შსს-მ გურიაში აშშ-ს მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა

gurianews.com

სამართალი

შსს-მ გურიაში აშშ-ს მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა

2018 მაი 23 21:42:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1950 წელს დაბადებული ბ.ს. ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის პროცედურა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მაისს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ცენტრალური საავტომობილო გზის ტროტუარზე ქვეითად მიმავალ აშშ-ს მოქალაქეს, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეს - ა.ო.-ს დანის დემონსტრირებით ფული მოსთხოვა. ქალბატონმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ აშშ-ს მოქალაქისთვის არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და არც თანხა წაუღია.

22 მაისს კი ბ.ს.-მ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში უკანონოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოში და 1965 წელს დაბადებულ ქალბატონს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ს. 23 მაისს დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს.




 ახალი ამბები
  • „ელემენტარული სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს და სანაცვლოდ გამოდის, რომ ტყავს მაძრობენ“"საავადმყოფოში, სადაც სასწრაფო დახმარებამ გადამიყვანა, ელემენტარული სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს და სანაცვლოდ გამოდის, რომ ტყავს მაძრობენ., გადასხმა გამიკეთეს და ბოლოს 104-ლარიანი ქვითარი გამომიწერეს. მაინტრესებს რაში?! თან სოციალურად დაუცველი ვარ და ყველაფერს რომ თავი დაანებო, ამას მაინც არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა?! ვისთვის როგორ, მაგრამ ეს თანხა ჩემთვის ძალიან ბევრია. როგორ უნდა ღირდეს გადასხმის გაკეთება 104 ლარი ?!“ _ ამბობს ლანჩხუთში, სოფელ შუხუთში მცხოვრები გიორგი იმნაიშვილი, რომელიც, როგორც ირკვევა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემდგომი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ლანჩხუთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. იმნაიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ იმ თანხის ოდენობა, რომლის გადახდაც მას ლანჩხუთის რეფერალურმა საავადმყოფომ დააკისრა არაადაეკვატურია სამკურნალო დაწესებულების მხრიდან გაწეული სამედიცინო მომსახურების, მითუმეტეს, რომ მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. „გურია ნიუსი“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლანჩხუთის რეფერალური საავალდმყოფოს ხელმძღვანელს თინიკო გოგუაძეს დაუკავშირდა. „ეს პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით შემოიყვანეს ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში. სხვათა შორის,  თვის განმავლობაში რამდენჯერმე შემოდის ეს პაციენტი ჩვენთან მსგავსი ინტოქსიკაციით და აქედან გამომდინარე, იგი ალკოჰოლდამოკიდებულად ითვლება. კანონის სრული დაცვით მოხდა მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების კალკულაცია, რამაც, ჯამში, 104 ლარი შეადგინა. ეს პაციენტი არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ის სოციალურად დაუცველია,  გადასახდელი თანხის ნახევარს ადგილობრივი მერია გადაიხდის,_  გვითხრა თინიკო ... ...
  • მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს მთელ ხელისუფლებას - ზაზა სარალიძე„დღეს უკვე, მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არა მარტო მირზა სუბელიანს, არამარტო ჩემი შვილის მკვლელებს, არამედ მთელ ხელისუფლებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელებს,“ - ეს განცხადება ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე გააკეთა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია და ამაში მონაწილეობას პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანიც იღებდა. „მივაღწიე იმას, რომ ეს საქმე იყო თავიდან ბოლომდე შეკერილი, იყო მირზა სუბელიანის ჩართულობით შეკერილი და ძალიან ბევრი მაღალჩინოსნების ჩარევით. თუნდაც შაყულაშვილი, რომელიც რამდენიმე დღეში მოხსნეს თანამდებობიდან და დააწინაურეს, გაანეიტრალეს ასე რომ ვთქვათ, რომ იერიში არ მისულიყო შაყულაშვილზე, დანიშნეს ვიღაც კაპანაძე არაადამიანი, რომელიც რაღაც სისულელე განმარტებებს აკეთებდა. დღეს უკვე, მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არა მარტო მირზა სუბელიანს, არამარტო ჩემი შვილის მკვლელებს, არამედ მთელ ხელისუფლებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელებს,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. განცხადება გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა კრიმინალების მიერ იმართება.  „ხელისუფლება არ არის, ეს არის კრიმინალთა ხროვა, ეს დღეს დათო სარალიძის საქმეზე, მაგრამ რო გაიხსნას ცოტათი მაინც თემირლანის საქმე, არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ მთელ მსოფლიოს შოკში ჩააგდებს,“ - განაცხადა მალხაზ ... ...
