სასამართლომ მეუღლის წამებისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო

სამართალი

სასამართლომ მეუღლის წამებისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო

15 მარ. 2017, 17:08:36

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამებისთვის და განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ზურიკო სუბელიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით და 111-1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონში, ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს და მეზობელს  დასჯისა და წამების მიზნით როგორც ფიზიკურად,  ასევე  ბლაგვი საგნების გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა, ხოლო შემდეგ ორივე მათგანს დანით მარცხენა ყური მოაჭრა. ზ.ს.- ს მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, მისი მეზობელი შემთხვევის  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეუღლემ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

სამართალდამცველებმა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე  დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 წილის ,,ბ" ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), და 111-1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით (წამება ჩადენილი ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

 რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზ.ს. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 





 ახალი ამბები
  • "რატომ გვახრჩობთ, გვითხარით“ - საპროტესტო აქცია ფოთში"რატომ გვახრჩობთ, გვითხარით", _ ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ფოთში საპროტოტესტო აქცია გაიმართა. როგორც ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აცხდებენ, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება.„აქ ვცხოვრობთ, როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, ასევე, aდგილობრივები. მოვიწამლეთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გოგირდს ვჭამთ. ბავშვები ვერ გაგვყავს სასეირნოდ. ხუთ ბავშვს გაუკეთეს ტყვიაზე ანალიზი და ხუთივეს მაღალი მაჩევენებელი აქვს. ფილტვები არ გვივარგა, ბრონქები არ გვივარგა და საშინელ დღეში ვართ. აიკრძალოს ამ ტვირთის შემოტანა. ეს პროდუქცია, რომელიც აქ მუშავდება, ჩვენს ჯანმრთლობას საფრთხეს უქმნის. საშინელი ხმაურია, ვერ ვსუნთქავთ, დაბინძურებულია ჰაერი. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მოვითხოვთ ყურადღება მოგვაქციოს მერიამ, ალტერნატიული ფართით დაგვაკმაყოფილონ,“ _ თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნონა შენგელიამ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიუწოდებენ, პრობლემა დროულად ... ...
  • “საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით.  “ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე ვიტყვი აქაც ორიოდე სიტყვას. საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დენოკრატიისთვის (EED). ეს ნაბიჯი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილიზებაში ჩვენი დიდი მხარდამჭერის, ევროკავშირისთვის გვერდში დადგომას. მაშინ, როდესაც ჩვენ შიდა პრობლემებს მეგობარი გვიგვარებს, ჩვენი ვალდებულება იყო, მას გვერდში დავდგომოდით. გვჯერა, რომ ეს ნაბიჯი კრიზისის განმუხტვას ხელს შეუწყობს და სხვა მნიშვნელოვან თემებზე - კოვიდი, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, ეკონომიკა, შევძლებთ კონცენტრირებას. პ.ს. გირაო ნამდვილად გადავიხადეთ 14:56 საათზე და პროკურატურას ქვითარი გავუგზავნე მეილზე მათივე თხოვნით 17:42 საათზე მეილზე.“ -წერს ფეისბუქზე ნიკა ... ...
  • გიორგი ვაშაძე - გირაო გადახდილია, ველოდებით ნიკა მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“ ნიკა მელიასთვის გირაოს გადასხდის საკითხს დადებითად აფასებს.  „მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს უპრეცენდენტო ნაბიჯისთვის. გირაო გადახდილია, ველოდებით მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას. რაც მთავარია, შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტის კიდევ ერთი შედეგი გვაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. იმედი მაქვს, ყველანი დავკონცენტრირდებით ყველა პუნქტის რეალიზებისთვის, - აცხადებს გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადახდილია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას საია-მ ... ...
  • ვიოლა ფონ კრამონი: „მშვენიერია!_ ყველა პარტნიორმა, დანაპირები შეასრულაევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ ეხმაურება. „მშვენიერია! კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, დანაპირები შეასრულა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ამ ქმედებამ საპარლამენტო მუშაობაში ჩასართავად ყველას გზა გაუხსნა“, – წერს ... ...
  • "პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყების წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაში რჩება. „როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი ან თანხა აისახება ანგარიშზე, პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არის ძალაში“, – განუცხადეს "გურია ნიუსს" ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...