სტარსბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს მართლმსაჯულებაში აღმოჩენილი დარღვევები

სამართალი

სტარსბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს მართლმსაჯულებაში აღმოჩენილი დარღვევები

2017 ნოე 24 16:14:08

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების განხილულ საქმეებზე სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკაში ასახულია საქართველოს მონაცემებიც.

 ევროსასამართლოს  მონაცემების  მიხედვით, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებიდან, ანუ 1999 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სტრასბურგის მიერ განხილული 68 საქმიდან მხოლოდ 12 საქმეზე მოიგო სახელმწიფომ. 56 შემთხევაზე კი დადგინდა ადამიანის უფლებათა დარღვევა.

საქართველოს საქმეებზე  68 შემთხვევიდან 52-ში დადგინდა კონვენციის მუხლებიდან, სულ მცირე, ერთი დარღვევა. მხოლოდ ერთ საქმეზე მოხდა მორიგება. სამი შემთხვევა კი  იყო სხვა სახის სარჩელები, როგორიც არის მაგალითად,  რევიზია, წინასწარი პრეტენზიები ან იურისდიქციის ნაკლებობა. ევროსასამართლოს მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებში გამოყოფილია საქმეების რაოდენობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების მიხედვით.

68 საქმიდან ყველაზე მეტი დარღვევა  ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის ეხება, რომელიც  გულისხმობს ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების დაცვას. ეს მუხლი საქართველოში 20 საქმეზეა დარღვეული. სტატისტიკაში 17 შემთხვევა ასახული არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით, რის გამოც საქართველოს მთავრობას  ბრალი დაედო. აგრეთვე, დაფიქსირდა სამართლიანი სასამართლოს უფლების 12-ჯერ დარღვევის ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ 1999 წლიდან 2010 წლამდე  სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან 4373 სარჩელი დარეგისტრირდა. აქედან, სასამართლომ სულ 35 სარჩელზე იმსჯელა განხილული საქმეებიდან 28 საქმეში დაადგინა ევროკონვენციის დარღვევის ერთი ფაქტი მაინც.

გარდა ამისა,  სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ 2016 წელს საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ  ოთხი გადაწყვეტილება გამოიტანა და ოთხივე საქმეში დარღვევები აღმოაჩინა.  

სტრასბურგში განხილულ საქართველოს საქმეებთან დაკავშირებით ,,გურია ნიუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, გია ჟორჟოლიანს, ზაზა პაპუაშვილსა და პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

 

,,ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, სტატისტიკასთან ერთად გასათვალისწინებელია, კონკრეტულად, რომელი წლის საქმეები აქვს განხილული ევროსასამარლოს. მისი თქმით,  საქართველოს ხელისუფლება სისტემის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.

,,ჩვენი სასამართლო სისტემა უკვე კარგა ხანია ამ საქმეების უდიდესი ნაწილია, თუმცა, როცა სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია, კონკრეტულად, რომელი  წლის საქმეებია სტატისტიკაში ასახული, იმიტომ, რომ 25 წლის განმავლობაში სასამართლო  სტემაში არსებული ვითარება შეიცვლა და დღეს კიდევ უფრო მეტ ნაბიჯებს ვდგამთ სისტემის განვითარებისთვის“, _ აცხადებს გია ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა  პაპუაშვილი უნდობლობას უცხადებს ევროსასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. მისი თქმით, ევროსასამართლოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების გამო  სასამართლოს იმიჯი არ უნდა შეილახოს.

 ,,ეს ინფორმაცია  ჩემთვის ახალია, თუმცა, გეტყვით, რომ  სასამართლო და პროცესები  იმიტომ მიმდინარეობს და  არსებობს, რომ ზოგჯერ საქმე წარმატებით ან წარუმატებლობით დასრულდება. ნუ გვაქვს იმის სურვილი, რომ ევროსასამართლოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების გამო ჩვენი სასამართლოს იმიჯი შევლახოთ. იქნებ ისინი სცდებიან. ყველაფერს კომპეტენტური ანალიზი სჭირდება. ყველამ ვიცით, რა იყო უწინ პოლიცია, რა იყო სასამართლო. ცხოვრება მიდის, ყველაფერი იცვლება, უხარვეზოდ, რასაკვირველია, არაფერი მიმდინარეობს, მაგრამ  სასამართლომ  უწინდელ სახეს თავი დააღწია, ამიტომ ნებისმიერი ჩვენგანი უნდა გავუფრთხილდეთ მის პრესტიჟს“, _ ამბობს პაპუაშვილმა

სპერტი სოსო ცინცაძის განცხადებით, სასამართლო სისტემაზე გავლენა ვერც ევროპის რეკომენდაციებმა  და ვერც ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებებმა იქონია. მისი თქმით, დღეს სახელმწიფოსთვის აქილევსის ქუსლად იქცა სასამართლო ხელისუფლება.

