სახელმწიფო ინსპექტორმა ბავშვის ინტერესების დამრღვევი ადვოკატი სამართალდამრღვევად ცნო

სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორმა ბავშვის ინტერესების დამრღვევი ადვოკატი სამართალდამრღვევად ცნო

9 ივლ. 2020, 17:33:15

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრუწლოვანის და მისი ოჯახის შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამავრცელებელი ადვოკატი ლ. კ. სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით - 500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, 2020 წლის 26 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა: „პროფილის“ ეთერით ნაჩვენები იქნა კვიპროსის რესპუბლიკიდან ჩეხეთის მოქალაქე არასრულწლოვანის საქართველოში გადადაგილების ისტორია, რაც ინიცირებული იქნა არასრულწლოვანი დედის მონაწილეობით და საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ფაქტი ბავშვის ე.წ. „გატაცებისა“ და „უცნობი“ ადგილსამყოფელის თაობაზე. გადაცემის სოციალურ ქსელში განთავსების შემდგომ არასრულწლოვანის დედამ და მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა არაერთი შეტყობინება გამოაქვეყნეს გვერდზე, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ „დაკარგული“ არასრულწლოვანის „მოძებნას“ და ამ პროცესში აქტიურ დახმარებაზე. როგორც არასრულწლოვანის დედამ, ასევე მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა გადაცემის გვერდზე გამოაქვეყნეს ა. არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ბ. მამის ფოტო-მასალა დედასთან - ბავშვის ბებიასთან ერთად, გ. მამის შესახებ გამოაქვეყნეს მცდარი განცხადებები, რომ ის არის ძებნილი პირი, დამნაშავე, ყოფილი მეუღლე და სხვა. გამოქვეყნებული ფოტოები გააზიარეს Facebook-ის მომხმარებლებმა, რომლებიც ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ ბავშვის, მამის და ბებიის თავშეყრის ადგილებში შემჩნევის შემთხვევაში, მიღებულყო გადამჭრელი ზომები.

ორგანიზაცია ცალსახად განმარტავს, რომ არასრუწლოვანი დედის წარმომადგენელმა - ადვოკატმა, მხარის მოთხოვნის მიუხედავად, პირადი Facebook-ის გვერდიდან არ წაშალა 2020 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ხოლო 2020 წლის 22 მარტს გამოაქვეყნა დედა-შვილის ფოტო და გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია, რომ მამამ დედას შვილი „წაართვა“ და „დამნაშავე“ საქართველოს „აფარებს“ თავს. ასევე, ადვოკატმა 2020 წლის 26 მარტს, გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ, ასევე პირადი Facebook-ის გვერდზე, გადაცემის გაზიარებასთან ერთად, გამოაქვეყნა შემდეგი სახის ინფირმაცია, რომ „ბავშვი გადამალა მამამ“. მსგავსი შინაარსის შეტყობინებები, აგრეთვე მრავლადაა გადაცემა: „პროფილის“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, რომლის მტკიცებულებებიც წარედგინა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს.

ორგანიზაციის სამართლებრივი დასაბუთებით, ადგილი ჰქონდა თანხმობის გარეშე, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემის დამუშავებას, გავრცელებას, რომელიც წარმოდგენილია არასრულწლოვანის, თავისი მამისა და ოჯახის კიდევ ერთი წევრის - არასრულწლოვანის ბებიის ფოტო-მასალის გავრცელებასთან. ამასთან, ადგილი ჰქონდა დასახელებულ პირთა მიმართ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას - არასრულწლოვანის გატაცებაზე, მამის სისხლის სამართლის დამნაშავედ მიჩნევისა და მასზე ძებნის მიმდინარეობის თაობაზე, რაც აშკარად ლახავს მხარის პირად არაქონებრივ ინტერესებს, ლახავს მამის ღირსებას და არ ემსახურებოდა არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, რომლის მიმართაც არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი. ადგილი ჰქონდა

არასრულწლოვანის დედის მიზანმიმართულ ქმედებათა ჯაჭვს, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებდა მისი წარმომადგენელი ადვოკატი, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს არასრულწლოვანის, მისი მამისა და ბებიის ფოტომასალის გავრცელებას სოციალური მედიის - Facebook-ის მეშვეობით. სამწუხაროდ, ადვოკატი არღვევდა სასამართლოს მითითებას და დახურული სხდომის მიუხედავად, სადაც საქმეთა მასალებით არ დასტურდება მამის ძებნის, არასრულწლოვანის დაკარგვის ან ადგილსამყოფელის მიუგნებლობის ფაქტი, ამავე საშუალებებით ავრცელებდა საწინააღმდეგო მოსაზრებებს.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით აღნიშნულია, რომ 2020 წლის 21 აპრილის წერილით, ადვოკატს ეთხოვა მომჩივანი მხარის განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენა არაუგვიანეს 28 აპრილისა. შემდგომში, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ადვოკატს გაუხნგრძლივდა მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის ვადები და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის დოკუმენტიის წარდგენა დაევალა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადვოკატმა საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან (2020 წლის 23 მაისიდან) გონივრული ვადის გასვლის მიუხედავად, სამსახურისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია. 2020 წლის 4 და 18 ივნისს, ადვოკატს წარმოსადგენილი ინფორმაციის შესახებ ხელმეორედ ეთხოვა. ასევე, ეთხოვა დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის მიზეზების განმარტება. სამსახურმა დაადგინდა, რომ ადვოკატს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოთხოვნის წერილები. 2020 წლის 30 ივნისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით, ადვოკატი დაბარებულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. ამავე წერილით მას კიდევ ერთხელ ეთხოვა შეხვედრაზე შესაბამისი ინფორმაციის (მათ შორის დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის თაობაზე განმარტების) წარმოდგენა. 2020 წლის 2 ივლისს, ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია მიუწოდებია.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილების მიხედვით, ადვოკატი გამიზნულად თავს არიდებდა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენას, რამაც გააჭიანურა განცხადების განხილვის პროცესი და აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა, მოცემულ დრომდე, ვერ შეძლო შეესწავლა მონაცემთა სუბიექტების მონაცემების დამუშავების კანონიერება. ადვოკატი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მას შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, მსჯელობს ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის კვიპროსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების ან საქართველოში საცხოვრებლად დატოვების საქმეზე. დასახელებულ საქმეზე სამართალდამრღვევი ადვოკატი სწორედ დედის - ოლივია ანტონის ინტერესებს წარმოადგენს, რომელმაც, ამავე პალატამ, 2020 წლის 5 ივნისს, ბავშვის საქართველოდან გადაადგილება (გაყვანა) აუკრძალა.

2020 წლის 30 მარტს, ადვოკატის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულების პროცესში სავარაუდო დარღვევების შესახებ, წერილობით ეცნობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. ასოციაციის თავმჯდომარის 2020 წლის 29 აპრილის წერილით, განმცხადებელს ეცნობა, რომ „დასაფასებელია ის სულისკვეთება, რასაც ადვოკატის პროფესიის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნვა ჰქვია“. ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ სურვილი გამოთქვა ასოციაციის მოდავე წევრებვს შორის მომრიგებლად (მედოატორად) გამოსულიყო, თუმცა განმცხადებელმა დამატებითი წერილით ასოციაციას აცნობა, რომ საკითხი შეეხებოდა არა კოლეგებს შორის დავას, არამედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ქმედებებს და განმცხადებელი ვალდებული იყო პროფესიული მოვალეობების განხორციელების პროცესში დარღვევებზე, ოფიციალურად ეცნობებია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის.   




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...