თანასოფლელის მკვლელობა _ შსს-მ დანაშაული გახსნა

სამართალი

თანასოფლელის მკვლელობა _ შსს-მ დანაშაული გახსნა

7 აგვ. 2018, 11:01:25

თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით, შსს-ს პოლიციის თანამშრომლებმა ზუგდიდში კაცი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევა 6 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში მოხდა. ბრალდებულმა სუფრასთან შელაპარაკების ნიადაგზე 40 წლამდე ასაკის კაცი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ბრალდებულის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 108- ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




 ახალი ამბები
  • საბაჟო საზღვარზე თურქეთის მოქალაქე დააკავესსაქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, რა დროსაც მოხდა მისი მხილება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 299 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო  საბაჟო ღირებულება  35 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ... ...
  • "წყალმა ფიზიკის კანონები უნდა დაარღვიოს და არხში ისკუპოს? ლანჩხუთში სოფელ  ჩიბათში ბოლო პერიოდში გაკეთებული სანიაღვრე არხების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში მომხმარებელი მარიამ კოიძე ავრცელებს. "აქ წყალმა ფიზიკის კანონები უნდა დაარღვიოს და არხში ისკუპოს? "- კითხვას სვამს ის. როგორც მისი კომენტარიდან  ირკვევა აღნიშნული სანიაღვრეები ე.წ. რკინიგზის უბანში გაკეთდა და მოსახლეობაც უკმაყოფილოა განხორციელებული სამუშაოებით. "უკმაყოფილო ვართ, მე და ჩემ მხარეს მცხოვრები ყველა მეზობელი. ასევე უკანა მხარეს მცხოვრებნიც. იმიტომ, რომ სანიაღვრეები გააკეთეს არა იმ მხარეს, სადაც დახრა იყო, არამედ საპირისპირო მხარეს, სადაც მიწა მაღალია. რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ღელე ადიდდება, ჩემ ეზოში შემოვა და წაიღებს ყველაფერს. ასევე წაიღებს ჩემს უკან მცხოვრები ადამიანების ეზოებს, რომელსაც სანიაღვრე არხები არ გაუკეთეს (ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა)" - წერს მარიამი. ... ...
  • აგვისტოში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 32 870 მლნ ლარით გაიზარდაეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის აგვისტო 96,363 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს, რომელიც,  წინა თვესთან შედარებით 32,870 მლნ ლარით მეტია, ივლისში ბანკების წმინდა მოგება 63,493 მლნ ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის სტატისკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში კომერციული  ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 32,843 მლნ ლარი შეადგინა. საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 71,858 მლნ ლარი შეადგინა. როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, წინა თვეში კომერციულმა ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურეობებიდან 30,976 მლნ ლარის შემოსავლი მიიღეს. ასევე ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში სულ ბანკების შემოსავლები  399,955 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 330,845 ლარი. აგვისტოში კომერციული ბანკების ხარჯებმა კი, 293,344 მლნ ლარი შეადგინა. ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგება 953,635 მლნ ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით ქართულ ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ... ...
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4-დან 10 ათას ლარამდე გაიზარდასაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხელფასი 10 000 ლარი გახდა (საუბარია ხელზე ასაღებ თანხაზე). აქამდე ანაზღაურება 4 000 ლარი იყო.საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 22 სექტემბერს მიიღო.მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორის ხელფასი ძალიან დაბალი იყო და მისი გაზრდის შესახებ დიდი ხანია მსჯელობენ."კონკურსის გამოცხადებამდე ჩვენ ჩამოყალიბებული ვიყავით, თუმცა, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ ხელფასი ერთგვარი მოტივატორი არ გამხდარიყო. ვიმსჯელეთ საბჭოში და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ სხდომაზე გაგვეტანა ეს საკითხი. რაც შეეხება ოდენობას, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან გონივრული თანხა. ჩვენ, უბრალოდ, თავს უფლებას ვერ მივცემდით, რომ უფრო მეტით გაგვეზარდა,   არ ვართ კერძო ტელევიზია და ამიტომ გარკვეულ ჩარჩოებში ვზივართ ხელფასებთან დაკავშირებით", - განუცხადა "მედიაჩეკერს" ირინა ფუტკარაძემ კითხვაზე, ახლა, ახალი დირექტორის არჩევის წინ რატომ გაიზარდა დირექტორის ხელფასი.ჩვენს კითხვაზე, მის უფლებამოსილებებში რაიმე ხომ არ იცვლება ან ემატება, რაც წინა დირექტორს არ ჰქონდა, ფუტკარაძემ გვიპასუხა:  “რჩება იგივე უფლებამოსილება, რაც განსაზღვრული აქვს კანონით, ბუნებრივია.  მაგრამ, მე პირადად, ვთვლიდი, რომ საკმაოდ არაადეკვატური (ანაზღაურება) ჰქონდა წინა დირექტორს და შესაბამისად, იმიტომ გაიზარდა, რომ ვინც იქნება ახალი დირექტორი, მას უკვე ჰქონდეს ღირსეული და ადეკვატური ანაზღაურება".შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი უნდა აირჩიოს. კონკურსში სულ 8 განმცხადებელი მონაწილეობდა, თუმცა, დირექტორობისთვის ბრძოლას I ტურის შემდეგ 4 კანდიდატი აგრძელებს. წყარო: ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცაშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა  პრევენციისა და  მათზე  რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.   ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.  არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ  სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება,  წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...