახით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ევალებოდა თბილისის მერიას და მცხეთის მუნციპალიტეტის გამგეობას. შესაბამისად, სახელმწიფოს ამ კომპეტენტური ორგანოების მხრიდან რამაზ ახვლედიანის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ არც ერთი დოკუმენტური ჩანაწერი არ გხვდება, რომელიც საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, თავად პრეზიდენტის სადავო გადაწყვეტილების შეწყვეტის ან/და სხვა სახით სანქციებისთვის.

 რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.

 თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე გიორგი ტყავაძემ (თავმჯდომარე), მარიამ ცისკაძემ და ნათია ქუთათელაძემ განიხილეს.


ნახვა: 120


 ახალი ამბები
  • კაცმა, რომელმაც დიღომში ბავშვებს აუზი მოუწყო, სავარაუდოდ თავი მოიკლამამაკაცი, რომელმაც თბილისში, დიდ დიღომში კოპრუსის ეზოში ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  არსებული  ინფორმაციით, დიმიტრი ტატიშვილმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.  როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმიბს. დიმიტრი ტატიშვილს მეუღლე და 4 შვილი დარჩა. წყარო: ... ...
  • საზოგადოებას დავუმტკიცებთ, რომ ინიციატივას უარყოფითი მხარე არ ჰქონდა - კობახიძე"საზოგადოებას დავუმტკიცებთ, რომ ინიციატივას უარყოფითი მხარე არ ჰქონდ", _ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება. “ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი განცხადება საპატრიარქოს მხრიდან. ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია მათი განცხადება იმ აღელვებიდან გამომდინარე, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში დაფიქსირდა. ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. როცა გარკვეული ინიციატივა იღებს უარყოფით დატვირთვას საზოგადოების აღქმაში, ჩვენ საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია აუცილებლად უნდა მივაწოდოთ. სულ მცირე ის უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ ინიციატივას არავითარი უარყოფითი მხარე არ ჰქონდა. აქ არც ერთ შემთხვევაში საუბარი არ იყო ნარკოტიკების წარმოებასა და გავრცელებაზე. ეს არის ჩვენთვის მთავარი და ამ სიმართლეს საზოგადოებას აუცილებლად დავუმტკიცებთ. ამისათვის საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი“, - განაცხადა ... ...
  • გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდასაქართველოს ექსპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ დადო. მისი თქმით, თანამშრომლობაში მოიაზრება ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში, რომელიც საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ცნობისთვის: პრემიერის რანგში გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარეც ... ...
  • "ინიციატივა უკავშირდებოდა სრულიად დაურეგულირებელი სფეროს დარეგულირებას" _ დავითაშვილიკანონპროექტმა,  რომლითაც მარიხუანას კულტივიზაცია მოხდებოდა და მისგან დამზადებული სამედიცინო პრეპარატები ექსპორტზე გავიდოდა, სასულიერო პირებისა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. პროტესტის შედეგად კი ხელისუფლებამ კანონპროექტის განხილვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, კანონპროექტის შესახებ გადაწყვეტილება ფართო დისკუსიის შემდეგ იქნება მიღებული. "საქართველოში როდესაც არსებობს გარკვეული საკითხების მიმართ საზოგადოების მაღალი დაინტერესება, ეს გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს მხოლოდ ფართო მსჯელობის და განხილვის შემდეგ. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს ამასთან დაკავშირებით დისკუსიები, იყოს ფართო განხილვის საგანი, მხოლოდ ამის მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომაც არის ამ ეტაპზე შეჩერებული კანონპროექტი",_განაცხადა დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო კანაფი არ არის ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ხელისუფლების ინიციატივის მიზანი კი სრულიად დაურეგულირებლი სფეროს დარეგულირება იყო. "სამედიცინო კანაფი არ არის ნარკოტიკული საშულება, ამაზე ხშირ შემთხვევაში აღრეულია ხოლმე პოზიციები.  