შს მინისტრის მოადგილე: დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის

სამართალი

შს მინისტრის მოადგილე: დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის

8 აპრ. 2020, 09:41:03

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ  ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ზე, "ღამის კურიერის"   ეთერში  საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში არსებული ვითარების და სამინისტროს მიერ დანაშაულის შემცირების მიზნით განხორცილებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში იცავენ როგორც იმ დადგენილების პრინციპებს, რომლებიც წეღან აღვნიშნე, ასევე,  საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ზრუნავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე.

ამ მიმართულებით, ჩვენ, წინა პერიოდთან მიმართებაში კლება გვაქვს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში, როგორიც არის , ქონების, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ეს არის - ძარცვა , ქურდობა , ყაჩაღობა და ასევე, ოჯახური დანაშაულები. ეს რა თქმა უნდა, არის იმ ბიჭების და იმ პოლიციელების დამსახურება, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ქუჩაში, იმისთვის, რომ დაცული იყოს მოქალაქეების ინტერესები",_ განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მოიმატა კარანტინის პირობებში ოჯახურმა დანაშაულმა, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ პირიქით, კლებაა ამ მიმართულებით.

„მე მოგახსენებთ, რომ ამ პერიოდისთვის, ჩვენი დაკვირვებით, პირიქით, კლება გვაქვს ამ მიმართულებით. ეს,  რა თქმა უნდა, დამსახურებაა ჩვენი საზოგადოების თვითშეგნების ზრდის და ამავე დროს , პოლიციელების აქტიურობის. ჩვენ მზად ვართ, პროაქტიულ რეჟიმში ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ეს მიმართულება და ოჯახში ძალადობა ყოველთვის აღკვეთილი იქნება საწყის ეტაპზე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა იმ პირობით მსხვერპლს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს ამ მიმართულებით გარკვეული, ასე ვთქვათ, პრეტენზიები ან გართულებები და პოლიცია იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, გვექნება შესაბამისი შედეგი",_აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ,  კახაბერ  საბანაძემ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ისაუბრეს თუ რა გავლენა მოახდინა კორონავირუსმა საქართველოზეოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა კოვიდ 19-ის გავლენას  ეკონომიკაზე. შეხვედრის მომხსენებელმა კახაბერ დაუშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა  იმ პრობლემებზე, რომელიც კორონავირუსის დროს გაჩნდა მსოფლიოში. დაუშვილის მოწოდებული ინფორმაციით, 2020 წელს კოვიდის გავლენით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 7 მილიარდ ლარს დაკარგავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით კი მიმდინარე პერიოდის ინფლაცია 6, 1 პროცენტი იქნება. კოვიდ 19 ყველა სფეროს შეეხო. ეკონომიკის სფეროები კი განსაკუთრებით დააზარალა. კოვიდის ნეგატიური გავლენები ოზურგეთსაც შეეხო.  ტურიზმი და გასართობი სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა. ზარალი შეეხო გადამამუშავებელ წარმოებასაც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ  მუშავდება სპეციალური გეგმა, როგორ მოხდეს კრიზისის ... ...
  • სროლა თბილისში -დაჭრილია მამაკაცისროლა თბილისში -დაჭრილია 60 წლის მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ... ...
  • თბილისი თუ გურია - ანა დოლიძე გადაწყვეტილებას აგვისტოს ბოლოს მიიღებს“მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი და დამფუძნებელი ანა დოლიძე შესაძლებელია გურიაში დეპუტატობის კანდიდატი გახდეს.  ანა დოლიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას, თბილისში იყრის კენჭს თუ გურიაში, აგვისტოს ბოლოს მიიღებს. “ჯერჯერობით არის დრო დარჩენილი გადაწყვეტილების მიღების ვადამდე და მინდა ეს პერიოდი კარგად გამოვიყენო. მინდა კარგად შევისწავლო, დაკვეთა რა არის მოსახლეობის და მეორე მხრივ,  რამდენად თანაზომიერია ამ დაკვეთაში ჩემი საკუთარი ძალები. ყოველდღე ვმუშაობ მოხალისეთა ჯგუფთან და ყოველდღიურად გვაქვს აქტიური შეხება ხალხთან, რადგან ზუსტად გავიგოთ მათი პრობლემების შესახებ. დღეს ეს არის უსერიოზულესი ბრძოლა  იმიტომ, რომ უზარმაზარი ოლქებია. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება და დაგეგმვა". “ ანა დოლიძე “გურია ნიუსთან“ აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე კონკურენცია იქნება დიდი და ის ამ ბრძოლისთვის მზად ... ...
  • საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი რეკორდულად მაღალ ნიშნულს იკავებსსაქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, განქორწინების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ბოლო 10 წლის განმავლობაში, 11, 205 შეადგინა. აღნიშნული მონაცემიც სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია არ არის და შეეხება მხოლოდ რეგისტრირებულ შემთხვევებს. არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც მეუღლეები ფაქტობრივ თანაცხოვრებაში აღარ იმყოფებიან, თუმცა განქორწინების დარეგისტრირება არ მოუხდენიათ. აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ანა ფუტკარაძემ განაცხადა. ანა ფუტკარაძის განმარტებით, ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, მათ შორის სასამართლოდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, 2019 წლის მონაცემით, საქართველოში 11, 205 პირი განქორწინდა. 3,918 განქორწინება მომხდარია ქ. თბილისშია. განქორწინების მაჩვენებელი საქართველოს რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება: აჭარა - 309, გურია - 86, იმერეთი - 580, კახეთი - 300, მცხეთა-მთიანეთი - 109, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 324, სამცხე-ჯავახეთი - 110, ქვემო ქართლი - 394 და შიდა ქართლი - 254. განქორწინებლი 11,205 პრიდან 10,039 პირი იმყოფებოდა ქორწინებაში პირველა, ხოლო 972 - განქორწინდა მეორედ ქორწინების პირობებში. სტატისტიკით, მითითებული არ არის 194 პირის შესახებ ინფორმაცია, მათი ქორწინების ხანგრძლივობის შესახებ. განქორწინებილთა მეტი რაოდენობის ასკი მერყეობს 30-35 წლის ფარგლებში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წარსულში განხორციელებული შესწავლილი თანახმად, 2018-2019 წლების განმავლობაში, საქართველოში განქორწინების სტატისტიკა შეადგენდა 37,892 შემთხვევას, თუმცა ეს სტატისტიკაც ხასიათდებოდა მზარდი მაჩვენებლით. განქორწინებების  სტატისტიკა საქართველოში 2015-2018 წლებში ასე გამოიყურება:      2015 წელი - 9 082              2016 წელი- 9 513      2017 წელი- 10 452      2018 წელი- 8 845      სულ-          37 892 „ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს და თვალშისაცემია არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც. მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორიდანაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ... ...
  • სახელმწიფომ პანდემის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გასცადასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია - 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია - 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე.ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ. მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...