ციხის ბუნტი, თეთრაძის წამება, "კასრების საქმე" _ რაშია ბრალდებული მეგის ქარდავა

სამართალი

ციხის ბუნტი, თეთრაძის წამება, "კასრების საქმე" _ რაშია ბრალდებული მეგის ქარდავა

2017 ნოე 2 10:44:56

საქართველოს მთავარი პროკურატურა მეგის ქარდავას დაკავებას ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ქარდავა საქართველოს მთავარი პროკურატურის  შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 1 ნოემბერს დააკავეს.

ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 13 თებერვლიდან  საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.

მეგის ქარდავა იძებნებოდა საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი არაერთი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე. კერძოდ: მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები და მისჯილი აქვს  3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე),  სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით.  მისჯილი აქვს  7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულია ე.წ „კასრების“ საქმეზე,  საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 მსჯავრდებული ბ.რ.-ს წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის  „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს  3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“,  ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 პროკურატურის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილება მ.ქარდავას  ბრალდების ხუთი სისხლის სამართლის საქმე:  სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;  ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით;   საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის დროს ჩადენილი მალხაზ არქანიას წამების საქმე, სადაც ბრალდებულია  საქართველოს სსკ 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით; ელბერდ კობერიძის თავისუფლების აღკვეთისა და წამების საქმე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილით.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავა მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.

 _ ამჟამად მეგის ქარდავას მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები, _ აღნიშნავენ პროკურატურაში.




 ახალი ამბები
  • რას ემყარება ოზურგეთელ პარტიულ ლიდერთა და ახალი მოძრაობის დაფუძნების მსურველთა განცხადებები2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოზურგეთში მოქმედი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, როგორც თავად აღნიშნავენ, განსაკუთრებით ემზადებიან ამ არჩევნებისთვის. შეინიშნება სხვადასხვა აქტივობები. ხელისუფლების საქმიანობის მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, ხშირად ისმის პოზიტიური შეფასებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გამო, თუმცა, ამას, ძირითადად, საკუთარ აქტივობას და "გავრილოვის ღამედ" წოდებული, 20 ივნისის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ. ოპოზიციური პარტიების გარდა, აქტივობა იგრძნობა ისეთი ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც ახლა აპირებენ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას და როგორც თავად ამბობენ, "აქვთ ამბიცია, მამულიშვილური სიტყვა თქვან". _ წინასაარჩევნო წელია და პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისა და ახალი პოლიტიკური სპექტრის ჩამოსაყალიბებლად. პარტიები შეეცდებიან, ღირსეული ადამიანებით შეავსონ სია და ქმედითი, რეალური პროგრამები შესთავაზონ მოქალაქეებს. მოლოდინი დიდია. დიახ, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული, ახალი და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პარლამენტი. იქმნება შტაბი. ვივსებით ახალი შემადგენლობით, ვგეგმავთ სამოქმედო, მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებს. მომხრეები და თანამოაზრეები გვყავს, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებთ არჩევნებში მიღებული პროცენტული რაოდენობის დასახელებისგან _ "საქმემან ჩვენმა წარმოგვაჩინოს", _ კომკავშირული პატაკივით მოგვაწოდა საკუთარი აზრი "ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რეზი ხუნდაძემ, რომელიც 23 წლისაა და არც გაემტყუნება ენთუზიასტის პოზიციაზე ყოფნა. რა ხდება "ევროპული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის შემადგენლობაში? _ ბოლო არჩევნებში ჩვენმა პარტიამ ოზურგეთში ხუთი ათასამდე ხმა მიიღო. