"სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის ფაქტს არ მალავს" (R)

სამართალი

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის ფაქტს არ მალავს" (R)

25 ოქტ. 2020, 12:03:57

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის ფაქტს კი არ მალავს, არამედ პატიმრის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისგან იკავებს თავს, _  სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია ფორმულას ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გასულ სიუჟეტს, რომელშიც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის სუიციდზე იყო საუბარი.

"სიუჟეტში ითქვა, რომ "პატიმარი მეთადონის პროგრამაში იყო ჩართული. მეთადონზე დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდა მამაკაცს დაუმძიმდა მდგომარეობა და დაეწყო ნარკოტიკული შიმშილი."

სიუჟეტის ნარატივი არის იმგვარი, რომ თითქოს სწორედ ეს გახდა სუიციდის მიზეზი. რეალურად ბრალდებული, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი, პენიტენციურ სისტემაში 2020 წლის 7 ივნისს მოთავსდა. პენიტენციურ დაწესებულებაში მიყვანისას, მან აღნიშნა, რომ მეთადონის პროგრამაში იყო ჩართული, იღებდა 80 მგ მეთადონს. შესაბამისად, დაწესებულებაში მოთავსებისთანავე გაეწია ნარკოლოგის კონსულტაცია, ჩაერთო მეთადონით დეტოქსიკაციის პროგრამაში და თავდაპირველად დაენიშნა 80 მგ მეთადონი, თუმცა გარდაცვალების მომენტისთვის (დაკავებიდან ოთხი თვის გასვლის შემდეგ) იგი უკვე იღებდა 3 მგ-ს. ეს არის ის დოზა, რომლითაც დეტოქსიკაციის პროგრამა სრულდება. შესაბამისად, ნარკოტიკული შიმშილის და ამ ნიადაგზე ფსიქიკური მდგომარეობის დამძიმების შესახებ საუბარი საფუძველს მოკლებულია და პატიმრის სუიციდის საქმეში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ ტელეკომპანიის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენებას ისახავს მიზნად. სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებული არა კარანტინის, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იყო მოთავსებული, თუმცა ვინაიდან პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველია, პენიტენციური სამსახური თავს იკავებს ამ მონაცემების გასაჯაროებისგან. ასე მოიქცა სამსახური მაშინაც, როდესაც დაგვიკავშირდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ვინაიდან არ იცოდა არც იმ პატიმრის ვინაობა, ვიზეც სიუჟეტს აკეთებდა, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან ითხოვდა ამ მონაცემებს, რაც სამსახურმა არ გასცა. როგორც სიუჟეტიდან ჩანს, ჟურნალისტმა სიუჟეტი ისე მოამზადა, რომ ვერც პატიმრის ვინაობა გაარკვია და ვერც მოცემული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სიუჟეტის ავტორისთვის, რომ უსაფუძვლო ბრალდებები წამოეყენებინა პენიტენციური სამსახურისთვის და უარყოფითად დაეხასიათებინა გარდაცვლილი. თავის მხრივ, პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ როგორც ყველა სხვა პატიმრის, ასევე მოცემული პირის უფლებებიც სრულად იყო დაცული, მას მიეწოდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაბამისი სამედიცინო სერვისი. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულის სუიციდს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ფაქტის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც მომხდარზე დაიწყო გამოძიება. სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მას მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში იქნება საჭირო", _ ნათქვამია  სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. (R)




 ახალი ამბები
  • როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა„კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ ინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა,   ლევან ... ...
  • აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დაჯარიმდა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერდაშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" ე. წ "რეფორმერი ფიტნესი" აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. N322-ე დადგენილებით დამტკიცებული "იზოლაციისა და კარანტინის წესების" მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 I მუხლის შესაბამისად. ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ქ. ბათუმში რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი". ობიექტი N322-ე დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა. გარდა ამისა, შრომის ინსპექციის მიერ ქ. თბილისში ღამის კლუბების შემოწმებაც განხორციელდა. შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს ,,და ჰაუს რეკორდს”აკრაძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობა. ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2  დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა. შეგახსენებთ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ... ...
  • უბედური შემთხვევა ჩოხატაურში _ ბიჭი ე.წ. "დრაბილკაში" ჩავარდაუბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მდინარე სუფსის ნაპირზე მდებარე ქვის სატეხი საამქროს ე.წ. დრაბილკაში ბიჭი ჩავარდა. იგი მძიმე დაზიანებებით ჩოხატაურის "მედალფას" სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სადაც ჩვენივე ინფორმაციით ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „პაციენტს ჰქონდა მუცლის და გულ-მკერდის ძლიერი ტრავმა ჰქონდა. მუცლის დახურული ტრავმა. დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული. ოპერაციები ჩაუტარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დაზიანებები შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან“, _ გვითხრა მედალფას ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელმა ანტონ ხუნდაძემ. დაღუპული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობდა. ის 37 წლის ... ...
  • უწყლობა ხიდისთავში- როდის მიეწოდება მოსახლეობას წყალიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. სოფელში უწყლობის პრობლემა წყალსადენი მილის დაზიანებას უკავშირდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა განუცხადა. „დილიდან ამ პრობლემის მოგვარებით ვარ დაკავებული. უკვე მესამეჯერ მივდივარ გორთაფონში. ხვალ დილისთვის სოფელს წყალი ექნება“,_ გვითხრა მერის ... ...
  • შსს-ს მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. "ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც. გარდა ამისა, 30 ნოემბრიდან იზღუდება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების პროცედურის განხორციელება, გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე. ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით. ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მზა დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...