არასოდეს ჩვენს მიერ არ ყოფილა წახალისებული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. ჩვენი ინიციატივა უკავშირდებოდა სრულიად დაურეგულირებელი სფეროს დარეგულირებას, რადგან საკონსტიტუციოსასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სფერო დარჩა დაურეგულირებელი, საჭირო იყო რეგლამენტირება მოხმარების საკმაოდ მკაცრად, ისე, რომ კონკრეტულ სამართალდამცავ სტრუქტურებს მიეცეთ კანონის აღსრულების საშუალება. ეს იყო ჩვენი პოზიცია",_აცხადებს დავითაშვილი. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, სამედიცინო კანაფი მედიცინის სფეროა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ შესწავლილი, თუმცა, ქვეყნისთვის ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია. "სამედიცინო კანაფი  არის მედიცინის სფერო. დარგი, რომელიც დღეს განვითარებადია, ვითარდება, ეს არის ჯერ კიდევ შესასწავლი, ჯერ კიდევ მზარდი ინდუსტრია, რომელიც თავისი განვითარების საბოლოო ეტაპზე არ მისულა.  ამიტომ ბევრ ქვეყანაში ამ  მიმართულებით მიმდინარეობს, როგორც შესწავლა, ისე წარმოება,  განვითარება და ეს არის მზარდი ინდუსტრია მსოფლიოში.  მას ეკონომიკური მნიშვნელობა რა თქმა უნდა გააჩნია, თუმცა, ჩვენთან გადაწყვეტილება მიღებული იქნება ადგილობრივი განხილვების შემდეგ", _ განაცადა ... ...
  • "განათლების კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წყარო სხვადასხვა ფენისთვის"მოსახლეობისთვის სანდო გარემოსდაცვით მონაცემებთან წვდომის უზრუნველყოფა, ანალიტიკური საშუალებებით მონაცემთა დამუშავება და მონიტორინგი, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესის ეფექტიანობის გაზრდა_აღნიშნულ მიზანს ისახავს  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის ახალი პლატფორმა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა რეგიონის ისტორიაში არის პირველი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ერთიან სივრცეში სთავაზობს მარტივად მიიღოს მისთვის სასურველ გარემოსდაცვით სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია. როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პლატფორმა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ქვეყანაში. მან ასევე აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას ეხმიანება. "სამინისტროს მიერ  წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის პრეზენტაცია. ეს არის ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს გარემოსდაცვით ინფორმაციას და ხელმისაწვდომს გახდის ამ ინფორმაციას მოსახლეობისთვის. განათლების კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წყარო სხვადასხვა ფენისთვის. გააუმჯობესებს პოლიტიკას გარემოსდაცვითი კუთხით, იმიტომ რომ ბევრი მონაცემთა ბაზა ერთ ელექტრონულ სისტემაში იქნება მოქცეული. ეს ეხმიანება პირდაპირ ჩვენი პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივებს ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით,  რომ ჩვენ უფრო ეფექტიანები ვიყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენი სამინისტრო უკვე ამზადებს, სისტემას ნერგავს და მნიშვნელოვნად ეს ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ქვეყანაში", _ განაცხადა დავითაშვილმა. როგორც პლატფორმის პრეზენტაციაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელმა ირაკლი ბალანჩივაძემ განაცხადა, პორტალზე ამ დროისთვის 3 თემატიკაა განთავსებული, რასაც განვითარებასთან ერთად სხვადასხვა გარემოსდაცვითი თემები დაემატება. "პორტალზე 3 თემატიკაა განთავსებული. ეს არის კლიმატის ცვლილების თემა, ბიომრავალფეროვნება და გაუდაბნოება. პროექტის განვითარების ფარგლებში აღნიშნულ თემატიკებს სხვა თემატიკები დაემატება და უფრო მრავალფეროვანი გახდება. ამ დროისთვის ინფორმაცია სხვადასხვა სახით არის განთავსებული, სივრცითი და ცხრილური მონაცემები, წინასწარ მომზადებული ანგარიშები სხვადასხვა გრაფიკებითა და ვიზუალიზაციით, ფასიანი ინფორმაცია,  პროექტები და ა.შ.",_განაცხადა ბალანჩივაძემ. ახალი პლატფორმა, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას ერთ სივრცეში აერთიანებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით ... ...

არქივი

ზაფრანი

იურული პერიოდის დინოზავრების კლდე ბოლივიაში

ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს, სალ კლდეზე...

არაჩვეულებრივი გამოგონება

"Lifestraw" არაჩვეულებრივი გამოგონებაა, მან დიდი...

სასიკვდილო საფრთხე ბუნებაში

ადამიანი სულ უფრო და უფრო...

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...