სტაჟირება ჩაითვალოს შრომის სტაჟში - „ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს მიმართავს

სამართალი

სტაჟირება ჩაითვალოს შრომის სტაჟში - „ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს მიმართავს

1 ივლ. 2020, 16:20:47

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტს მიმართავს და აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროცესში, კანონში მკაფიოდ უნდა აღინიშნოს სტაჟირების შრომის სტაჟში ჩათვლის საკითხი და დასაქმებულები, რომლებიც შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას განახორციელებენ სტაჟირების ფარგლებში, უნდა ჰქონდეთ მეტი დაცვის გარანტია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა ფუტკარაძის განცხადებით, ორგანიზაცია მიესალმება საქართველოს შრომის კოდექსში დაგეგმილ მასშტაბურ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2020 წლის მაისში წარედგინა და სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად, სტაჟირების სამართლებრივ რეგულაციასაც ასახავს. საკანონმდებლო ინიციატივის პროექტი არსებითად იზიარებს და ითვალისწინებს ორგანიზაციის წინადადების თავდაპირველ სამართლებრივ სულისკვეთებას და მიზანს. ამასთან, მეტად აკონკრეტებს სტაჟირების ფარგლებს, ვადებს და დამსაქმებლის უფლებებს. ცვლილება სრულად ითვალისწინებს იმ პრინციპს, რომ მხარეთა შორის საჭიროა სტაჟირების ხელშეკრულება. ორგანიზაცია მხარს დაუჭერს წარმოდგენილი ცვლილების განხორციელებას და იმავდროულად, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, კვლავ აქტუალურად მიაჩნია სტაჟირების შრომის სტაჟში ჩათვლის იდეის დაცვაც. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის პროექტის თანახმად:

1.         სტაჟიორი არის ფიზიკური პირი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით;

2.         დამსაქმებელს ეკრძალება სტაჟიორის შრომის გამოყენება იმ მიზნით, თავიდან აირიდოს შრომითი ხელშეკრულების დადება. სტაჟიორი არ ანაცვლებს დასაქმებულს. დამსაქმებელს უფლება არ აქვს აიყვანოს სტაჟიორი იმ დასაქმებულის სანაცვლოდ, რომელთანაც შეჩერდა ან/და შეწყდა შრომითი ურთიერთობა;

3.         არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა - 1 წელს. ერთი და იმავე პირს უფლება აქვს ერთი და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ ერთხელ;

4.         სტაჟიორის და დამსაქმებლის ურთიერთობა რეგულირდება წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ აღწერას სტაჟიორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ.

საკანონმდებლო წინადადება სტაჟირების დეფინიციისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ საქართველოს

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, დღემდე კანონმდებლობა სტაჟირების განმარტებას არ იძლევა, მაგრამ ითვლება, რომ ეს არის არაანაზღაურებადი სამუშაო სწავლის პროცესში, რომელიც გამოუცდელ კადრს პროფესიულ განვითარებას სთავაზობს. დამსაქმებელი, ხშირ შემთხვევაში, სტაჟირებას განასხვავებს ჩვეულებრივი სამუშაოსგან და არსებობს დისკრიმინაციული პრაქტიკა, როდესაც სტაჟიორი დგება ექსპლუატაციის წინაშე. ასეთ ვითარებაში, რთულია შრომითი უფლებების დაცვა, ვინაიდან კანონმდებლობაში არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტი. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების მიზანს წარმოადგენდა შექმნილი კონკრეტული იმპერატიული მოთხოვნები, რომელიც სტაჟირების ხელშეკრულებას უნდა დაეკმაყოფილებინა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ქართულ საკანონმდებლო სივრცეში სტაჟირების სამართლებრივი რეგულირების საკითხის დასმა სწორედ ორგანიზაციის ინიციატივაა, რომლითაც პარლამენტს 2014 წელს წარედგინა. ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადება გულისხმობდა საქართველოს შრომის კოდექსში ახალი მუხლის გაჩენას, რომელიც სტაჟირების სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავდა. საკანონმდებლო წინადადება მოიცავს შემდეგ შინაარს:

1.         სტაჟირება არის განსაკუთრებული შრომითი ურთიერთობა, რომლის დროსაც შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის ხდება სამუშაოს შესრულება ანაზღაურების გარეშე.

2.         სტაჟიორთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, წერილობითი ფორმით, დაიდოს სტაჟირების ხელშეკრულება არა უმეტეს 6 თვის ვადით. დაუშვებელია ამ ვადის გაგრძელება.

3.         მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია დადგინდეს სტაჟირების ანაზღაურება, რომლის ოდენობა და გადახდის წესი, განისაზღვრება ასევე მხარეთა შეთანხმებით.

4.         დამსაქმებელს უფლება აქვს, სტაჟირების განმავლობაში, ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება.

5.         სტაჟირების ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ამ კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6.         სტაჟირების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე, არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ სტაჟირების ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.         სტაჟირება ითვლება შრომით შტაჟში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2015 წლის იანვარში განიხილა. კომიტეტის შეფასებით, სტაჟირების სამართლებრივი საკითხების რეგულაცია საჭიროა, თუმცა „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ რეკომენდაციის მიხედვით, შრომის კანონმდებლობაში მცირემასშტაბიანი ცვლილებების შეტანა მიზანშეწონილი, მოცემულ ეტაპზე, არ იქნებოდა უმჯობესი და სისტემური მიდგომით უნდა განხილულიყო. მსგავსი ცვლილებების შრომითი ურთიერთობების სხვა საკითხებისგან დამოუკიდებლად განხილვა დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით ნაკლებად ეფექტურს გახდიდა. სწორედ ამ მოსაზრებით, კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადებას მაშინ მხარი არ დაუჭირა, თუმცა აღინიშნა, რომ პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, შრომის კოდექსში პაკეტური ცვლილებებისთვის, ინიციატივა დაიხვეწებოდა და გაითვალისწინებდნენ, რაც ობიექტურად მოხდა კიდეც. ორგანიზაციამ შემდგომში მონაწილეობა მიიღო სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ, საქართველოს პარლამენტის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილთან გამართულ შეხვედრებში და განახორციელა წინადადების მხარდაჭერა.

ცნობისთვის: საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები: დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავაა. ინიციატივაზე წამყვანი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია. რაც შეეხება ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადების მომზადების პროცესს, მთლიანად დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში მომზადდა. ორგანიზაციამ 2014 წლის ივლისში შექმნა საკანონმდებლო წინადადებაზე სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა სპეცილისტებით კერძო თუ საჯარო სექტორიდან. კონსულტაციების შედეგად, ორგანიზაციამ საკანონმდებლო ცვლილებისთვის არჩევანი სწორედ სტაჟირების სამართლებრივი რეგულაციის შექმნაზე შეაჩერა.




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...