სახალხო დამცველმა მ. მუმლაძის საქმეზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს რეკომენდაციით მიმართა


სამართალი

სახალხო დამცველმა მ. მუმლაძის საქმეზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს რეკომენდაციით მიმართა

14 თებ. 2020, 12:02:50

2020 წლის 06 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, მანუჩარ მუმლაძის საქმეზე რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მანუჩარ მუმლაძის როტაციის შესახებ გადაწყვეტილება არღვევს ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, არ არის არგუმენტირებული და მოკლებულია გონივრულ დასაბუთებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი სასაზღვრო პოლიციის უფროსს, თემურ კეკელიძეს, ურჩევს, ბათილად ცნოს მ. მუმლაძის როტაციის შესახებ ბრძანება და ის აღადგინოს როტაციამდელ სამუშაო ადგილზე. ამის შესახებ ინფორმაციას GDI ავრცელებს.

„სახალხო დამცველი რეკომენდაციაში მიუთითებს სასაზღვრო პოლიციის მხრიდან ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევაზე, მ. მუმლაძის როტაციის საფუძვლების არ არსებობასა და სადავო ბრძანების გაუქმების აუცილებლობაზე. სახალხო დამცველის განმარტებით სადავო ბრძანება ლახავს მ. მუმლაძის შრომის, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციით დაცულ უფლებებს.

მანუჩარ მუმლაძე, რომელიც არის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი და სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის ძმა, სასაზღვრო პოლიციის უფროსის, 2019 წლის 01 აგვისტოს ბრძანებით, როტაციის ფორმალური საფუძვლით, მის ძირითად საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს 500 კილომეტრით დააშორეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით განხორციელდა მ. მუმლაძის არა მხოლოდ ტერიტორიული, არამედ თანამდებობრივი როტაციაც და შედეგად ის დააქვეითეს. საყურადღებოა, რომ მ. მუმლაძემ აღნიშნულის შესახებ მხოლოდ ბრძანების გამოცემის შემდგომ შეიტყო.

2019 წლის 20 აგვისტოს მ. მუმლაძის როტაციის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და მისი როტაციამდელ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ. ბრძანების ბათილად ცნობას მისი უკანონობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვითხოვთ. მიგვაჩნია, რომ სასაზღვრო პოლიციის დისკრეცია მოახდინოს თანამშრომლების როტაცია, არის ფართო თუმცა ზღვარდადებული თანამშრომლების კერძო ინტერესებითა და უფლებებით. მ. მუმლაძის შემთხვევაში, კი არ არსებობს რაიმე გონივრული დასაბუთება, რაც საჯარო ინტერესის სასიკეთოდ, მ. მუმლაძის ინტერესებისა და  უფლებების შეზღუდვას და მათ გაუარესებას გაამართლებდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება არის თვითნებური და შესაძლოა რეალურად ემსახურებოდეს სხვა მიზნებს. მათ შორის არ გამოირიცხება, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს მ. მუმლაძის დასჯა მისი ძმის, გიორგი მუმლაძის, სამოქალაქო აქტიურობისა და ხელისუფლების კრიტიკის გამო.

ძირითად სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრძანების აშკარად უკანონო მოტივის გამო, ვთხოვდით გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა სადავო ბრძანების მოქმედება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, დავით წერეთელმა არ გაითვალისწინა. თუმცა, საყურადღებოა, რომ 2019 წლის ნოემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, შოთა გეწაძემ, გააუქმა პირველი ინსტანციის განჩინება და შეაჩერა მ. მუმლაძის მიმართ გამოცემული როტაციის შესახებ სადავო ბრძანების მოქმედება. მოსამართლემ, მიუთითა, რომ აშკარა იყო სადავო ბრძანების უკანონობა და ის მნიშვნელოვნ ზიანს აყენებდა მ. მუმლაძის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს“,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მ. მუმლაძის ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს.

საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართება 2020 წლის 05 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში.




