სასამართლომ TBC ბანკს ნაცემი მოქალაქისთვის მტკიცებულებების დაუყოვნებლივ გადაცემა დაავალა

სამართალი

სასამართლომ TBC ბანკს ნაცემი მოქალაქისთვის მტკიცებულებების დაუყოვნებლივ გადაცემა დაავალა

2019 ივლ 2 16:35:07

2019 წლის 2 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ და TBC ბანკს დაევალა მოქალაქე ზვიად გოგიაშვილის ცემის ფაქტის ამსახველი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერის გაცემა, რაც ბანკმა საკუთარი ნებით არ გადასცა დაზარალებულს. აღნიშნულის შესახებ სპეციალური განცხადება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ზვიად გოგიაშვილის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სოციალური მედიის საშუალებით გააკეთა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“  განცხადებით, 2019 წლის 25 ივნისს, მხარემ განცხადებით მიმართა ს.ს. „თიბისი ბანკს“ და მოითხოვა წერილის მიღებიდან  2 კალენდარული დღის მანძილზე, გადასცემოდა აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი. კერძოდ, სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლში“ განთავსებული „თიბისი ბანკის“ შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 2019 წლის 3 ივნისის 09:50 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდის მონაკვეთით. 2019 წლის 26 ივნისის ს.ს. „თიბისი ბანკის“ წერილით მხარეს ეცნობა, რომ „ვიდეოკამერის მეშვეობით ხორციელდება ობიექტის პერიმეტრზე მიმდინარე პროცესების ვიდეო მონიტორინგი. შესაბამისად, ვიდეო-ჩანაწერი შეიცავს ინფორმაციას, სადაც ასევე შესაძლებელია სხვა, მათ შორის თქვენი ინტერესის საგანში შემავალ ინციდენტში არამონაწილე პირთა იდენტიფიცირება. ვიდეოჩანაწერის გადმოცემა დაარღვევს შესაძლო კონფიდენციალური და პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებას. სასამართლოს შესაბამისი განჩინების გარეშე, ბანკი ვერ დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას“ (სტილი დაცულია). მხარემ 2019 წლის 28 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება, რაც სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, სრულად იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლოს განჩინება აღსასრულებლად უკვე მიეწოდა ს.ს. „თიბისი ბანკს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში, რომელიც საბოლოოა და კერძო საჩივარი არ დაიშვება, აღნიშნულია, რომ არსებობდა მოთხოვნილი მტკიცებულების გადამალვის, განადგურების და დაზიანების საფრთხე. შესაბამისად, სასამართლომ დასაბუთებული უწოდა მხარის შუამდგომლობას და მოთხოვნას. რაც შეეხება კიდევ ერთ შუამდგომლობას, რომელიც შეეხებოდა დავალებას ბანკისთვის, წერილობითი ფორმით წარმოედგინა ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივი ზომები გაატარა ან/და ატარებს ბანკი სესხების ექსპერტის მიმართ, რომელმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე ზვიად გოგიაშვილს, სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხი უშუალოდ სამართალწარმოების პროცესში განსახილველ გარემოებას წარმოადგენს და ბანკისთვის აღნიშნულის დავალება საჭიროდ არ მიიჩნია. ამ ნაწილში, მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. განჩინება მოსამართლე ლია ავალიშვილმა მიიღო.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2019 წლის 14 ივნისს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურამ ზვიად გოგიაშვილი დაზარალებულად ცნო. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათიდან 10:14 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თბილისში, მეტროსადგური ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლში“ მდებარე „თიბისი ბანკში“ ყოფნისას, ზვიად გოგიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „თიბისი ბანკის“ სესხების ექსპერტმა მ.ხ-მ, რომელმაც მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში, კერძოდ, ცხვირის მიდამოში, რამაც გამოიწვია ცხვირის არეში მოტეხილობა. დატყმის შედეგად, ზვიად გოგიაშვილმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია) და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ზვიად გოგიაშვილმა საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ამოიცნო თავდამსხმელი. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ბანკის მხრიდან დასაქმებულის მიმართ შეჩერებულია შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. გამოძიებამ დაკითხა დასახელებული ფილიალის მენეჯერი, თუმცა უცნობია, დაიკითხა თუ არა თავად თავდამსხმელი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ზვიად გოგიაშვილის საქმეზე რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდნეტს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს.  ზვიად გოგიაშვილი სასამართლოში „თიბისი ბანკის“ მიმართ წარადგენს მორალური და მატერიალური ზიანის მოთხოვნით სარჩელს. ორგანიზაციამ დაზარალებულის უფლებების დაცვის ინტერესი ჯერ კიდევ 2019 წლის 7 ივნისს გამოთქვა, რა დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ბანკს მოუწოდეს საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...