სასამართლომ ეკონომიკის სამინისტროს ბლადაძის მინისტრთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა

სამართალი

სასამართლომ ეკონომიკის სამინისტროს ბლადაძის მინისტრთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა

2018 მაი 5 20:54:26

 უზენაეს სასამართლოში მოქალაქე როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის განხილვაზე შეთანხმება ვერც გუშინ გამართულ სხდომაზე  ვერ მოხდა.

სასამართლომ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს როლანდ ბლადაძის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა და გაიზიარა მხარის პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირთან - მინისტრთან არ ხდებოდეს სასამართლოს საქმისადმი დამოკიდებულებებისა და როლანდ ბლადაძის მოთხოვნების სრულფასოვნად მიტანა.  მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეს არსებითად განიხილავს და პარალელურ რეჟიმში ხელს შეუწყობს მორიგების პროცესის უზრუნველყოფას.

 4 მაისის გამართულ სხდომაზე კი მოსამართლეებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან როლანდ ბლადაძისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების პირობებთან მიმართებით, კონკრეტული პოზიციები ვერ მოისმინეს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის დასკვნის მიხედვით,  ქ. ბათუმში,  მდებარე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული უძრავ ქონების - 277.91 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულებამ აპრილის თვის მდგომარეობით, შეადგინა 473 559 ლარი, ხოლო იგივე ქონება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოტომასალებში ასახული რემონტის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით - 497 459 ლარი.

რაც შეეხება სამინისტროს მიერ  როლანდ ბლადაძის მიმართ შეთავაზებულ ალტერნატიული ფართების სადღეისო საბაზრო ღირებულებას, საექსპერტო დასკვნების მიხედვით,  კომერციული ფართი 171 კვ.მ მდებარე ბათუმში შეფასებულ იქნა 520 353 ლარის ოდენობით, სამი ბინა შავი კარსაკის მდგომარეობით, მდებარე ქ. თბილისში ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქუჩაზე შემდეგი მონაცემებით -  165 კვ.მ ფართით (მე-11 სართული) 261 512 ლარის ოდენობით, 252 კვ.მ. ფართით 399 866 ლარის ოდენობით და 160 კვ.მ. ფართით 261 512 ლარის ოდენობით (მე-12 სართულზე).

სამინისტროს პოზიციით, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის დროს რეგისტრირებულ მონაცემებში დაფიქსირებულია 215 კვ.მ ფართი, შეთანხმებაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით და მისი საბაზრო ღირებულების დადგენის საფუძველზე. ამასთან, სამინისტრომ აღნიშნა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ მეტი კვადრატული მეტრი ფართის გადაცემის შემთხვევაში, უნდა ანაზღაურებულიყო სხვაობა და დაუშვა ის გარემოებაც, რომ თავად მოახდენდა ალტერნატიული ფართების გასვისებას და როლანდ ბლადაძის მიმართ ფულადი სახით 497 459 ლარის გადაცემას.

 როლანდ ბლადაძის განცხადებით, სახელმწიფოს უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩამორთმეული ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული უარს ამბობდა სახელმწიფო მიმართ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ორგანოებში ყოველგვარ სარჩელზე, საჩივარსა და მიმართვაზე, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დამოკიდებულებები საჭიროებდა სწორი სამართლებრივი და პოლიტიკური დასკვნების გაკეთებას. ამასთან, სასამართლოს სრული ინფორმაცია მიეწოდა იმის შესახებ, რომ როლანდ ბლადაძის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობდა სადარბაზო ფართი 13.0 კვ.მ და მანსარდი 59.31 კვ.მ ფართით, რომლის მარეგისტრირებელ ორგანოში გატარება, სახელმწიფოს მაშინდელი პოლიტიკური დევნის პირობებში, ვეღარ მოხერხდა და მის მფლობელობაში, თავიდანვე არსებობდა საცხოვრებელი ფართი 277.91 კვ. მ ფართობით, რომელი დასაბუთებაც სარწმუნოდ მიიჩნია საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მოსალოდნელი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უნდა ეფიქრა როლანდ ბლადაძის საბოლოო წინადადებაზე.

 საქმის განხილვა  ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით უზენაეს სასამართლოში 11 მაისს გაგრძელდება. მანამდე, კი უნდა მოხდეს როლანდ ბლადაძის მინისტრთან შეხვედრის უზრუნველყოფა.




