სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის" დირექტორი დააკავეს


სამართალი

სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის" დირექტორი დააკავეს

23 მაი. 2017, 16:17:45

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე,  პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე, დააკავა სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტი"-ს დირექტორი ფ.ჯ. დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით, _ აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე მდებარე სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის" დირექტორმა ფ.ჯ-მ, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ფ.ჯ-მ მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პაციენტების მიზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „ლანცეტში" თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ  ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები.

2016 წლის 12 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებმა - გ.ჩ-მ და  კ.კ-მ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით მიაკითხეს დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ფ.ჯ-მ და მისი დავალებით კლინიკის თანამშრომლებმა, ნდობის მოპოვების მიზნით განუცხადეს, რომ თითქოსდა კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყო ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია.

კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდაც 2016 წლის 28 თებერვალს შპს „ლანცეტის" თანადამფუძნებელი და დირექტორი ფ.ჯ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ.კ-ს კუთვნილ ფულად თანხას 99204 ლარის ოდენობით, ხოლო გ.ჩ-ს შემთხვევაში, 2016 წლის 07 მარტს ბრალდებულის დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.

 ოპერაციის ჩატარებამდე, შპს ,,ლანცეტის" დირექტორი ფ.ჯ. ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის  მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა  ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული.

აღნიშნული მოთხოვნების უგულებელყოფით 2016 წლის 03 მარტს მოქალაქეებს კ.კ-ს, ხოლო იმავე წლის 08 მარტს, გ.ჩ-ს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია, რომელიც საფრთხეს უქმნიდა პაციენტთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ.კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ.ჩ. 2016 წლის 15 მარტს.

შპს ,,ლანცეტის" დირექტორის ფ.ჯ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. საქმეზე გრძელდება გამოძიება ამ დანაშაულში ჩართული კლინიკის სხვა თანამშრომლების მიმართ", _ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 