  • კობახიძე: სუბალიანის მუქარის არავის ეშინია, ვერც გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავისსკანდალური აუდიოჩანაწერი მირზა სუბელიანის მონაწილეობით - ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით მოითხოვეს პასუხი, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს.  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა კითხვით, რა როლი ექნება ამ აუდიოჩანაწერის შესწავლის და გამოძიების დროს პარლამენტს. აუდიოჩანაწერიდან, რომელშიც მირზა სუბელიანი მონაწილეობს, ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის მონაწილე მოზარდები სამართალდამცავებმა სცემეს. სუბელიანის თქმით, ამ საქმის „დალაგება“ მას სთხოვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. „მაინტერესებს, რამდენად პარლამენტის წევრები „ქართული ოცნებიდან“ ელემენტარულად მაინც პარლამენტის "მუნდირის" ღირსებას თუ აპირებენ რომ დაიცვან, ეს ერთი. მეორე, კითხვა მაქვს, ცოტა უფრო რიტორიკულია, იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ მირზა სუბელიანი ხომ არის ციხეშიო და აი, ხომ დადგა სამართლიანი შედეგიო, ცოტა მაინც თუ გრცხვენიათ, ახლა მაინტერესებს. კომისიის დასკვნების განხილვისას, რომ ამბობდით, რომ იძახდით, რომ შედეგი არ დამდგარა და ყველაფერი არასწორად წავიდა და მცირე დარღვევები იყოო. გუშინდელის შემდეგ ოდნავ მაინც შეგრცხვათ?“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. კაპანაძის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი თავის როლს ასრულებს. კობახიძის თქმით, სუბელიანის აუდიოჩანაწერი მორიგი სპექტაკლია.  „ჩვენ ვიხილეთ ერთი სპექტაკლი, რომელიც წარუმატებლად უკვე დასრულდა და შემოგვთავაზეთ ახლა უკვე მეორე სპექტაკლი, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება, რატომ? იმიტომ, რომ იქ სადაც არ არის გადაცდომა, იქ სადაც არ არის დანაშაული, ვერ შეიქმნება ხელოვნურად ვერანაირი კომპრომატი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ჩანაწერიდან მან ამოიკითხა სუბელიანის მუქარა. „ამ მუქარის არავის არ ეშინია, ვერც ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის, როდესაც ის ემუქრება ხელისუფლებას. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხები კითხვაზე და ამ კითხვებს პასუხები აუცილებლად გაეცემა,“ - განაცხადა კობახიძემ. სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ისეთი ფაქტების გახმოვანების შემდეგ, როგორიცაა ხელისუფლების დავალებების შესრულება, დგება იმის საჭიროება, რომ მივიდეს პარლამენტში შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელსაც, აუდიოჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან გარიგება ჰქონდა დადებული. აუდიოჩანაწერში, რომელიც გუშინ P.S.-ში გავიდა, ისმის, რომ სუბელიანი სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთანშეხვედრას და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ გიორგი გახარიამ მის მოადგილეს, ლევან კაკავას დაავალა სუბელიანის საქმის ფინანსური მხარის მოგვარება. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა, თუმცა, ახლა უკმაყოფილოა ხელისუფლების უყურადღებობის გამო. მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ არაერთი კომპრომატი აქვს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ აწამებდნენ ხალხს სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით. ... ...
  • ვანო მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა _ სპეციალური პენიტენციური სამსახურივანო მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა _ ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. "სპეციალური პენიტენციური სამსახური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ავრცელებს ინფორმაციას მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ივანე მერაბიშვილს უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები სამოქალაქო სექტორის რამდენიმე კლინიკაში ჩაუტარდა, რის შესახებაც საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 2-4 ოქტომბერს, მსჯავრდებული პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა კლინიკაში „მედიქლაბ ჯორჯია“, სადაც მას დამატებით ჩაუტარდა სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია და მათ მიერ რეკომენდებული გამოკვლევები. ამასთანავე, ვინაიდან დაცვის მხარე მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ მსჯავრდებულ მერაბიშვილის დიაგნოზი - ჰორნერის სინდრომი შესაძლოა ინტოქსიკაციის შედეგი იყოს, „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ივანე მერაბიშვილს ტოქსიკოლოგების კონსულტაციაც გაეწია. