შსს-ს საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებულის სასარგებლოდ 5000 ლარს გადაიხდის

gurianews.com

სამართალი

შსს-ს საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებულის სასარგებლოდ 5000 ლარს გადაიხდის

2017 დეკ 9 13:54:48

თბილისის საქალაქო სასამართლოს 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე ჟ.გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება  5000 ლარის ოდენობით.

2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებულის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი  იცავდა.  

მთავარი პროკურატურის 2013 წლის 22 ივლისის დადგენილებით, ჟ.გ. დაზარალებულად არის ცნობილი, 2011 წლის 26 მაისს შსს-ს სპეცრაზმების მიერ თბილისში, საპროტესტო მიტინგის დაშლისას, ფიზიკური ძალისა და სპეციალური  საშუალებების  არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელით, მოქალაქე შსს-სგან მორალური ზიანის ანაზღაურებას 30 000 ლარის ოდენობით მოითხოვდა. სასამართლომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შსს-ს მხოლოდ 5000 ლარის გადახდა დააკისრა, რის გამოც 26 მაისის აქციის დარბევისას დაზარალებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელე აცხადებდა რომ, საპროტესტო აქციის დარბევისას მიყენებული დაზიანებებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად  გაუარესდა, რის გამოც მას ესაჭიროება  სხვადასხვა სახის გამოკვლევები და  შესაბამისი მკურნალობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ საქმეზე თანდართული  ცნობები ჟ.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო  რეაბილიტაციის ცენტრის ცნობა საკმარის საფუძველს იძლეოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციისას დაზარალებული მოქალაქეების სამართლებრივი დახმარების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის რამდენიმე ადმინისტრაციული სარჩელი მოამზადა. მათ შორის, ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე, 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს მოქალაქე გ.გ.-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 30000 ლარის ოდენობით დააკისრა.