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო დიდი აქტივობაა. უფრო სწორად, ჩვენ არასდროს ვჩერდებით _ სულ გავდივართ ხალხში, ქალაქში, სოფლებში. ვეცნობით, რა საკითხებია მოსაგვარებელი, რა უჭირს ხალხს, ხშირად საკრებულოს სხდომებზეც ისმება საკითხები ჩვენ მიერ მიწოდებული პრობლემების შესახებ. ასევე, პარლამენტშიც კი გაჟღერდა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, როცა გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 7 მილიონი დარჩა აუთვისებელი. ამ თანხით შეიძლებოდა პენსიონერებისთვის 30-ლარიანი დანამატის გაკეთება, თუმცა, ვერასდროს მივაღწიეთ, რომ საპენსიო დანამატის ფონდი შეგვექმნა. სამომავლოდ მაინც ვეცდებით. რას ვაკეთებთ ახლა? 15 სექტემბერს იყო ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ საპარლამენტო სიის ფორმირების წესი. ეს ძალზე საინტერესოა და ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჯობს, სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა ვმუშაობთ სოფლების და ქალაქის პირველად ორგანიზაციებთან მომავალი არჩევნებისთვის კომისიის წევრების, კოორდინატორების და აგიტატორების შერჩევასთან დაკავშირებით. ამ წუთში ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ვიბრძვით იმისთვის, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში და მხარი დავუჭიროთ კოალიციური მთავრობის შექმნას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ძალისმიერ, რევოლუციურ სცენარებს ხელისუფლების შესაცვლელად და მხარს ვუჭერთ მისი მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლას. ჩვენი განცხადება ემყარება ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას, რომელიც ხალხთან ერთად მივიღეთ და სამომავლოდ საქმის უკეთესობისკენ შესაცვლელად უნდა გამოვიყენოთ, _ გვითხრა "ევროპული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ გოგოტიშვილმა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის პოზიტიური ნაბიჯი, რასაც მხარს უჭერენ, თუმცა, თქვა ისიც, რომ მთავრობა "გავრილოვის ღამის" შემდეგ იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა. _ ჩვენმა პარტიამ შეაგროვა 200 ათასზე მეტი ხელმოწერა, სწორედ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. ეს იყო ჩვენი ინიციატივა, ითხოვდნენ სხვა პარტიებიც. შეგვეძლო ბევრად მეტი ხელმოწერის შეგროვება, თუმცა, აღარ გახდა საჭირო, _ თქვა გოგოტიშვილმა. ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში უფრო კატეგორიული არიან და მიიჩნევენ, რომ "მმართველ ძალას _ "ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჯიბეში ჰყავს ჩასმული მოსყიდული ამომრჩეველი": _ პროპორციული არჩევნების წესზე გადასვლას ვეთანხმებით და მოგვწონს, მაგრამ ისე არა, როგორც პარლამენტმა გადაწყვიტა. ამავე დროს უნდა ყოფილიყო ბარიერი და ასევე, სავალდებულო არჩევნები, როცა მოქალაქე ვალდებული იქნებოდა, მისულიყო არჩევნებზე და გამოეხატა თავისი ნება. ახლა "ოცნებას" და "ნაცებს" ჯიბეში ჰყავთ ჩასმული 150-ლარიანი აქტივისტები და ყველა არჩევნებზე ასე გადიან ფონს, ხმის მისაცემად კი მოქალაქეთა 60 პროცენტი არ მიდის. სწორედ ამ არმისვლას დაუსვამდა წერტილს სავალდებულო არჩევნები. ამ წუთებში ჩვენ ვაქტიურობთ სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ყველგან გვბლოკავენ. განსაკუთრებით _ ცენტრალური ტელევიზიები. ან იმ დოზით უშვებენ ეთერში ლეიბორისტთა ლიდერების გამოსვლებს, რამდენადაც თავად აძლევთ ხელს. მხოლოდ ფეისბუქსივრცე, სოციალური ქსელია ჩვენთვის ხელმისაწვდომი. ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ვერასდროს პროგნოზს ვერ გააკეთებს, რამდენი ადამიანი მოგვცემს ხმას და ეს იმიტომ, რომ ჯიბეში არ გვყავს ჩასმული ელექტორატი. ყოველთვის ვართ ამომრჩევლის და ღვთის ნებაზე. 