სისხლიანი გარჩევა ახალსოფელში _ რას ყვებიან მოკლულისა და დაჭრილის თანასოფლელები

სამართალი

სისხლიანი გარჩევა ახალსოფელში _ რას ყვებიან მოკლულისა და დაჭრილის თანასოფლელები

2019 თებ 22 16:59:51

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში  21 თებერვალს გვიან ღამით მომხდარ სისხლიან გარჩევას 50-წლამდე მამაკაცის, ომარ მოქიას სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევის შედეგად დაშავდა, ასევე, გია ტუღუშიც, რომელიც მრავლობითი ჭრილობებით, გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობები ღრმა და მძიმე იყო, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

 როგორც ირკვევა, ორივე შემთხვევაში სავარაუდო მკვლელმა სანადირო თოფი გამოიყენა. ახალსოფელში მომხდარი ფაქტის ირგვლივ რამდენიმე ვერსია ფიგურირებს, მართალია დაზარალებულთა ახლობლები და ოჯახის წევრები ამ ეტაპისთვის მედიასთან საუბარს ერიდებიან, მაგრამ რამდენიმე ადგილობრივთან გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა ერთი ვერსია _ დაპირისპირება დაიწყო შემთხვევამდე ერთი დღით ადრე. კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, გია ტუღუშის მამის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღის სუფრასთან შელაპარაკება მოხდა სავარაუდო მკვლელსა და დაზარალებულებს შორის.

„სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, გიას ოჯახში მამის ორმოცის სუფრა ჰქონდა. იქ იმყოფებოდა ის პირიც, ვისზეც ეჭვი აქვს მთელს სოფელს. როგორც გავიგეთ, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია ოჯახის ერთ-ერთი ახლობლისთვის და ჭიქაც ჩაურტყამს თავში. სწორედ ამ კაცს გამოსარჩლებია ომარი და გია. ბოლოს გიას უთქვამს, მამის ორმოცი მაქვს და ნუ ამირევ სუფრას, წადი აქედანო. ისიც წასულა და იმ დღეს ყველაფერი ამით დასრულებულა“, _ გვიყვებიან ადგილობრივები, რომლებიც სწორედ ამ დღეს მომხდარი ინცინდენტის გამო ეჭვობენ, რომ მკვლელი მათივე თანასოფლელი და ამჟამად დროებით ბათუმში მაცხოვრებელი მ.ს-უა. თუმცა, რეალურად რა და როგორ მოხდა მკვლეობის ღამით,  ამის თვითმხილველი არავინაა.

ფაქტია მხოლოდ ის, რომ მკვლელმა ჯერ ოჯახში მარტო მყოფ გია ტუღუშს მიაკითხა და საწოლში მყოფს ორჯერ ესროლა. იქედან კი პირდაპირ გეზი მოქიას სახლიკენ აიღო, სადაც ვიწრო წრეში გაშლილ  სუფრასთან გარდაცვლილის ტყუპისცალი ძმა და რამდენიმე მეზობელი იმყოფებოდნენ. როგორც ირკვევა, გასროლა ომარ მოქიას მისამართით მაშინ მოხდა, როცა ის გარეთ გავიდა.

 „სვამდნენ თურმე, ომარი გარეთ გამოსულა და იქვე დადარაჯებულ მკვლელს მაშინ გაუსროლია, ასევე, ორჯერ. დეტალურად არავინ არაფერი ვიცით. ამბობენ, ძმისშვილმა ნახა პირველმა მძიმედ დაჭრილი ბიძაო. გადაიყვანეს კიდეც საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შეიძლება იგივე სამწუხარო ხვედრი სწეოდა მარტო მყოფ გიასაც, მარა, მისდა ბედად, მეზობლის ქალმა გაიგო მისი განწირული ხმა და გადარჩა. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა,  ეტყობა, გამიზნულად გააკეთა ამ ადამიანმა ყველაფერი. ცუდის თქმა არც ომარზე და არც გიაზე არ შეგვიძლია. რაც შეეხება იმ ადამიანს, ვისთანაც წინა დღით შელაპარაკება მოუვიდათ და ვისზეც ეჭვია სოფელში, ვერაფერს გეტყვით დაზუსტებით. ახალსოფელში ცხოვრობდა, ოჯახი და შვილები ჰყავს, ბოლო დროს ბათუმში იყო“, _ ჰყვებიან „გურია ნიუსთან“ საუბარში ადგილობრივები.

იმის თაობაზე,  ჰყავს თუ არა ახალსოფელში მომხდარ სისხლიან გარჩევას ამ დროისთვის კონკრეტული ეჭვმიტანილი, შსს-ში, სადაც სისხლის სამართლის საქმე მომხდარი ფაქტიდან მალევე აღიძრა, კომენტარს არ აკეთებენ.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამის თობაზე ვერაფერს გეტყვით. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს და როგორც კი რაიმე დეტალები გაირკვევა, გავაკეთებთ განმარტებებს“, _ გვითხრეს -შსს პრესამსახურში. 




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...