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მწვავე ეგზოგენური ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი არ გამოვლინდა, ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მსჯავრდებულს მძიმე მეტალების შემცველობაზე სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარებოდა. ანალიზი ჩატარდა 6 მძიმე მეტალზე:  რკინა, სპილენძი, ტყვია, კადმიუმი, მანგანუმი და თუთია, ასევე კალციუმსა და მაგნიუმზე. მასალა გამოსაკვლევად გადაიგზავნა გერმანიაში „ლაბორატორია მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფი"-ს მიერ. მიღებული პასუხის შედეგად  ირკვევა, რომ ყველა ზემოთხსენებული მეტალის და მაკროელემენტის კონცენტრაცია სისხლში არის ნორმის ფარგლებში. ამის შემდეგ, მიღებული პასუხების საფუძველზე 12 ოქტომბერს გაიმართა ტოქსიკოლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნითაც ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ამასთანავე,  კონსილიუმმა დაადგინა, რომ ტოქსიკოლოგიური მიმართულებით ივანე მერაბიშვილი რაიმე სახის დამატებით გამოკვლევებს არ საჭიროებს. კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევების შედეგები გამორიცხავს მსჯავრდებულის ადვოკატების მხრიდან ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველს, რადგან ივანე მერაბიშვილს ყველა სათანადო გამოკვლევა ჩაუტარდა, რაზეც მედპერსონალის მიერ  რეკომენდაცია გაიცა", _ ნათქვამია ... ...
  • "თქვენ იყავით მიხეილ სააკაშვილის ნოტარიუსები"- სკანდალური ჩანაწრები და ხმაური ბიუროს სხდომაზემმართველი გუნდი თანახმაა ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე შს მინისტრი მთავარი პროკურორი პარლამენტში მივიდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც გამოძიება გარკვეულ დეტალებს გამოკვეთს. ამის შესახებ განცხადება, პარლამენტში ბიუროს სხდომაზე გაკეთდა. დეპუტატ მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტი გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას საპარლამენტო კონტროლს გაუწევს. მდინარაძემ დღესაც ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ მაშინდელი პარლამენტისგან გასხვავებით მმართველი გუნდის დეპუტატები ნოტარიუსის როლს არ შეასრულებენ. „ნოტარიუსის როლი არ ექნება საქართველოს პარლამენტს ამის გარანტიას გაძლევთ მთელი პასუხისმგებლობით. თქვენ იყავით მიხეილ სააკაშვილის ნოტარიუსები და ჩვენ არავის ნოტარიუსები არასდროს არ გავხდებით. და თითოეულ დეტალთან დაკავშირებით ერთი კითხვაც რომ დარჩეს ამ კითხვას მივყვებით ბოლომდე და ბოლომდე ვიდრე არ გავარკვევთ სიმართლეს მანამდე ვიქნებით მოწადინებულები, რომ ეს სიმართლე გაირკვეს და საპარლამენტო კონტროლზე ვაგებთ პასუხს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. რაც შეეხება თავად მირზა სუბელიანს, მამუკა მდინარაძემ გაიხსენა კომისიის მუშაობის დროს მისი დაკითხვა და აღნიშნა, რომ მაშინ მირზა სუბელიანმა თქვა ტყუილი. მამუკა მდინარაძე დაინტერესდა ვინ ამხილა მაშინ მირზა სუბელიანი ტყუილში, რაზეც სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ მან თავად დაუსვა კითხვა სუბელიანს. „იმ დაკითხვაზე მირზა სუბელიანმა მოგვაწოდა არასწორი ინფორმაცია,  იქვე ჩვენივე შეტყობით  ერთადერთი კითხვა ამ ტყუილთან დაკავშირებით შევუტრიალე მე,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ რაზეც სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ეს არის ტყუილი რადგან დაკითხვას აწარმოებდა ის თავად. „ბოლომდე აგრძელებთ გაპრავებას. კი ბატონო,“-მიმართა სერგი კაპანაძემ მამუკა მდინარაძეს. მამუკა მდინარაძემ ერთი ადამიანის მონათხრობი უწოდა იმ სკანდალურ ჩანაწერებს, რომელიც გუშინ გავრცელდა და რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანის ხმა ისმის. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

იღბლიანი რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რიცხვების მაგია უხსოვარი დროიდან იღებს...

ერთი ჭიქა წყლის ძილის წინ დალევა ინსულტისგან გიხსნით!

სასმელი წყლის ფასეულობას ყველა აცნობიერებს,...

შემოდგომის დიეტა

შვეიცარიელი ექიმი დემოლი გვირჩევს, რომ...

მამაკაცის ფრაზები რომელსაც ქალი წონასწორობიდან გამოჰყავს

ვზივარ მეგობრის სახლში, უცებ სამზარეულოში...

როგორ შევაყვაროთ მოზარდს წიგნის წაკითხვა

ჩვენი შვილებისთვის, საიმისოდ რომ მათი...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?