სასამართლომ „მიკროკრედიტს“ 80000 აშშ დოლარი და ყოველთვიური სარგებლის გადახდა დააკისრა

სამართალი

სასამართლომ „მიკროკრედიტს“ 80000 აშშ დოლარი და ყოველთვიური სარგებლის გადახდა დააკისრა

27 ნოე. 2018, 15:14:02

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობით, ს.ს. „მიკროკრედიტი“ შეუსრულებელი ვალდებულების გამო, თამასუქარ მ.ძ.-ს 80000 აშშ დოლარს და 2017 წლის 18 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიური სარგებლის სახით, 968 აშშ დოლარს გადაუხდის.

აღნიშნული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა მ.ძ.-ს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება და ამასთან, კანონიერ ძალაში დარჩა კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის თაობაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაც. ამასთან, დაკმაყოფილდა მხარის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე. ს.ს. „მიკროკრედიტს“ დაეკისრა სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის გადახდაც.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მარტს, მ. ძ.-სა და სს „მიკროკრედიტს“ შორის დაიდო პროცენტიანი მარტივი ,,სოლო“ - თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „ინდოსანტმა" - ს.ს. „მიკროკრედიტმა" მიიღო თანხა 80 000 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება 18 თვის შემდეგ ანუ 2018 წლის 16 სექტემბერს გადაეხადა აღნიშნული თანხა. პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ ხელშეკრულება იყო პროცენტი - წლიური 15% სარგებლის დარიცხვით, რომელიც სს ,,მიკროკრედიტს“ მ. ძ.-სთვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად. ხელშეკრულებით მხარეთა შორის არსებობდა სპეციალური დათქმა. კერძოდ, თამასუქი იყო ბლოკირებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა გასხვისებას, დაბრუნებას/განაღდებას და სხვა ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებას. 2017 წლის 20 აპრილიდან 2017 წლის 17 ნოემბრამდე, ს.ს. „მიკროკრედიტი“ ყოველთვიურად იხდიდა საპროცენტო სარგებელს, თუმცა თამასუქის ემიტენტმა 2017 წლის დეკემბრიდან შეწყვიტა ყოველთვიური სარგებლის გაცემა.

ორგანიზაციის ჩართულობით, სასამართლოში წარდგენილი სარჩელით აღინიშნა, რომ სს ,,მიკროკრედიტი“ თავს არიდებდა და არ ახდენდა ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას. მის წინააღმდეგ არსებული სასამართლო დავების სიმრავლე და კომპანიასთან შეხვედრების დროს მიღებული ინფორმაცია მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ქმნიდა საფუძვლიან ვარაუდს, რომ კომპანია ვერც მომავალში უზრუნველყოფდა ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, მოთხოვნა დაეფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 367-ე მუხლის პრინციპებს, რა დროსაც, თუ ვალდებულების შესრულებისათვის  მოვალის  სასარგებლოდ  დადგენილია  რაიმე  ვადა,  კრედიტორს შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება, თუკი მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული უზრუნველყოფა შეამცირა, ანდა იგი საერთოდ ვერ წარმოადგინა.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიაჩნია,  რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად, გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო მითითებული ნორმა, ვინაიდან აღნიშნული დანაწესი იყო ზოგადი ხასიათის. კანონმდებლის მიერ კი ცალკე კანონის მიღებით მოხდა თამასუქთან დაკავშირებული მოთხოვნების დარეგულირება. შესაბამისად, სწორედ „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონი უნდა მიჩნეულიყო იმ სპეციალურ კანონად, რომელიც დაარეგულირებდა თამასუქთან დაკავშირებულ დავებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი სპეციალურ კანონსა და ზოგად დანაწესს შორის წარმოიშვებოდა კონკურენცია, სასამართლოს სწორედ სპეციალური კანონი უნდა გამოეყენებინა. 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და აღნიშნა, რომ ს.ს. „მიკროკრედიტს“ მ.ძ.-ს მიმართ, ვალდებულება არც 2018 წლის 17 სექტემბრიდან გააჩნდა შესრულებული, როდესაც  თამასუქის ხელშეკრულება აღარ იყო ბლოკირებული, ექვემდებარებოდა გაცემას და კომპანია თანხის დაბრუნების მოთხოვნის დროს მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად. შესაბამისად,  მ.ძ.-ს სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა. კომპანიას, აგრეთვე დაეკისრა სასამართლო და სასამართლოს ხარჯების 3136 ლარის გადახდაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე ქეთევან დუგლაძემ (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ბესარიონ ტაბაღუამ და დიანა ბერეკაშვილმა განიხილეს. მ.ძ.-ს ინტერესები ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა, იმის დედა ვატირე - გიორგი კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ რიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...