"უკანონოდ გადმოირიცხა 9 190 ლარი"- უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სამართალი

"უკანონოდ გადმოირიცხა 9 190 ლარი"- უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

13 სექ. 2020, 11:45:16

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უზბეკეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და ქურდობა ედება.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს ვ.შ.-მ უნებართვოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სარგებლობაში არსებულ, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე, სადაც აღნიშნულ მოქალაქეს მიბმული ჰქონდა „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათი. ბრალდებულმა დაზარალებულის ანგარიშიდან საკუთარ საბანკო პლასტიკურ ბარათზე უკანონოდ გადმოირიცხა 9 190 ლარი, რის შემდეგაც ვ.შ.-მ დანაშაულებრივი გზით მითვისებული თანხა გაანაღდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.




 ახალი ამბები
  • ლანჩხუთში „ოცნება“ გამარჯვებას აღნიშნავსლანჩხუთში „ოცნება“ გამარჯვებას აღნიშნავს. პარტიის აქტივისტები და მხარდამჭერები ქალაქის ქუჩებში ავტომანქანებიდან საყვირების ხმით ... ...
  • „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი: „ოცნება“ 46%, „ნაციონალურi მოძრაობა“ 28%, „ევროპულi საქართველო“ 5% მიიღოტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: „ქართული ოცნება“ – 46%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ – 28%; „ევროპული საქართველო“ – 5%; „ლელო“ – 3%; „გირჩი“ – 3%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%; ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოკითხულთა 50%-ზე მეტმა პასუხის გაცემაზე უარი თქვა. როგორც „ფორმულა“ განმარტავს, ამჟამად წარმოდგენილია ეგზიტპოლის 16:00 საათის მონაცემები, ხოლო 22:00 საათისათვის 18:00 საათის მონაცემებს ... ...
  • Public Opinion Strategies ეგზიტპოლი : ვინ რამდენი პროცენტი მოიპოვა ამომრჩეველთა ხმებისამერიკულმა ორგანიზაციამ, Public Opinion Strategies-მა ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გაასაჯაროვა. 18:00 საათის მონაცემებით, ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 55% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 23% ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - 3% ლელო - მამუკა ხაზარაძე - 3% დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3% გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო) - 3% „გირჩი“ - 3% შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1% ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 1% მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1% სხვა პარტიები - 5% ... ...
  • Ipsos-ის ეგზიტპოლი - თბილისში "ენმ- გაერთიანებული ოპოზიცია პირველ ადგილზეა -psos საფრანგეთის ეგზიტპოლის შედეგი, 5 საათის მონაცემები:  არჩევნები 2020 - თბილისი  ენმ- ძალა ერთობაშა 35%  ქართული ოცნება 30%  გირჩი 8% ლელო 7% ევროპული საქართველო 4% სტრატეგია აღმაშენებლი 4%  პატრიოტთა ალიანსი 2% ლეიბორისტული პარტია 2% მოქალაქეები 2% ახალი საქართველო ... ...
  • „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ოცნებამ“ 52.26 % მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ _ 25,33 %ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 52.26 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 25,33 %-ით. „ევროპულმა საქართველომ“ კი მიიღო 4,20 %. რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ლელო საქართველოსთვის“, პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოქალაქეების 2,61 %-იანი მხარდაჭერა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...