თბილისის საქალაქო სასამართლო საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე მსჯელობს

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლო საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე მსჯელობს

2019 მაი 22 11:15:30

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დროისთვის მსჯელობა მიმდინარეობს.  განსასჯელებს შორისაა „გურიას“ ორი მოქმედი ფეხბურთელი ირაკლი ბაჯელიძე და რატი იმერლიშვილი.

ეს უკანასკნელი მის მიმართ წაყენებულ ბრალს  არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. სასამართლო სხდომის დაწყებამდე „გურიას“ მეკარის ადვოკატმა თქვა, რომ აღკეთი ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს მის დაცვის ქვეშ მყოფისთვის. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება იმერლიშვილის მიერ რაიმე თანხის აღება.

„არცერთი ვიდეო არ არსებობს, სადაც ჩანს მის მიერ თანხის აღება ან მოთხოვნა. არც ფარული ჩანაწერები არაა. პირიქით, ჩანს, რომ მათ ეს არ უნდათ. გარკვეულწილად რჩება შთაბეჭდილება, რომ მიგზავნილია აგენტ-პროვოკატორი, რომელიც მათ პროვოცირებას ახდენს. იმერლიშვილთან მიმართებაში არის მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერი, სადაც საუბარია ბანკის ვალზე“, - აღნიშნა იმერლიშვილის ადვოკატმა სასამართლო სხდომის დაწყების წინ.

ფეხბურთელების საქმესთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქგვერდზე განცხადება გაავრცელა საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ხელმძღვანელობამ.

 „ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა _ ლანჩხუთის "გურიას" ორი ფეხბურთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მატჩების ჩაწყობაში დაადანაშაულა. კლუბის თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ასეთი რამ პირველად მოხდა და შეშფოთებულები და გულნატკენები ვართ მომხდარით. არასახარბიელო სპორტული მდგომარეობის პარალელურად ჩვენი კლუბის სახელის გაჟღერება ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით, უდიდესი დარტყმაა ჩვენი კლუბისთვის. 
ამიტომაც, ყველაფერს გავაკეთებთ, გამოვნახოთ ძალები, სპორტული მდგომარეობის გამოსასწორებლად და უპირველესად იმისთვის, რომ "გურიას" სახელი არასდროს იყოს ნახსენები ისეთ მანკიერ ქმედებასთან, რასაც მატჩის შედეგით მანიპულირება ჰქვია.
ამისათვის კი, მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და შესაბამის ორგანოებთან, რათა ჩრდილი არ მიადგეს დიდი ტრადიციების მქონე საფეხბურთო კლუბ "გურიას" და მთლიანად ქართულ ფეხბურთ“-ნათქვამია კლუბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

 

 

 

 




 ახალი ამბები
  • უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ოზურგეთს ესტუმრა დღეს,  ოზურგეთში სტუმრად იმყოფებოდა  უკრანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი. ის ჯერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შემდეგ კი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გადაინაცვლეს.  აქ  ელჩისსაპატივცემულოდ სახელდახელო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო ანსამბლი  „გურია“,  ფოლკლორული ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ვახტანგური“  და სხვები. მათ  შეასრულეს როგორც ქართული, ისე უკრაინული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. _ მე უკრაინელი ვარ, უკრაინაში დავიბადე და არასდროს მიმღერია, მაგრამ აქ, გურიაში  რომ დავბადებულიყავი, აუცილებლად ვიმღერებდი თქვენთან ერთად, - თქვა მან  უკრანისელჩმა თავის მოკლე ემოციურ მისალმებაში, სადაც ქართველი  და უკრაინელი ხალხის  მეგობრობის და  მათი  ხელოვნების მიმართ  პატივისცემა გამოხატა.  „გურია ნიუსთან“  ამ შეხვედრის შესახებ კომეტარი გააკეთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა,  ალეკო მამეშვილმა: _უკრაინის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს დამეგობრებული საქართველოს და უკრაინის მუნიციპლიტეტებს შორის,  დეტალურად აქვს  ინფორმაცია.  მას უნდოდა, რომ პირადად ენახადა და  გაეგონა კულტურული და ეკონომიკური შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ოზურგეთს გააჩნია. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ოზურგეთში. საუბარი ძირითადად გვქონდა იმ რესურსებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს იგივე ტურიზმთან, ეკონომიკასთან დაკავშირებით  და  თავისთავად კულტურის საკითხებზეც.  მან  გვითხრა, რომ გენიჩესკში ელოდება ოზურგეთის დელეგაციას. ჩვენი წინადადებაც ასევე  იყო , რომ დავიწყოთ ეკონომიკური თანამშრომლობა ამ რეგიონებს შორის. მე დარწმუნბული ვარ რომ ამ პროცესში მისი მხარდაჭერა იქნება მაქსიმალური. ტურიზმის მიმართულებითაც , ვისაუბრეთ რომ უკრაინულ ტურისტულ კომპანიებთანაც   მოეწყოს    შეხვედრა და გვითხრა,  რომ ეს სრულებით შესაძლებელია ან საელჩოში, ან საკონსულოში, რომელიც ახლა ბათუმში გაიხსნა.  გვინდა,  რომ პრეზენტაცია გავაკეთოთ ოზურგეთის  და გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ, - გვითხრა ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - ნაცემია ლევან ხაბეიშვილისპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის შედეგად დაზიანებები მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. ფიზიკური დაპირისპირება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ... ...
  • დეკემბრის ჯილდოები გურიის გუბერნიაშიგურიაში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საჯარო მოხელეებზე და გურიის გუბერნატორის მოადგილეებზე, დეკემბერში, ჯილდოს სახით 18 850 ლარი გაიცა. „2019 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით, პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის ჯილდო გაიცა ერთჯერ, 18850 ლარის ოდენობით. აქვე გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულს დანამატი/ჯილდო არ აუღია. რწმუნებულის მოადგილეებმა კი მიიღეს დანამატი 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით,“ - ვკითხულობთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, ანა კიშინსკის თქმით, ეს ჯილდო მას შემდეგ გაიცა, რაც საჯარო მოხელეებისთვის სპეციალური შეფასებები ... ...
  • პირველი თოვლი ქალაქ ოზურგეთში (ფოტორეპორტაჟი)ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველი თოვლი მოვიდა. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ ოზურგეთში გადაღებულ ... ...
  • „ფული იშოვეთ შენ, ურუშაძემ“ -ასკურავას ბრალდებები ჩინოვნიკების მისამართითლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ტემპერატურამ მაშინ აიწია, როცა ჯერი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხ სხვადასხვაზე მიდგა და საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა კახა ასკურავამ თავის ხმაურიან გამოსვლაში აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა. სწორედ ასკურავას მხრიდან გაჟღერებულ შენიშვნებს  მოჰყვა ურთიერთ ბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. „კორუფციის ბუდე“, „იტყუები“,  „აჟიტირებული ასკურავა“, „კამერების წინ პოზიორობ“ , „სირცხვილია“, „ენას ძვალი არ აქოოო, ისე იქცევი“ ისმოდა შეძახილები  საკრებულოს სხდომაზე. ასკურავამ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიზესა და ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს ზაზა ურუშაძეს საჯაროდ დასდო ბრალი კორუფციაში-„სუფსაში სკვერის გაკეთებით ფული იშოვეთ შენ და  ურუშაძემ, რომელსაც სამ სართულიანი სახლები აქვს წამოჭიმული გრიგოლეთში“ , რაზეც ჩხაიძემ უპასუხა, რომ სირცხვილია მსგავსი განცხადებების ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ქალებს დასდევენ ცოლიანი მამაკაცები

ტყუპები ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან...

პესიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...