 ახალი ამბები
  • გრიგოლ ვაშაძე: როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებულიროგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, ორჯერ ვიყავი დაქორწინებული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ჯგუფის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში „პოსტკრიპტუმი“ განაცხადა. მისი თქმით, პირველად ის 18 წლისა დაქორწინდა და პირველი შვილისგან უკვე შვილიშვილიც ჰყავს. პრეზიდენტობის კანდიდატის შვილი, ნოდარ ვაშაძე ევროპაში ოჯახის ღვინის კომპანიის წარმომადგენელია. პოლიტიკოსის პირველი ცოლი ნატალია ალხიმოვა იყო.  ვაშაძის მეორე ცოლი თბილისის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია, რომელთანაც გრიგოლ ვაშაძეს ქალიშვილი ელენე ... ...
  • ხანძარი თბილისში მოსკოვის გამზირზეთბილისში, მოსკოვის გამზირზე, კერამიკის ქარხნის ტერიტორიაზე საბურავები, პენოპლასტი და ჯიხური დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო ჯგუფი. დამწვარია 130 კვ. მ.   ... ...
  • „თვალნათლივ გვაჩვენა ივანიშვილის გუნდის დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ“_ბოკერია„ამ ჩანაწერებმა, უბრალოდ, დაადასტურა კომისიის დასკვნაში მოცემული ფაქტები, რომ ხელს აფარებდნენ კონკრეტულ მკვლელობაში ეჭვმიტანილს და რომ ეს ყველაფერი ხდებოდა სუბელიანის გამო. ამას აკეთებდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, ყოფილი მთავარი პროკურორი და ა.შ. “,_აღნიშნული განცხადება დღეს გიგა ბოკერიამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ შესაწირში ჩაგდებული თანხის შესახებ ინფორმაცია ჩანაწერებიდან შეიტყო. ბოკერიას თქმით, ჩანაწერებმა ივანიშვილის გუნდის უპატივცემულო დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ უფრო თვალნათელი გახადა. „ჩანაწერებმა უფრო თვალნათლივ და უფრო დიდი მასშტაბით გვაჩვენა ცინიზმის და იმ სრული უპატივცემულობის საზოგადოების მიმართ და ახალგაზრდის სიცოცხლის და მართლმსაჯულების მიმართ და კანონის უზენაესობის მიმართ, რომელიც ახასიათებს ივანიშვილის გუნდს. კორუფცია, ნეპოტიზმი, ორგანიზებული დანაშაული და მაფიისთვის დამახასიათებელი მმართველობის ფორმა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 28 ოქტომბერს უნდა ვუთხრათ უარი ამ ყველაფერს“,_განაცხადა გიგა ბოკერიამ. ... ...
  • დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო (R)დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიულეტენები იბეჭდება 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის და თერჯოლასა და სამტრედიაში 6 საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი. „საერთო ჯამში, თბილისის 6 სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 259 900 ბიულეტენი. მათგან 3 252 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს, გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს - ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი. აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 209 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხურ ენებზე - 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური). ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის. ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ასევე იბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები. ანა მიქელაძის თქმით, საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 518 890 ამომრჩეველი. ... ...
  • „უნდა ვუთხრათ უარი იმ ჭაობს, რომელსაც ივანიშვილი გვთავაზობს“_ დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს შეხვდადღეს „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე თბილისში, სპორტის სასახლეში მხარდამჭერებს შეხვდა. შეხვედრაზე დასასწრებად პარტიის მხარდამჭერები საქართველოს ყველა რაიონიდან ჩამოვიდნენ. შეხვედრა საქართველოს ჰიმნის შესრულებით გაიხსნა და ვიდრე, პარტიის ლიდერები სიტყვით გამოსვლებს დაიწყებდნენ, მათ დავით ბაქრაძის შვილმა, კატომ ვიდეოთი მიმართა და მამას მხარდაჭერა გამოუცხადა, რადგან სასწავლებლად საზღვარგარეთ იმყოფება და დღეს, ოჯახის წევრების გვერდით ყოფნა არ შეეძლო. დავით ბაქრაძეს მხარდაჭერა ასევე ვიდეომიმართვით გამოუცხადა ლიტვის პირველმა პრეზიდენტმა, ვიტაუტას ლანდსბერგისმა. „როდესაც ჩვენ საქართველო და ლიტვა ვიყავით გამომწყვდეული საბჭოთა კავშირში, მახსოვს, როგორ მედგრად იბრძოდნენ ქართველები თავისუფლებისთვის. ხშირად ქართველები იყვნენ საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ გამართული ბრძოლის წინა ხაზზე, ზოგჯერ საქართველოს არც იღბალი ღალატობდა და ასე მოხდა „ვარდების რევოლუციის“ დროს. გუნდმა, რომელმაც განახორციელა