 ახალი ამბები
  • ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავსდღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში იწყებს. ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე ... ...
  • დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელისინოპტიკოსები დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლს პროგნოზირებენ. ქუთაისში დღისით +3 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდები ასევე ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები იქ +3 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე თოვაა ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლია მოსალოდნელი ზუგდიდშიც. ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 იქნება. თოვს სოხუმშიც, ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში თოვს. დღისით ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლი და 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც 0 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში -3 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა იქ -12 გრადუსამდე დაიწევს. ასევე თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც -3 გრადუსი და მცირე ნალექია იქნება. ღამის განმავლობაში -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, -4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -16 გრადუსი იქნება. გორში თოვლი და +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში თოვლი და -6 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსი იქნება. თოვს ომალოშიც, ჰაერის ტემპერატურა დღისით -7 გრადუსი იქნება, ღამე კი -12 გრადუსამდე დაიწევს. ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 0 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავშიც. აქ დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი. მცირედ მოღრუბლული დღეა ნავარაუდები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლწყაპია მოსალოდნელი თბილისში. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი ... ...
  • ნათლისღების განთიადს ოზურგეთი თოვლით შეხვდადღეს, დილაადრიან, ოზურგეთში თოვლის მცირე საფარი იდო. თუმცა, დილის ცხრა საათის შემდეგ თოვა მატულობს. ოზურგეთის ქუჩებში ტრანსპორტი ნორმალურად მოძრაობს. „გურია ნიუსი“ მთიანი სოფლების გამგებლებს დაუკავშირდა. ყველაზე ადრიანად სოფელ მთისპირის წარმომადგენელი გამოგვეხმაურა._ ჩვენთან შეუჩერებლად თოვს. თოვლის საფარი ამ წუთებში დიდი არ არის. თუმცა, ასე თუ გაგრძელდა თოვა, რა თქმა უნდა, მოიმატებს. მე ახლა გავდივარ სოფელში, შემოვლაზე, _ გვითხრა მაია ... ...
  • ბაკურიანში დიდი თოვლი მოვიდაკურორტ ბაკურიანში დღეს დიდი თოვლი მოვიდა _ კადრებს სოციალური ქსელის მომხმარებელი ივა სირაძე ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი _ 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება; 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • გაბუნია ვაქცინაციაზე: ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი არის მოზრდილი მოსახლეობის 60%ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ვაქცინაციაზე საუბრისას ამბობს, რომ იმუნურობის საჭირო დონის მისაღწევად, ზრდასრულების 60%-ის აცრაა საჭირო. "სამიზნე მაჩვენებელი - ეს არის საორიენტაციო, თუმცა ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი, რასაც ჩვენ გვინდა, რომ მივაღწიოთ ქვეყნის კორონავირუსული ინფექციისაგან დასაცავად - არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც იქნება იმუნურობის დონის გარანტია, რომ მოვახერხოთ ეკონომიკის სტაბილური და უსაფრთხო გახსნა გრძელვადიან პერსპექტივაში. პირველი ჯგუფი არიას ჯანდაცვის პროფესიონალები, შემდეგ ამას მოჰყვება ასაკობრივი პაციენტები და მაღლი რისკის სხვა ჯგუფები", - ამბობს გაბუნია. ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ ტექნიკური სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. "ვაქცინის დანერგვის გეგმის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა პარასკევს დასრულდა. მასში 82 სპეციალისტი იყო ჩართული. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს უკვე გეგმის ვერსიას, რაც მთავრობის ადმინისტრაციაში დასამტკიცებლად გამოიგზავნება. ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე ეს დასრულდება. გეგმაში განსაზღვრულია სამი ეტაპი, რის მიხედვითაც მაღალი რისკის ჯგუფებიდან მოხდება ვაქცინაცია, მოსახლეობის იმ ჯგუფებამდე, რომელსაც რისკი მაღალი არ აქვს, თუმცა იმუნიტეტის განვითარებისთვის მათი მოცვა მნიშვნელოვანია". ამავე ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....