22 წელია, ასე ვართ და ვერავინ იტყვის, რომ ამომრჩეველი ფულით მოვისყიდეთ. პროგნოზზე რა გითხრათ?! ვერ გეტყვით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვიქნებით, თუმცა, ვიბრძოლებთ კოალიციური მთავრობის შექმნისთვის. ჩვენი მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებთან ერთად, სულ იქნება სავალდებულო არჩევნები, რომელიც გამორიცხავს მოსყიდვას, ძალადობას და შანტაჟს ამომრჩეველზე. როცა მოქალაქე კანონით იქნება ვალდებული, წავიდეს არჩევნებზე, რაც დაკანონებულია, როგორც ევროპაში, ისე აზიის ქვეყნებში, გაყალბება გამოირიცხება, _ გვითხრა "ლეიბორისტული პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დათო მამალაძემ, რომელიც ამავდროულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ გვითხრა, რომ ახლა დრო არ აქვს და საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო სამზადისზე უახლოეს მომავალში გვესაუბრება. პარტიების გარდა, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ახალი მოძრაობის დასაფუძნებლად ემზადებიან და ამბობენ, რომ აუცილებლად ექნებათ სამოქმედო გეგმა, საკუთარი კონცეფცია ქვეყნის განვითარების შესახებ, თუმცა, აკეთებენ მკვეთრ განცხადებებსაც, რა იქნება მათი მოძრაობის მთავარი მიზანი. ოზურგეთელი ლევან ჯინჭარაძე, რომელიც ახლა ბათუმში ცხოვრობს, პროფესიით ეკონომისტია, 13 წლის განმავლობაში ნოვოსიბირსკში ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა და 2012-14 წლებში ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი იყო, ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები უახლოეს პერიოდში აპირებენ, დააფუძნონ ახალი მოძრაობა, რომელიც მამულიშვილებით დაკომპლექტდება (ლევან ჯინჭარაძე შპს "კომბინირებული საკვები გრანულების" დამფუძნებელია, რომელიც, მისი თქმით, "თი ბი სი ბანკმა" უსამართლო გზით გააკოტრა. ამის შესახებ ორი თვის წინ წერდა "გური ნიუსი". ავტ.): _ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავაფუძნოთ ახალი მოძრაობა და მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში. უპირველესი მიზანი ისიც იქნება, რომ მამუკა ხაზარაძეს და მის "ლელოს" დავხვდეთ ყველგან, სადაც მივლენ და დავუსვათ კითხვას, კონკრეტულად, რა პოლიტიკური განაცხადით მოდიან ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, აჭარა-გურიის რეგიონში. მე მქონდა საწარმო, როგორიც არავის გაუკეთებია მას შემდეგ, რაც 250-მილიონიანი სახელმწიფო დაიშალა. ხაზარაძემ ეს უსამართლო დამოკიდებულებით დამინგრია. ჩვენ, მე და ჩემი მეგობრები ვქმნით მოძრაობას, საიდანაც შევეცდებით, კორექტულად, არგუმენტირებულად ავუხსნათ საქართველოს მოსახლეობას, რატომ არ უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში ხაზარაძე და მისი გუნდი, მათ იდეოლოგიური შეუთავსებლობა აქვთ ჩვენს სამშობლოსთან. საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ მათ არ უნდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება და ამას არგუმენტებით დავასაბუთებთ. ჟოლოთი და მოცვით აშენებული ქვეყანა ვინ ნახა? მილიონები იხარჯება არაფრისმომცემ პროექტებში. მარტივად რომ ვთქვათ, მიწის ხვნას და სერიოზულ საქმის კეთებას არავინ აფინანსებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარებისთვის საჭიროზე მეტი ბიუჯეტი აქვს, თუმცა, უმეტესად არაფრისმომცემ პროექტებში იხარჯება. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, _ ამბობს ლევან ჯინჭარაძე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოზურგეთში მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები აქტიურობენ და სურთ ახალი მოძრაობის დაფუძნება, თუმცა, მათ ამჯერად აღნიშნულის შესახებ საუბარი არ ... ...