 ახალი ამბები
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...
  • ცესკო ამერიკული დახმარების ფარგლებში კიბერუსაფრთხოებას აუმჯობესებსსაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნებისთვის, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისგან (IFEშ) დახმარებას მიიღებს. IFEშ-ი საქართველოში მისი მოქმედების სტრატეგიული მიზნებიდან და მანდატიდან გამომდინარე, ახორციელებს ცესკოს სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლებას და ამ მიზნით გეგმავს შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. აღნიშნული დახმარების მიღების თაობაზე გადაწყვეტილება ცესკომ 30 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო. დღეს ხელშეკრულებას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, IFEშ-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქეთი მაისურაძემ და კომპანია „იუ–ჯი–თი“-ს წარმომადგენელმა ერმილე სულაძემ მოაწერეს ხელი. სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, IFEშ-ი, კომპანია „იუ–ჯი–თი“-სგან ცესკოსთვის შეიძენს სერვერებსა და სასერვეროს გამართვა–აღჭურვისთვის საჭირო შესაბამის მოწყობილობებს. ასევე, განხორციელდება სასერვერო აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგი. ახალი სასერვერო ინფრასტრუქტურა ცესკოს შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოს კრიტიკული ინფორმაციის დაცვა და იმ ინტერნეტ სერვისების შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირება, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ სხვა მხარეებს სთავაზობს. საარჩევნო ადმინისტრაციის სათანადო საინფორმაციო ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და თანამშრომლების კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის მიმართულებით გადამზადება ხორციელდება საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის პროექტის – „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“ (EPPშ) ფარგლებში, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მეშვეობით. კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის მიმართულებით პერსონალის გადამზადებასა და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განახლებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და UშAID-ის და IFEშ-ის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში შედგა. 10 იანვარს ცესკოში გამართულ შეხვედრაზე მხარეები 2020 წლის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ. თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესება/დახვეწის მიმართულებით, შექმნილი აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რითაც ხელს უწყობს არსებული საარჩევნო პროცესების უწყვეტად წარმართვას და ინფორმაციის სათანადო დაცვას, უზრუნველყოფს ტექნიკური საშუალებების გამართულად ფუნქციონირებას და ინფორმაციული აქტივობის მთლიანობას, ხელმისაწვდომობასა და კონფიდენციალურობას. აღნიშნული მიმართულებით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან აქტიური თანამშრომლობა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო დახვეწოს საკუთარი საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით როგორც საარჩევნო ისე არასაარჩევნო ... ...
  • რამდენი ადამიანი შეიძლება დადგეს ე.წ. ბირჟზე“ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, რომელიც ეხება სამზე მეტი პირის თავშეყრას. აქამდე 10 იყო დასაშვები ზღვარი, მაგრამ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს უფრო მეტად შეიზღუდა. აქ იგულისხმება სამზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვა”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ​მისი თქმით, აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებით აღსრულება მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.„ჩვენი პოზიციაა, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა არის უპირველესი ამოცანა, განსაკუთრებით, 70 წელზე მეტი ასაკის პირებზე დაწესდა გარკვეული შეზღუდვები, სახლიდან გამოსვლის აკრძალვა და ამ ნაწილში ადამიანებზე ზრუნვა არის უპირველესი ამოცანა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს. „ამ წესიდან, ბუნებრივია, არსებობს გამონაკლისები – ეს არის აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები. სასურსათო მაღაზიაში შეიძლება, იმყოფებოდეს სამზე მეტი ადამიანი, მაგრამ აქაც მკაცრი კონტროლი უნდა არსებობდეს. აუცილებლად უნდა იყოს დაცული, მინიმუმ, 2-მეტრიანი დისტანცია და ჩვენ ვხედავთ, რომ მაღაზიები ამ რეკომენდაციებს კარგად იცავენ”, – განაცხადა ნათია ... ...
  • ოზურგეთის საკრებულომ კურორტ გომისმთას სახელი განკარგულებით მიანიჭადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ,  გასვლით სხდომაზე, რომელიც ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ჩატარდა,  კურორტ გომის მთისთვის,  სახელის  „გომის მთა“  მინიჭება განკარგულებით  დაამტკიცა. საკრებულოსვე გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საკრებულო შუამდგომლობას წარუდგენს დასახლების - დაბა გომისმთის შექმნის თაობაზე. შემდეგ კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ახალი ადმინისტრაციული ერთეული, დაბა  გომისმთა, ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...