„სასამართლო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საქმეებს დაჩქარებულად არ განიხილავს“_ ფირცხალაიშვილი

სამართალი

„სასამართლო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საქმეებს დაჩქარებულად არ განიხილავს“_ ფირცხალაიშვილი

2018 მაი 23 16:29:54

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე სასამართლოებში არსებულ პრობლემაზე განცახდებას აკეთებს.

როგორც ორგანიზაციის იურისტი, მარიამ ფირცხალაიშვილი აცხადებს, პირველი ინსტანციის სასამართლოებში დროულად არ ხდება პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის საქმეების განხილვა. ხშირ შემთხვევაში, გაჭიანურებული სამართალწარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები აღუსრულებელი რჩება, ვინაიდან დგება მხარდაჭერის მიღების საჭიროების მქონე პირების გარდაცვალების ფაქტები. შესაბამისად, პრობლემის დაძლევის შესაძლებლობას წარმოადგენს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება. შესწავლილი სტატისტიკის თანახმად, რომელიც ეყრდნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის მაისის თვის მონაცემებს, ამჟამად წარმოებაშია 332 საქმე.

ფირცხალაიშვილის განმარტებით, 2014 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ფსიქიკური/გონებრივი დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. აღნიშნული ამავდროულად განპირობებული იყო არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებიდან ამოღებულ იქნა დისკრიმინაციული ტერმინები: „სულით ავადმყოფობა“ და „ჭკუასუსტობა“. 2015 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, დამკვიდრდა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ცნება, რომელიც „მხარდაჭერის მიმღები პირის“ ცნების იდენტურია. აღნიშნული ცვლილებები დადებითად აისახა კანონმდებლობის დახვეწის პროცესზე.

2015 წლის 1 აპრილიდან ფიქსირდება სასამართლოს მიმართვიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე. 2015 წელს აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში დარეგისტრირდა 242 განცხადება, რომელთაგანაც განხილულ და დაკმაყოფილებულ იქნა 19. 2016 წელს განცხადებების რაოდენობა შეადგენდა 442-ს, რომელთაგანაც განხილულ და დაკმაყოფილებულ იქნა 57. 2017 წელს მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე, განცხადებების რაოდენობა შეადგენდა 497-ს, რომელთაგანაც სასამართლომ განიხილა 364, მათგან 361 განცხადება დაკმაყოფილდა. 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით, სასამართლოში შესულია 223 განცხადება. დღევანდელი მდგომარეობით, განხილულია 124 საქმე და იმავდროულად დაკმაყოფილდა თითოეული მათგანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული სფეროებისა, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი, იგივე მხარდაჭერის მიმღები, წარმოადგენს პირს, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებათა ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ამავდროულად, პირი უნდა იყოს სრულწლოვანი და აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად უნდა ართულებდეს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას, ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას კონკრეტულ სფეროებში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი. ამავდროულად, პირის მხარდამჭერად დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი პიროვნული თვისებები, მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების უნარი და ურთიერთდამოკიდებულება მხარდამჭერსა და მხარდაჭერის მიმღებს შორის.

როგორც ფირცხალაიშვილი ამბობს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ აქტიურად აგრძელებს პრობლემურ საკითხზე სასამართლოსთან ინსტიტუციურ დიალოგს და ორგანიზაციის საქმისწარმოების პრაქტიკიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...