"საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლის დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გასცა"

სამართალი

"საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლის დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გასცა"

12 მარ. 2018, 17:37:21

საკონსტიტუციო სასამართლომ, IDFI-ის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევით, უარი უთხრა საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე.

მოთხოვნა ეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ 2015 წლის 6 სექტემბერს დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების საქმეზე მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნის ასლის გადაცემას და ინფორმაციას იმის შესახებ, არსებობდა თუ არა მოსამართლეების მიმართ მიმდინარე დისციპლინური საქმეები, რომლებზეც ჯერ საბოლოო შედეგი არ დამდგარა, _ ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებათა ცემტრი ავრცელებს.

"2017 წლის 31 ივლისს, IDFI-მ საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიმართა. კერძოდ, IDFI-მ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ 2015 წლის 6 სექტემბერს დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების საქმეზე მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნის ასლის გადაცემა მოითხოვა. 2017 წლის 25 სექტემბერს, ჩვენმა ორგანიზაციამ, ასევე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა მოსამართლეების მიმართ მიმდინარე დისციპლინური საქმეები, რომლებზეც ჯერ საბოლოო შედეგი არ დამდგარა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევით, 2017 წლის 10 ნოემბერს IDFI-ის უარი უთხრა საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დისციპლინურ საქმეზე მიღებული დასკვნის გაცემა გამოიწვევდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პოზიციების გამჟღავნებას, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომელთან კავშირშიც დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, დაირღვეოდა თათბირის საიდუმლოება. გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა, რომ IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ეთიკისა და დისციპლინური საქმეთა კომისიის დასკვნა დახურულ სხდომაზე განსახილველ საკითხს წარმოადგენს. ხოლო სხდომის დახურვა აზრს დაკარგავს, თუ განხილული ინფორმაცია და დასკვნაში ასახული მოტივაცია ყველასთვის გახდება საჯარო. აღსანიშნავია, რომ სასამართლო მანამდე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2016 წლის 14 დეკემბერს ჩატარებულ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთმა წევრმა მხარი არ დაუჭირა მოსამართლე მერაბ ტურავას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.  

რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის მიერ 2017 წლის 25 სექტემბერს გაგზავნილ წერილს, მიმდინარე დისციპლინურ საქმეებთან დაკავშირებით, სასამართლომ იგი უპასუხოდ დატოვა. 

მიგვაჩნია, რომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საჯაროობის პრინციპი. ვიზიარებთ იმ გარემოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის საიდუმლო, მოსამართლის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულად ხელმიუწვდომლობის საზოგადოებისთვის. ამ მიზნებისათვის, მთავარია, ცნობილი არ გახდეს მოსამართლის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია, თათბირის არსი. 

მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი იმ საფუძვლით, რომ, მოსამართლე მერაბ ტურავას დისციპლინურ საქმეზე, ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნის მოწოდების შემთხვევაში, გამჟღავნდებოდა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეთა თათბირის საიდუმლოებები. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ IDFI-ისთვის გამოგზავნილ წერილში დასაბუთებული არ ყოფილა კავშირი ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნასა და გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შორის. გარდა ამისა, აუცილებელია დაცული იქნეს ბალანსი სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროობასა და მოსამართლეთა პოზიციის საიდუმლოების დაცვას შორის. შესაბამისად, მაშინაც კი, თუ იარსებებდა რეალური კავშირი ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის დასკვნასა და კონსტიტუციურ სარჩელზე მოსამართლეთა მიერ გამოთქმულ პოზიციებს შორის, ზემოაღნიშნულ დისბალანსს აღმოფხვრიდა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის შესაბამისი ნაწილების დაშტრიხული სახით გადაცემა.

 ამ კუთხით ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ განსახილველი სხდომის დახურვის შესაძლებლობა მოცემულია საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტში [1], რომელიც არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, არ აქვს კანონის ძალა. თვითონ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ დაადგინა სტანდარტი, რომლის თანახმადაც, საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით. აღნიშნული ფორმალური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, მაშინ როდესაც (1) საკითხი უშუალოდ მოწესრიგებულია კანონით; ან (2) კანონმდებელმა კანონით მოახდინა საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება სხვა კომპეტენტურ ორგანოზე“[2]. განსახილველ შემთხვევაში კანონმდებლის მხრიდან არცერთ ნორმატიულ აქტში არ არის მოცემული, რომ ეთიკის და დისციპლინური კომისიის დასკვნა არის გასაიდუმლოებული, შესაბამისად, საეჭვოა ფორმალური თვალსაზრისით საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის ნორმა, რამდენად აკმაყოფილებს საჯარო ინფორმაციის წვდომაზე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის საფუძვლებს.

 რაც შეეხება მიმდინარე დისციპლინურ სამართალწარმოებებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ ინფორმაციის არმოწოდებას, როგორც ჩვენი ორგანიზაციისთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე თვის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიმართა ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის მოთხოვნით. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული წარმოება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის წინააღმდეგ და შეეხება მათ მიერ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე გამოთქმული განსხვავებული აზრის მწვავე შინაარსს. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს ამ დრომდე არ მოუწოდებია მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, ჩვენთვის უცნობია, რა სტადიაზეა აღნიშნული საკითხის განხილვა. სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.

 ეჭვგარეშეა, რომ მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მექანიზმი მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის მიღწევას ემსახურება. ამასთან, დისციპლინური წარმოების წესები და პრაქტიკა არ უნდა იძლეოდეს მისი ბოროტად გამოყენების და ამგვარად კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას.

 განუსაზღვრელი ან არაგონივრულად ხანგრძლივი ვადით მოსამართლის წინააღმდეგ არსებული დისციპლინური სამართალწარმოება და, შესაბამისად, შესაძლო მძიმე დისციპლინური სანქციის მოლოდინი, საფრთხეს უქმნის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. მითუმეტეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესთან მიმართებით კანონმდებლობა დისციპლინური სანქციის სახით მხოლოდ უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკა და კანონმდებლობა ემყარებოდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცედურებს. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ რეკომენდაციით:

 - მიმდინარე და დასრულებულ დისციპლინურ საქმეებთან დაკავშირებით სრულყოფილად გაასაჯაროვოს ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, საჯაროობის ინტერესის პროპორციული შეზღუდვით. 

- დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები. 

- საქართველოს პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყონ მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობის და შიდა აქტების დახვეწა იმდაგვარად, რომ გამოირიცხოს დისციპლინური სამართალწარმოების ბოროტად გამოყენების საფრთხეები. თავის მხრივ, IDFI გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს კანონმდებლობის დახვეწის პროცესში და ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე წარმოადგენს საკუთარ ინიციატივებს", _ ნათქვამია IDFI-ის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...