სააპელაციო სასამართლომ თემურ ბასილიას საქმის არსებითი განხილვა 14 სექტებრამდე გადადო

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ თემურ ბასილიას საქმის არსებითი განხილვა 14 სექტებრამდე გადადო

27 ივლ. 2017, 15:03:46

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე არსებით განხილვა კიდევ ერთხელ გადადო. აღნიშნულის საფუძველი საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის, მზია ლომთათიძის ოჯახური საკითხის გამო, სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. სასამართლომ თემურ ბასილიას საქმეზე მორიგი სხდომა 2017 წლის 14 სექტემბერს დანიშნა. როგორც ცნობილია, პალატამ საქმეზე უკვე მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარის შესავალი სიტყვა, 14 სექტემბრის სხდომაზე კი, მოწმეთა ჩვენებების მიცემა იგეგმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. საქმე აღნიშნულ კოლეგიას მას შემდეგ გადაეცა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლომ თემურ ბასილიას ბრალდების გადახედვის თაობაზე განჩინება მიიღო.  

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. გენერალურ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკისაქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული. ცნობისთვის, 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

თემურ ბასილიას კანონიერ ინტერესებს, ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი წარმოადგენს. ამჟამად, თემურ ბასილიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმის გადახედვას არ გააჭიანურებს და უკანონო განაჩენის გადახედვა არ გახანგრძლივდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, საქმეზე სხდომა 2017 წლის 14 სექტემბერს, 14:00 საათზე განახლდება.

ამავე თემაზე:

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის საქმე გადაიხედება

„პოლიტიკურ დევნაზე პასუხისმგებლობა სასამართლოს ეკისრება“ _ თემურ ბასილიას ადვოკატები

საქართველოს პროკურატურა უკანონოდ მსჯავრდებული 4 პირის საქმეს გადასინჯავს

 




 ახალი ამბები
  • არ აქვს არც პოლიტიკური გამბედაობა და არც რესურსი, რომ ჩამოვიდეს- ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებიურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის არავის ეშინია და მას არც პოლიტიკური გამბედაობა და არც საქართველოში ჩამოსვლის  რესურსი აქვს. „ვფიქრობ, სააკაშვილი რეალურად ერევა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში, რაც მას კანონით ეკრძალება და ის უხეშად არღვევს იმ მოთხოვნებს, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ხშირად გამოჩნდება და რაც უფრო ხშირად ისაუბრებს მსგავსი ტიპის პოლიტიკურ სისულელეებზე, მით უფრო ქვემოთ წავა „ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების რეიტინგი. არავის ეშინია მისი. ვიცით, რომ არაერთხელ მოდიოდა. არ აქვს არც იმის პოლიტიკური გამბედაობა და არც იმის რესურსი, რომ ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა საქართველოში, მის მიმართ მართლმსაჯულება განხორციელებულია. ის არის მსჯავრდებული და მისი ადგილი იქნება შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაში“,_ წერია ანრი ოხანაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ... ...
  • ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურში _ საგამოცდო შედეგების გამოქვეყნება დაიწყოსაგამოცდო ცენტრმა 2020 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. დღეისთვის უკვე ცნობილია ბიოლოგიის, ხელოვნების, მათემატიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების შედეგები. როგორც "გურია ნიუსს" ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან აცნობეს, ბიოლოგიაში, სადაც მაქსიმალური ქულა იყო 70, 63 ქულა მიიღო #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ინა მეფარიშვილმა; მათემატიკაში მაქსიმალური 59-დან ქულიდან, 49 ქულა დააგროვა შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლე ნანა სიხარულიძემ; პირველსკოლელებმა: ქრისტინა გუდავაძემ _ 41, მარიამ მდინარაძემ _ 40, ნოდარ კუტუბიძემ _ 30, ლუკა კოტრიკაძემ კი 30 ქულა მიიღეს. პ.ს. გაცნობებთ, რომ გამოქვეყნებული ქულები არ არის საბოლოო, მას შეიძლება დაემატოს სკოლებიდან მიღებული ... ...
  • ფოთში, მდინარე რიონში, 19 წლის გოგოს საძიებო სამუშაოები ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობსშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 24 საათიან რეჟიმში ეძებს ახალგაზრდა გოგოს ფოთში, მდინარე რიონში. აღნიშული უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი, 1 ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართულია სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხდება ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით. შეგახსნებეთ, სუიციდის ფაქტი 3 აგვისტოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • ირინა ქავჟარაძის რეკორდი_ 70-იდან 70 ქულა ქართულშიოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ირინა ქავჟარაძემ ეროვნულ გამოცდებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შედეგი - 70-დან 70 ქულა მიიღო. _ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 6 ივლისს მქონდა გამოცდა. მესამე ვარიანტი ვწერე. ანალიზის თემა იყო მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, ხოლო ესსეს თეზისი იყო: „დღევანდელი ახალგაზრდების აზრით, ყველა ადამიანი თავისთავად გამორჩეულია და არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა, რომ განსხვავებულად გამოიყურებოდე“. 70-დან 70 ქულა მივიღე. მგონი, გურიაში პირველი ვარ, რადგან დღეს შედეგები გამოცხადა და ასეთი ქულა არავის აქვს, რაც მე მოვისმინე, - თქვა ჩვენთან საუბარში ირინამ. „გურია ნიუსი“ კვლავ მრავალ წარმატებებს უსურვებს ირინა ქავჟარაძეს, რომელიც გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდაა და არაერთხელ იყო ჩვენი ახალგაზრდული გაზეთის ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური რესურსითა და შპს ფუდ ალიანსთან თანამშრომლობით ნატახტარში 10,197 კვ.მ მიწის ფართობზე გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა.  კომპანია მრავალი სახეობის პურს აწარმოებს, მათ შორის ბაგეტებს, კრუასანებს და სხვა. პროდუქტი არის თითქმის მზა მდგომარეობაში და მხოლოდ ღუმელში გამოცხობას საჭიროებს. შპს ფუდ ალიანსის  პროექტის მთლიანი ღირებულება 10 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 6.7 მლნ ლარს შეადგენს.  საწარმოს მშენებლობა 2019 წლის მეორე ნახევარში დაიწყო და ერთ წელიწადში დასრულდა. შპს ფუდ ალიანსის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია ჰიპერმარკეტებში (სპარი და კარფური) კომპანია “ფუდ ალიანსი” პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად ორი მიმართულებით გეგმავს. ესაა სასტუმროები და საცალო მარკეტები. კომპანია ორიენტირებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები სრულად, უფრო მცირე ზომის სასტუმროები კი 50%-ით აითვისოს. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთმა, ადგილობრივმა წარმოების კომპანიამ დაიწყო ოპერირება.  კომპანია მაღალი ხარისხის პურსა და  გაყინულ საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პროდუქტი აბსოლუტურად ჯანსაღია. თანაც მის საბოლოო მომზადებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ჩვენ პარტნიორთან ერთად მოუთმენლად ველოდით როდის გამოჩნდებოდა პროდუქცია დახლებზე და  ის უკვე წარმოდგენილია ჰიპერმარკეტების ქსელში.   დარწმუნებული ვართ კომპანია დასახული გეგმების წარმატებით განხორციელებას შეძლებს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ,  საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.  (R)       ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...