  • "ჯურუყვეთს წყალი, გზა და გაზი არ ეღირსა!""სოფელ ჯურუყვეთს, ისევე, როგორც საქართველოს სხვა სოფლებს, პრობლემები თითქმის ერთნაირი აქვს _ უგზოობა, უწყლობა. ვინც კი მოვიდა ხელისუფლებაში იწყებს ‘’შენებას’’, ‘’კეთებას’’, მაგრამ მაინც ერთი და იგივეა ყოველთვის საკეთებელი. რა გვჭირს?" _  სოციალურ ქსელში ძველ, 2017 წელს, თვითმმართველობის  არჩევნების წინა პერიოდში გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს სოფლის მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანჩხუთის საკრებულოში ნონა მურვანიძე და იქვე წერს, რომ ეს პოსტი დღესაც აქტუალურია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის მოსახლეობისთვის რომ წყლის პრობლემა ერთ-ერთი მთავარია, სოფლის მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატს მისი სახელისა და გვარის თანამოზიარე ფეისბუქ მეგობარიც ეთანხმება: "უპატრონოდაა სოფელი! უწყლობა ეს დიდი პრობლემაა. იყო წყალი და გაანადგურეს. ნუთუ, არავინაა ისეთი ადამიანი, ამ პრობლემას რომ მოაგვარებს? ხალხი კოსმოსში გაფრინდა და ამისთანა მილიონი რამ გაკეთდა, ჯურუყვეთს კი წყალი, გზა და გაზი არ ეღირსა, პაპუასებში ხომ არ ვართ?!" _ წერს ნონა მურვანიძე. "ჩვენთვის არც ერთი მთავრობა არ ყოფილა, თითქოს საქართველოს ნაწილი არ ვიყოთ. ერთი პრობლემა არ მოხსნილა", _ წერს იქვე კიდევ ერთი ფეისბუქმომხმარებელი მელანო თავართქილაძე. იმას, რომ ჯურუყვეთის მოსახლეობას წყალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს  "გურია ნიუსთან" საუბრისას ადასტურებს საკრებულოს მოქმედი წევრი და ამ სოფლის  მკვიდრი ამირან გიგინეიშვილი, რომლის თქმით, წყლის მიწოდების პრობლემა, ფაქტობრივად, სოფლის ყველა უბანს აქვს _ "ან საერთოდ არაა წყალი, ან  შეფერხებებით ხდება მიწოდება". ჯურუყვეთის მოქმედი დეპუტატის, სპარტაკ კვაჭაძის თქმით კი, გასულ წელს სოფელში  200-ზე მეტ ოჯახს მოუგვარდა წყლის მიწოდების პრობლემა და ამ კუთხით დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება დამდეგი  2020 წლისთვისაცაა დაგეგმილი:  "2018  წელს გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტით, დაახლოებით, 215 ოჯახს მოუგვარდა უწყლობის პრობლემა. სამომავლოდაც არის შესაბამისი უწყებებიდან დაპირება, რომ გახორციელდება საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტი და ჯურუყვეთში თითოეულ მოსახლემდე მივა წყალი". დეპუტატისვე ინფორმაციით, გარდა აღნიშნული პრობლემისა, მომავალი წლისთვის ჯურუყვეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელებაცაა გეგმაში: "2020 წელს სოფელ ეწერიდან ჯურუყვეთის რკინიგზის გადასასვლელამდე  უნდა გახორციელდეს გზის სრული რეაბილიტაცია, ამასთან ეტაპობრივად მოწესრიგდება  სოფლის შიდა გზებიც", _ ამბობს სოფლის მაჟორიტარი. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიის პასუხს მოქალაქეთა მხრიდან ზემოთ გამოთქმულ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, თითქმის სოფლის დეპუტატის პოზიციის იდენტურია: "ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 2018 წელს დაიწყო წყალმომარაგების სამუშაოები, რითაც 215 ოჯახს მოუწესრიგდა წყლის პრობლემა. ამ დროისთვის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და 2020 წელს დაიწყება სამუშაოები, რომელიც ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულს მთლიანად მოიცავს", _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • როდის მოგვარდება კალაგონში უწყლობის პრობლემაკალაგონი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის თემში შემავალი სოფელია. მდინარე ხევისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 360 მეტრზე მდებარე სოფელში 2014 წლის აღწერით სულ 33 ადამიანი ცხოვრობს. თამუნა ხუნდაძე ერთ-ერთი მათგანია. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სოფელში ბევრი პრობლემაა, თუმცა, ყველაზე მეტად ადგილობრივებს უწყლობა აწუხებთ: _ უმუშევრობა, გაჭირვება, ცუდი გზა და უწყლობა _ ეს კალაგონის რეალობაა, _ ამბობს თამუნა. მისივე თქმით, სოფელი მთელი წლის განმავლობაში უწყლოდ იყო და პრობლემა მხოლოდ ერთი თვით მოგვარდა: _ მთელი წელიწადი უწყლოდ ვიყავით. აგვისტოს დასაწყისში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოგვარდა ეს პრობლემა, თუმცა, სექტემბრის ბოლოს, სტიქიის შედეგად მიწის ნაწილი ჩამოიშალა და ისევ უწყლოდ დავრჩით, _ აღნიშნა თამუნამ. ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა არასწორად დაიხარჯა: _ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად და მოსახლეობის უმეტესობასთან შეუთანხმებლად დაიხარჯა. შესაძლებელი იყო, მეტი მოხმარებოდა წყალსადენ სისტემას და არ შეიქმნებოდა წყალზე ბევრი პრობლემა. ნაწილი თანხით შეძენილი რეზინის მილები არ შეესაბამება სტანდარტებს. დაბრუნებული დღგ-ს ფულით ჯობდა ისევ მილები შეგვეძინა და სხვა მონაკვეთები შეგვერემონტებინა _ სადაც მეტი საფრთხე იყო მილების დაზიანების, _ ამბობს თამუნა. მისივე ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობის შეთანხმებით, გამოყოფილი თანხა ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, თუმცა, ასე არ მოხდა: _ ეს სოფელი იყოფა ორად. შეთანხმებით, თანხაც ორად უნდა გაყოფილიყო, მაგრამ დაანგარიშებით სოფლის იმ მხარეს, სადაც წყლის მაგისტრალი დაზიანებული იყო, მოხმარდა ერთ მესამედზე ნაკლები. მეორე მხარეს კი თანხის ორი მესამედი წავიდა. ჩემი აზრით (და არა მხოლოდ ჩემი), თანხის ასეთი გადანაწილება მოხდა იმის გამო, რომ სოფლის მეორე მხარეს მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს და რა თქმა უნდა, მათ მეტი ყურადღება ექცევათ, _ აღნიშნა თამუნა ხუნდაძემ. გარდა ამისა, ხუნდაძე ამბობს, რომ მოსახლეობისთვის შიდა გაყვანილობის გასაკეთებლად დარიგებული მილები უვარგისი აღმოჩნდა: _ ჩვენ მოგვცეს რეზინის წვრილი დიამეტრის მილები შიდა გაყვანილობისთვის ანუ ეზოებში შესაყვანად, რაც გამოუსადეგარია და მე პირადად უკან უნდა დავაბრუნო, _ ამბობს თამუნა, რომლის თქმით, მუნიციპალიტეტის მერი მათ სოფელში არ დადის: _ მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს თითქმის ყველა სოფელში ჩვენს გარდა. ამიტომაც, ვერ მოვახერხე, პირადად მოვახსენო რიგი პრობლემები. რატომ ვართ ყოველთვის ბოლო, ვერც ეს გავარკვიე, _ აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი. ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს ყველა სოფელში მართავს და გამონაკლისი არც საჭამიასერი ყოფილა: _ ნებისმიერ დროს მზად ვარ, შევხვდე ყველას და ნებისმიერ საკითხზე ვესაუბრო. ჩვენ სისტემატურად ვმართავთ შეხვედრებს სოფლებში და გამონაკლისი არ საჭამიასერი ყოფილა. არა მგონი, ვინმეს ჩემთან შეხვედრა უნდოდეს და პრობლემა შექმნოდეს, _ გვითხრა კუჭავამ. მისივე თქმით, კალაგონში არსებული პრობლემის შესახებ საქმის კურსშია და მოგვარებაც უკვე დაწყებულია: _ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში თანხა ყველგან ფორმულის შესაბამისად გამოიყო და განაწილდა მოსახლეობასთან შეთანხმებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შესაბამისი ოქმების ნახვა _ პროექტები გახორციელდა მოსახლეობის სურვილისამებრ. ასე მოხდა კალაგონში, სადაც მოგვარდა უწყლობის პრობლემა, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებულმა მეწყერულმა პროცესებმა სხვა პრობლემა წარმოაჩინა _ დაზიანდა მიწაში ღრმად ჩამარხული ის მილები, რომელსაც პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია არ ჩატარებია, თუმცა, უკვე დავიწყეთ გაკეთება და უახლოეს დღეებში კალაგონში წყლის მიწოდება აღდგება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის ... ...
  • "ბუტკების" აშენება ახლა შეიძლება, ხომ?"ოზურგეთში მოუწესრიგებელი გარე ვაჭრობის თემა მუდამ დღის წესრიგში დგას. გამუდმებით ისმის გაუთავებელი წუწუნი და დავა გარე მოვაჭრეებისა, რომლებიც შეთავაზებულ დახლებსა და ბაზრის შიდა ტერიტორიაზე შესვლაზე, უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, სულ უარს აცხადებდნენ იმ მოტივით, რომ იქ ვაჭრობა არ არის ხელსაყრელი, მყიდველი ნაკლებად შედის ან საერთოდ არ შედის. თავის მხრივ, პრინციპს არ უხვევს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, სადაც ამბობენ, რომ გარე მოვაჭრეები მუდმივად თავის ნებაზე იქცევიან, მაშინაც კი, როცა გარკვეული მონაკვეთების მოწესრიგება ხდება და მათ არავინ ეხება. ახლახან "გურია ნიუსის" რედაქციას გარე მოვაჭრე შოთა შაქარიშვილი აფექტურ მდგომარეობაში მყოფი ეწვია _ ასაკოვანი კაცი შველას გვთხოვდა, თან ისიც გვითხრა, რომ სახალხო დამცველის ოფისში იყო: "სახალხო დამცველის ოფისში ვიყავი და ახლა აქ მოვედი. ძლივს ვგდავარ ფეხზე _ დამცხა, იმდენი ვირბინე. არ გვაყენებენ გარეთ. ბევრჯერ დაგვეხმარეთ, მაგრამ ახლაც მოგვეშველეთ! მოვიდნენ და ნაგვის ურნაზე მიაბეს ლენტი. მწვანილს ვყიდი და თავს ამით ვირჩენ. სიკვდილს არ მაცლიან", _ გვითხრა აღელვებულმა შოთა შაქარიშვილმა (მკითხველს შევახსენებთ, რომ შოთა