გამბედავი  რეფორმები, საქართველო უნდა აქციოს ფუნქციურ ევროპულ სახელმწიფოდ. საქართველოს წარმატებისთვის ფუნდამენტურია მთავრობის არჩევნების გზით შეცვლის შესაძლებლობა და უნარი. საქართველოს მეგობრებს გვსურს ვიხილოთ საქართველო ჩვენს თავისუფალი და დემოკრატიული ერების ოჯახში. გვსურს საქართველო იყოს დაცული ნატოსა და ევროკავშირის ფარგლებში, რომ საქართველო იყოს მთლიანი და თავისუფალი, რადგან გადაუწყვეტელი საქართველო ზრდის რისკს მის ირგვლივ. ჩვენ ვიცნობთ, გუნდს, რომელსაც წარმოადგენს „ევროპული საქართველო“, ვიცნობთ დავით ბაქრაძეს, რომელსაც განსაკუთრებული რეპუტაცია აქვს საქართველოს მეგობრებში საზღვარგარეთ. საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც გულანთებულია და რომელსაც მყარი ხედვა და ცივი გონება აქვს. დავით ბაქრაძე სწორედ ასეთი ადამიანია“,_განაცხადა ლანდსბერგისმა. როგორც „ევროპული საქართველო“ აღნიშნავს, 28 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი, რომ ქვეყანამ შეძლოს გამოსვლა ჭაობიდან, რომელშიც, მათი თქმით, „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი  ფლავენ. „ხელისუფლება ცდილობს ხალხი დააჯეროს, რომ თუ არ იქნებიან ისინი იქნება რევოლუცია, შფოთი, რევანში. ეს არის პროპაგანდა და ეს არის ტყუილი“,_ განაცხადა გიგი უგულავამ აუდიტორიის წინაშე. როგორც სიტყვით გამოსვლისას საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, მთავრობა, არაფერს აკეთებს საკუთარი ჯიბის, ნეპოტისტური და კორუფციული ინტერესის გარდა, რის შედეგადაც, საზოგადოება ხედავს შეუსრულებელ დაპირებებს,  დაპირებებს, ტყუილს, უიმედობას და უკუსვლას, გაზრდილ სიღარიბეს. ბაქრაძე ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოება, ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებით,  ბოლომდე გამოიწვია. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოქალაქეებს დაანახოს, რომ არჩევანის გაკეთება ცუდს და უარესს შორის უწევთ და ამ მიზნით ოპოზიციის ნაწილს იყენებს. „ქართული ოცნება დღეს ცდილობს გვაჩვენოს, რომ ქართველებს არ გვაქვს კარგი, მომავალზე ორიენტირებული არჩევანი და რომ ჩვენი არჩევანი არის ცუდს და უარესს შორის. ჩვენი არჩევანია იმ ჭაობს, უიმედობას და უპერსპექტივობას შორის, სადაც დღეს ვართ და არეულობას, შურისძიებას და წარსულის დაბრუნებას შორის.  ეს არის იარაღ,, რომელიც დღეს ხელისუფლებას აქვს. სამწუხაროა, რომ ამ მიზნით ხელისუფლება იყენებს ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის იმ ნაწილ, სადაც წლების განმავლობაში ჩვენც ვიყავით. საუბარი მაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“. წარსულის შეცდომების არ აღიარება, აგრესიული რიტორიკა, მკაფიო დაპირების არარსებობა, რომ მომავალში შურისძიება არ იქნება, არ იქნება რევანში და არეულობა - ეს ყველაფერი ეხმარება ხელისუფლებას, წარმოაჩინოს, რომ ქვეყანა დგას ორი ალტერნატივის წინაშე, ან იქნება სალომე ზურაბიშვილი და ჭაობი, ან იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და არეულობა და რევანში,“_განაცხადა ბაქრაძემ. მან ასევე  „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პატივი სცენ ერთმანეთის განსხვავებებს, ერთმანეთის განსხვავებულ წარსულს, პატივი სცენ და შეუნდონ ერთმანეთს წარსულში დაშვებული შეცდომები. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია, ხოლო 25 საპრეზიდენტო კანდიდატიდან პრეზიდენტობისთვის  დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი იბრძოლებენ.  როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, გიგა ბოკერიამ განაცხადა,  სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის საშიში და სამარცხვინო საპრეზიდენტო კანდიტატია, ხოლო გრიგოლ ვაშაძე,  რომელიც უპასუხისმგებლო პოპულიზმში ეჯიბრება მმართველ პარტიას საქართველოს არ სჭირდება. „საქართველოსთვის  საშიშია და არ სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას და ეთნიკურ შუღლს აღვივებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი, სამარცხვინო კანდიდატი ივანიშვილის მიერ შერჩეული. საქართველოს არ სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც უპასუხისმგებლო პოპულიზმში ეჯიბრება მმართველ პარტიას, როგორიც არის გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატი. საქართველოს ჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით და აქვს მკაფიო ხედვა და რწმენა მშვიდობიანი შეცვლისა ამ ჭაობიდან მშვიდობით გამოსვლისთვის. ასეთი კანდიდატი არის დავით ბაქრაძე.  28 ოქტომბერს, ჩვენ ყველამ უნდა ვუთხრათ უარი იმ ჭაობში ჩაფლულობას, რასაც ივანიშვილი გვთავაზობს ბოლო წლებია“_განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?