უკანონო თვალთვალის და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს

სამართალი

უკანონო თვალთვალის და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს

3 ივლ. 2017, 12:50:46

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის  333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა,  რომ 2011-2012 წლებში, შს სამინისტროს  კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვ.ლ.-ს ორგანიზებითა და დავალებით, ამავე დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს  თანამშრომლები მაკომპრომატირებელი მასალის შეგროვების მიზნით, ახდენდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების უკანონო თვალთვალს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას.

სასამართლოში საქმის მრავალთვიანი განხილვის მანძილზე, დაიკითხა ბრალდების ასამდე მოწმე, გამოკვლეული იქნა 11 ტომი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები. მოსამართლემ  წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ბრალდებულები:  ვ.ლ., რ.შ., ი.ყ., დ.თ., გ.კ.  დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და ვ.ლ.-ს  6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, ი.ყ.-ს 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ,,ამნისტიის კანონის'' საფუძველზე შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ამნისტიის კანონის გამოყენებით კიდევ ერთ ბრალდებულს რ.შ.-ს. მსჯავრდებულები ი.ყ. და რ.შ. პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან იქნენ აყვანილი.

რაც შეეხება მსჯავრდებულებს გ.კ.-ს და დ.თ.-ს, რომლებიც დღემდე თავს არიდებენ მართლმსაჯულებას და იმყოფებიან მიმალვაში, სასამართლომ მათ ჩადენილი ქმედებისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა და ამნისტიის კანონის გამოყენებით, საბოლოოდ 5 წლითა  და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ამავე განაჩენით სასამართლომ ბრალდებული გ.შ. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა.

ბრალდების მხარე, სასამართლოს განაჩენს გ.შ.-ს გამამართლებელ ნაწილში დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი ... ...
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...
  • "ბოლომდე იხმართ და დააგდებთ" _ მეუფე იაკობიბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პეტრე ცაავას მიერ მისი მისამართით გაგეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სინოდის დასრულების შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილი. "დაეკოდეთ სინოდს...სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე, შეხედეთ ვინ არის ვისი იარაღი. მე სამართლიანად მივიღე ის, რაც მივიღე. ეგენი თავს თვითონ ისჯიან, ღმერთი კი არ სჯის, არც ჩვენ არ ვსჯით. ჩვენ სასჯელები არ გვაქვს, ჩვენ შეიძლება ეპიტამია დავადოთ ხოლმე, როცა ვეღარ ხვდებიან მერე ღმერთს, რომ თვითონ მიატოვებენ. მადლის გარეშე რჩებიან საწყლად და ცოტა ხანში გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, გამოწურავთ, ბოლომდე იხმართ, თქვენ თუ სხვები და დააგდებთ, მერე აღარც გაგახსენდებათ, - ამბობს იგი. ბოდბელმა მიტროპოლიტმა, კომენტარი გააკეთა სუს-ის განცხადებაზეც, სადაც ცალკეული ჯგუფების მიერ ეთნიკური შუღლის გაღვივებაზე იყო საუბარი. ბოდბელი ეპისკოპოსის შეფასებით, ამ ჯგუფებში სასულიერო პირები არ მოიაზრებიან და ეკლესია პირიქით, შერიგებისკენ არის მოწოდებული. "მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატარიარქოს წარმომადგენელი ვარ, რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო, იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს, მე ვთქვი, სათითაოდ, ყველაზე, ვინც გამოჩნდება ყველაზე ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი, ისე კი არა პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ", - აღნიშნავს მეუფე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?