შაქარიშვილის შესახებ "გურია ნიუსში" მრავალი წლის განმავლობაში იწერება სტატიები. ავტ.), რომელიც ყოველთვის უკმაყოფილოა და ითხოვს, სადაც სულ თავიდან იდგა, იმ დახლთან დააყენონ, თუ არა და, იდგება ქუჩაში და აქ მაინც არ შეეხონ. _ რა უნდა შაქარიშვილს? ვინმე მისდევდა, რომ გაიქცა? ვინმე გაეკიდა? ჩიტაიშვილის გუბერნატორობის დროს რომ ბაზარი დაინგრა, ითხოვს, იქ რომ დახლი მქონდა, იქ დამსვითო. ვინ ებრძვის? აქეთ მოგვდევს. გავივლი _ მაგინებს, გამოვივლი _ მაგინებს. ძალიან ბევრს ვითმენ... დგას ქუჩაში, როგორც უნდა. ახლა ცხრა აპრილი ქუჩის კეთილმოწყობა ხდება. ფიქრობს, რომ მას ვებრძვი. იქ სამშენებლო მასალა იყო შესატანი, ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია აკეთებს საქმეს. ადგილზე იმდენი მანქანა დგას, აუცილებელი გახდა დროებით იმ ტერიტორიის გადაკეტვა, რომ ადგილზე სამშენებლო მასალა მიგვეტანა. შაქარიშვილისთვის არაფერი გვითქვამს _ ვინც ქოლგებით და დიდი მანქანებით იდგა, მათ ვუთხარით, რომ დროებით იქაურობა დაეტოვებინათ. ლენტი იმიტომ გავჭიმეთ, რომ არ შესულიყვნენ ერთი დღით. შაქარიშვილი გაგვეჭიმა, იმათ რატომ უთხარით, არ დადგეთო. სულ იგინება... ახლა მოწესრიგდება იქაურობა და შემდეგ გამოიყოფა ყველასთვის ადგილები. კეთდება ღია დახლები და რა უნდა? მბრძანებლის სტატუსი აქვს რაიმე, რომ როგორც მას სურს ისე მოვიქცეთ? თავნებობა აკლია მაგას? მაინც თავის ჭკუაზე დგას იქ, როგორც უნდა, _ უთხრა "გურია ნიუსს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა შუქრი გაბრიჩიძემ. შოთა შაქარიშვილისგან განსხვავებით, საკუთარი ვინაობა არ გაგვიმხილეს გურიის ქუჩაზე მდგარმა გარე მოვაჭრეებმა. _ ჩვენ ყველას ერთი აზრი გვაქვს _ "ბუტკების" აშენება ახლა შეიძლება, ხომ? აკი სიორიძის დროს არ შეიძლებოდა?! მოათრიეს რაღაც "კიოსკის" კონსტრუქციები, დააყუდეს "პსპ"-ს აფთიაქის უკან და იქ უნდათ შეგვყარონ მაკულატურასავით. გაზეთები თუ დაეტევა იქ? ჩვენი "ტავარით" იქ როგორ მოვთავსდებით? აგერ, ჩვენ უკან კედელი რომ ამოაშენა ვიღაც ბიზნესმენმა, იცით, ეს ადგილი ვისი იყო? კოტე შარაშენიძის. მოიკითხეთ. ჩვენ გვინდოდა ყიდვა და არ დაგვითმო. მას საიდან ჰქონდა? მაგ "ბუტკებში" ჩვენ არ შევალთ, დააყუდონ და ჰქონდეთ, _ ბრაზობდნენ ისინი. _ სიორიძის წინააღმდეგ მაშინ ყველა გარე მოვაჭრე გამოდიოდით. ახლა იხსენებთ და ამართლებთ? _ ჩვენ იმიტომ ვიხსენებთ, რომ მაშინ თუ არ შეიძლებოდა, ახლა რატომ აკეთებენ? დაუჩემებიათ, ღია დახლებიო. "ბუტკის" ხსენება არ უნდათ და ახალი ტერმინი მოიგონეს. წამოდით და ნახეთ _ "ბუტკის ჩონჩხია". გინდა დახლი დაარქვან და გინდა _ სახლი, _ გვითხრეს გარე მოვაჭრეებმა. ჩვენ ადგილზე მივედით და მათ მიერ მითითებული კონსტრუქცია გადავიღეთ. როგორც შუქრი გაბრიჩიძემ გვითხრა, აქ რამდენიმე ასეთი "ღია დახლი" დაიდგმება. კითხვაზე, ზამთარში როგორ უნდა იმუშაონ ღია სივრცეში, გაბრიჩიძემ ასეთი პასუხი გაგვცა: ქუჩაში რომ ტროტუარზე დგანან, იქ როგორ მუშაობენ? ხალხი ტროტუარზე ვერ გადაადგილდება! გარე მოვაჭრეები ამბობენ იმასაც, რომ აქ გადასახადს დაუწესებენ და ასე მუშაობას ვერ შეძლებენ. შუქრი გაბრიჩიძის თქმით კი ჯერჯერობით, გარე ვაჭრობაზე გადასახადი არავის დაუწესებია და ესეც საბაბია ან მათი ვარაუდი. 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების და გარე მოვაჭრეთა პრეტენზიის შესახებ, "გურია ნიუსმა" კითხვით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის პრესსამსახურიდან ასეთი პასუხი მოგვაწოდეს: "ოზურგეთში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე მოვაჭრე გარე მოვაჭრეებისთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად და ამავე ტერიტორიაზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ოზურგეთის მერია 9 აპრილის ქუჩაზე გეგმავს ღია ტიპის, გადახურული სავაჭრო დახლების მოწყობას. ეს იქნება კეთილმოწყობილი ლითონის კონსტრუქციები. გარდა ამისა, მიმდინარეობს 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია, ამორტიზებული ტროტუარების მოწყობა და ბეტონის დეკორატიული ფილების მონტაჟი. სამუშაოების გამახორციელებელია შპს "მშენებელი", _ წერია ოზურგეთის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებულ ... ...