,,ქართულ სასამართლოს ვერაფერი მოუხერხა ვერც ევროპის რეკომენდაციებმა და ვერც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებმა. დღეს პოლიტიკური სისტემა ყველაფერზე მიდის, რომ   არ აღიაროს საკუთარ წევრთა  არაკვალიფიციურობა. იუსტიციის მინისტრის  გაპიარებული სასამართლო სისტემა  უშედეგო აღმოჩნდა. თეა წულუკიანი ჩემი სტუდენტი იყო. მას დიპლომატიური აკადემია აქვს დამთავრებული, ჭკვიანი გოგო და კარგი სტუდენტი იყო, მაგრამ  ეს თვისებები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ ეფექტური მინისტრიც გამხდარიყო. მახსოვს 90-იანი წლებიდან,  გამოსახურდიას დროს თუ რა იყო ევროპისა და ამერიის რეკომენდაციების, პირველ ყოვლისა, ეს იყო სასამართლო სისტემის რეფორმირება. რას გულისხმობს სამართლიან არჩევნებს, ნეპოტიზმთან ბრძოლას, სწორი საკადრო პოლიტიკას, კანონის უზენაესობას და ა.შ.  დღეს სახელმწიფოსთვის აქილევისის ქუსლად  იქცა  სასამართლო სისტემა. იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეული კანდიდატთა უმრავლესობა ევროპის სასამართლომ უკან გამოაბრუნა, რაც მისი გადადგომის საფუძველი უნდა ყოფილიყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებამ  არაფრად მიიჩნია  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადება, რომ ის ზეწოლის ქვეშ იყო, მაშინ, როცა მისი განცხადება განგაშის ზარად უნდა ქცეულიყო. სასამართლოებში დღეს არსებული ვითარება კანონზომიერების შედეგია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება“, _  განაცხადა პოლიტოლოგმა




 ახალი ამბები
  • ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვესორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბები.გე-სთან ყვება, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების მორიგი ფაქტი _ დაკავებულია 2 პირიშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს". პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალურ ათეულშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ავტომატურად, ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა უკვე დუბაიში იმყოფება, სადაც ხვალ გლობალური ჯილდოს მფობელი მასწავლებელი  გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობას ლევან თოიძის შვილიც აპირებს _ "რაღაცეებს ველოდები"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობა, საკრებულოს ყოფილი წევრის, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ლევან თოიძის შვილს, სოფო თოიძესაც სურს. როგორც ცნობილი იყო, მას კენჭისყრა "ქართული ოცნების" სახელით სურდა, თუმცა მმართველმა ძალამ არჩევანი დავით მდინარაძეზე გააკეთა. შესაბამისად, სოფო თოიძე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს. "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: "თავიდანვე, ეს გადაწყვეტილება მამაჩემის გამო მივიღე. ვიცი, რამდენიმე რამის გაკეთება სურდა და მინდოდა გამეგრძელებინა მისი საქმე. ახლაც მსურს და ვნახოთ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიმიღია. რაღაცეებს ველოდები", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოიძემ. შეგახსენებთ, რომ  ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი,  ექადია, ცენტრი 3  და ანასეული შედის, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს უნდა ჩატარდეს. ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ "აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ"... ... ...
  • EMC ზვიად რატიანის საქმეზე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება _ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს 22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. "ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსააც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს/  "სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი წლის და სამი თვის თავზეც კი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება, ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას.  ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედება ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.  მინისტრის და უწყების მხრიდან, ყოველ ჯერზე ხაზგასმა ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე, პოლიციასთან ურთიერთობისას გამოყენებულ ლექსიკაზე, მუდმივად ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებაში შეესუსტებინათ თანაგრძნობა და სოლიდარობა ზვიად რატიანის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 2017 წლის დეკემბერში, სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, უწყება სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს უკანონო ქმედებით ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.  რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე.    სამწუხაროა, რომ ზვიად რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა და დაზარალებული პრაქტიკულად უფლების აღდგენის მექანიზმების გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, ზვიად რატიანის სახელით EMC უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", _ აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...