 ახალი ამბები
  • ელისაშვილი: ოპოზიციასთან კინკლაობა დავასრულეთ, მზად ვართ, შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“  მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე, _ ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. ელისაშვლის თქმით, მათ დაასრულეს ოპოზიციასთან კინკლაობა. "ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის „მოქალაქეების“ სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა, არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ, რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში. ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო „ქართულ ოცნებას“ - ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს, ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს, ასევე საჯაროდ და ოფიციალურად“, - წერს ... ...
  • იმუნიტეტის გაძლიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგდღეს ვაქცინა არის პასუხი COVID-19-ის პანდემიით შექმნილ გამოწვევებზე, რომლებმაც უარყოფითი ზემოქმედება მოახდინეს სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე მთელ მსოფლიოში. ვაქცინაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს. ის, რომ ჩვენ ისეთი დაავადებების შესახებ, როგორიცაა ყვავილი, ისტორიის წიგნებიდან და არა ახალი ამბებიდან ვიგებთ, სწორედ ვაქცინების დამსახურებაა, რომლებმაც ეს დაავადებები სრულად აღმოფხვრეს. თუმცა, პანდემიის დაწყებისთანავე გაჩნდა დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები ვაქცინების შესახებ. „ვაქცინაციის შიში" უკვე დიდი ხანია არსებობს საინფორმაციო სივრცეში, რომელსაც წარმატებით იყენებენ სხვადასხვა წარმომავლობის დეზინფორმაციის გამავრცელებლები. 2018 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამერიკულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, 2014 - 2017 წლებში Twitter-ზე ვაქცინების შესახებ გამოქვეყნებული  შეტყობინებების 93 პროცენტზე მეტი ბოროტი განზრახვის მქონე ანგარიშებზე მოდის. აღნიშნული ანგარიშებიდან, რომელთაგან ზოგიერთი  სანქტ-პეტერბურგში, რუსეთში მდებარე  ავადცნობილ "ტროლების ფაბრიკას" უკავშირდებოდა, Twitter-ზე გავრცელდა როგორც ვაქცინაციის მხარდამჭერი, ასვე საწინააღმდეგო განცხადებები საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ეჭვის გაჩენის და ვაქცინაციის მიმართ ნდობის შერყევის მიზნით. გლობალურმა პანდემიამ, რომელსაც თან ახლდა ის, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "ინფოდემია" უწოდა, ხელი შეუწყო ვაქცინაციის საწინააღმდეგო  დეზინფორმაციის გავრცელებას. მართლაც, ვაქცინები და ზოგადად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, ყველა სახის დეზინფორმაციისათვის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს. ეს არის კომპლექსური თემები, რომლებიც გვიბიძგებს ინფორმაციის მოძიებისკენ (განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ახალი კორონავირუსის შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი), და ამავე დროს, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ემოციები, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, შიში, შფოთი და მღელვარება.  კვლევებმა აჩვენა, რომ „სიახლისა" და ემოციების ნაზავი ხელს უწყობს სიცრუის სიმართლეზე 6-ჯერ უფრო სწრაფად ... ...
  • „ჯერჯერობით , შუქიც გვაქვს, გზაც და წყალიც“: შეტყობინება გურიის მთიანი სოფლებიდანოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთიან სოფლებში, როგორც გვატყობინებენ, ახლაც თოვს, თუმცა, ჯერჯერობით, თოვლის საფარი არაა მაღალი და რაიმე დაბრკოლება  არცერთი მიმართულებით არ შექმნილა. _ ჯერჯერობით,  შუქიც გვაქვს,  გზაც და წყალიც. ამ წუთებშიც თოვს, სამსახურში ვარ დილიდან, _ გვითხრა  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგნელმა მთისპირში, მაია ჩავლეშვილმა. ასევე, საიმედო პასუხი გაგვცა სოფელ სილაურიდან, მერის წარმომადგენელმა, გოგიტა  ჯანხოთელმა: _ არაა დიდი თოვლი. წინა დღით რომ იყო, იმაზე მეტი კი არის, თუმცა,  ამას რაიმე გართულება არ გამოუწვევია. კარგად ვართ, _ გვითხრა ... ...
  • დღეს ევროსასამართლო საქართველოსა და რუსეთს შორის მეორე შიდასახელმწიფოებრივ საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებსდღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა  გამოიტანს გადაწყვეტილებას საქართველოსა და რუსეთს შორის მეორე შიდასახელმწიფოებრივ საქმეზე. ამ საქმეზე, საქართველომ ევროპულ სასამართლოში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელებულმა ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ გამოიწვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი მუხლების დარღვევა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში.  ნანა მჭედლიძის, „უფლებები საქართველოს“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტის განცხადებით, „საქართველომ მიუთითა, რომ რუსეთის ფედერაციამ სამოქალაქო მოსახლეობის და მათი ქონების წინააღმდეგ გამოიყენა განურჩეველი და არაპროპორციული ძალა. რუსეთის ფედერაცია მოქმედებდა რუსეთის ჯარის და მის დაქვემდებარებაში არსებული სეპარატისტული ძალების მეშვეობით. შედეგად, ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ დაარღვია კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლი (არასათანადო მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლი (თავისუფლების უფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 მუხლი (უფლება სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებაზე), კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა) და მე-2 მუხლი (განათლების უფლება), კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება)“.   ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ (ამჟამად „უფლებები საქართველო“) რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოგროვებაში ომის დასრულებისთანავე - 2008 წლის 13 აგვისტოდან ჩაერთო. ორგანიზაციის იურისტების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, არაერთი დაზარალებული გამოიკითხა და შეგროვდა მტკიცებულებები, რომლებიც მიეწოდა სახელმწიფოს რუსეთის წინააღმეგ წარსადგენ საქმეზე ... ...
  • თოვლი უკანავაშისოფელი უკანავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის თემში შედის. ეს სოფელი ერთ-ერთი მაღალმთიანი ოზურგეთში. ეს ფოტოები "გურია ნიუსის" მეგობარმა და უკანავას მცხოვრებმა თამუნა შავაძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....