  • შვიდსულიანი ოჯახი, რომელსაც ქვეწარმავლებით სავსე სახლში უწევს ცხოვრება, დახმარებას ითხოვსლანჩხუთში, ვადაჭკორიას ქუჩაზე სოციალურად დაუცველ მამედოვების შვიდსულიან ოჯახს, რომელთაგან ოთხი მცირეწლოვანია, ქვეწარმავლებით სავსე სახლში უწევს ცხოვრება. მამედოვების ავარიული სახლი ორი ოთახისგან შედგება. ამ სახლის გარდა ეზოში ნახევრად დანგრეული კიდევ ერთი შენობაა, რომელსაც, როგორც ოჯახის დიასახლისი ნესტან ტყეშელაშვილი გვიხსნის, სამზარეულოდ იყენებს. თუმცა, იმის გამო, რომ ზამთარში აქ წყალი დგება, ხშირად საჭმლის მომზადება ღია ცის ქვეშ უწევს. "სახლში ისედაც სივიწროვეა _ შვიდი სული ძლივს ვეტევით. ეს ორი ოთახი ჩვენთვის საძინებელიცაა, მისაღებიც და სასადილოც, ამიტომ საჭმელს ქვევით ვამზადებ. ზამთარში კი ხშირად გარეთ, ეზოში მიწევს საჭმლის კეთება, რადგან ამ ე. წ. "კუხნაში" წყალი დგება და შიგ ვეღარ შევდივარ. სახლს, ფაქტობრივად, საძირკველი არ აქვს. კიბეც ისეა დაზიანებული, სადაცაა ჩავარდება. მერია სახურავით კი დაგვეხმარა, მაგრამ ეს არ შველის ჩვენს პრობლემას. შენობა სტიქიამ დააზიანა და ავარიულია. როცა წვიმს, წყალი ამოსასვლელ კიბეს ფარავს, ოთახების ქვემოთ მუდმივად წყალი დგას და დანესტილია ყველაფერი. ეზოში, ნებისმიერ ადგილას, ცოტაც რომ ამოთხაროთ მიწა, წყალი ამოდის, ისეა გაჟღენთილი. ფაქტობრივად, დაჭაობებულია აქაურობა. სინესტის გამო ბავშვებიც ხშირად ავადმყოფობენ, უფროსებზე აღარაფერს ვამბობ. ახლაც ორი ბავშვი მყავს ავად _ 120 ლარის წამალი დაჭირდათ. სახლში ქვეწარმავლები შემოდიან, მუდმივ შიშში ვართ, რომ ბავშვები არ დაკბინონ. როგორც კი შებინდდება, მორიელები იწყებენ გამოსვლას, საღამოობით ნადირობა გვაქვს მათზე გამოცხადებული. ვინ იცის, დღეში რამდენს ვკლავთ", _ გვიყვება ოჯახის დიასახლისი ნესტან ტყეშელაშვილი და ქილაში გამომწყვდეულ მორიელებს გვიჩვენებს. მისი თქმით, მათი ოჯახის პრობლემის შესახებ ინფორმირებულია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა: "მერიაში კარგად იციან ჩემი ოჯახის პრობლემის შესახებ. სახლის გადასახური მასალა კი მოგვცეს, მაგრამ ავარიულ კედლებსა და მორყეულ საძირკველს რა მოვუხერხო შიშველი ხელებით?! შემომთავაზეს ქირავნობის პროგრამაში ჩაგსვამთო. 100 ლარს იძლევიან თვეში, აქედანაც 20 ლარი იქვითება და ამ ფასად სად ვიშოვი ბინას?! თანხის დამატების საშუალება არ მაქვს _ ოჯახის არც ერთი წევრი არ ვმუშაობთ და მთელი ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობა და შშმ ბავშვის პენსიაა".  მამედოვების ოთხი მცირეწლოვანი ბავშვიდან ყველაზე უფროსი ექვსი წლისაა, ერთ-ერთი კი შშმ პირია და სახელმწიფოსგან შესაბამის დახმარებასაც იღებს. "ჩემი ერთი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა _ ვერ საუბრობს, სიარულიც ახლახანს შეძლო მკურნალობის შემდეგ და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. ოთხივე ბავშვი მცირე ასაკისაა _ ყველაზე უფროსი პირველ კლასშია. სამსახურის შოვნის საშუალებაც რომ იყოს, ბავშვების გამო სახლიდან გასვლას ვერ ვახერხებ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, როგორი ყურადღება სჭირდება შშმ ბავშვს. მთელი ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობა და ბავშვის პენსიაა. უფასო სასადილოთიც ვსარგებლობთ, თუმცა, აქ მხოლოდ ერთ წევრზე გვეძლევა ულუფა. ჩემს მეუღლეს ფეხი ტკივა და ფიზიკურ შრომას ვერ ახერხებს, დედამთილს კი დიაბეტი აქვს და იქეთ საჭიროებს ყურადღებას. საჭმლის ფულს არ ვითხოვთ _ როგორღაც ვახერხებთ თვიდან თვემდე თავის გატანას, უფროსებს კი გვიწევს ბევრი რამის დათმობა, მაგრამ ვცდილობთ, ბავშვებს მაინც არ მოვაკლოთ აუცილებელი და მათთვის საჭირო. ჩემი ოჯახის მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართია. არ მინდა, ჩემი შვილები ნესტისგან დაავადმყოფდნენ და მუდმივად ქვეწარმავლების დაკბენის შიში მქონდეს. ნუთუ, არ შეიძლება, რაიმე საშუალება გამოინახოს და დაგვეხმარონ _ ასე განწირულები ხომ არ უნდა ვიყოთ ქვეწარმავლების დასაკბენად?!" _ ამბობს ოთხი შვილის დედა, რომელსაც მძიმე ყოფით პირობებში უწევს მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდა. მამედოვების პრობლემასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" კომენტარისთვის ლანჩხუთის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ 2015 წელს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახი ჩართული იყო დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამაში, თუმცა, თავისივე ინიციატივით შეწყვიტა პროგრამით სარგებლობა, ხოლო განმეორებითი შეთავაზებისას უარი განაცხადა. მერიამ სრული სია მოგვაწოდა, თუ რა სახის დახმარება მიიღო წლების განმავლობაში აღნიშნულმა ოჯახმა: "2019 წელს, აგვისტოში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა საბა მამედოვის სარეაბილიტაციო 10-დღიანი კურსი. დახმარების თანხა ბენეფიციარსა და მის თანმხლებ პირზე (ნესტან ტყეშელაშვილი) შეადგენდა დღიურ 35 ლარს. საერთო ჯამში, მამედოვის ათდღიანი სარეაბილიტაციო კურსი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა 700 ლარით. 2018 წლის დეკემბერში აღნიშნულ ოჯახს საშეშე მერქნის შესაძენად ანგარიშზე ჩაერიცხა 100 ლარი. 2018 წელს გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით. 2018 წლის ივლისში ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახის წევრზე (დედამთილზე) საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად გაიცა დახმარება 700 ლარის ოდენობით. 2017 წლის მარტში გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობით. 2016 წელს გაეწია გადაუდებლად ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობით. 2016 წლის ოქტომბერში გაეწია განმეორებით დახმარება ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან 150 ლარით. 2015 წელს ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახი ჩართული იქნა მუნიციპალიტეტის დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამაში. მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა ბინის ქირა, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. 2014 წლის სექტემბერში ნესტან ტყეშელაშვილის ოჯახის წევრზე (დედამთილზე) საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად გაიცა დახმარება 800 ლარი. 2014 წელს გადაიხურა საცხოვრებელი სახლის სახურავი. 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაეწია დახმარება საკვებ პროდუქტებზე", _ აღნიშნულია მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიკვდილის რისკს ამცირებს

ცოტა ხნის წინ ესპანეთის ქალაქ...

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...