აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონება დათმო

სამართალი

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონება დათმო

2017 მარ 17 17:46:47

ხმაურიანი აუქციონი მოვაჭრეების სასარგებლოდ დასრულდა. ქალაქ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, დღეს, ოზურგეთელი 15 ინდმეწარმის მიერ ქალაქ ოზურგეთის მერიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი განიხილა და მათი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მხარეებს შორის დავა მორიგებით დასრულდა. საქმე ეხება 28 თებერვალს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩატარებულ საჯარო აუქციონს _ ქალაქ ოზურგეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 188 კვადრატული არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების გაყიდვას. აუქციონის საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 47 937 ლარი, “ბიჯი“ კი 4 7 93 , 7 იყო. აუქციონში გაიმარჯვა ოზურგეთში მცხოვრებმა ჯემალ დარჩიამ, რომელმაც აღნიშნული ქონება 57 524 ლარი და 40 თეთრად შეიძინა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მოვაჭრეებსა და მერიის თანამდებობის პირებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას არაერთხელ ჰქონდა ადგილი. მოვაჭრეები რამდენჯერმე მივიდნენ მერიის შენობასთან და მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს აუქციონის გაუქმება მოსთხოვეს. ამის შენდეგ ისინი მიმართავენ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს საჩივრით ქალაქ ოზურგეთის მერიის წინააღმდეგ და 28 თებერვალს ჩატარებული აუქციონის გაუქმებას მოითხოვდნენ.

დღეს გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, სადაც მხარეებს შორის დაიდო მორიგების აქტი, რითაც აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ჯემალ დარჩიამ თანხის სანაცვლოდ ქონება დათმო. სარჩელს ხელს 15 ინდმეწარმე აწერს, სასამართლო პროცესს კი ესწრებოდა 7 პირი: ზურაბ ქარჩავა, ნუნუ ნაკაიძე, რამაზ ანდღულაძე, ქეთევან მარგალიტაძე, შოთა მელუა, ზაზა დარჩია, თამთა კორინთელი, მათ უფლებებს ადვოკატი კახა ჩავლეშვილი იცავს. მოპასუხე მხარედ ქალაქ ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი მერაბ წივწივაძე და მესამე პირი, ჯემალ დარჩია. მოსამართლე მარინა კიკნაძემ მოვაჭრეებისა და ჯემალ დარჩიას მიერ წარდგენილი მორიგების აქტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაამტკიცა. მხარეებს შორის დავა მორიგებით დასრულდა. ქონება, ე.წ. გმირთა მოედანზე მდებარე ჯიხურების მეპატრონებს დაუბრუნდათ.

თუ რატომ დათმო ქონება და გაურიგდა მოვაჭრეებს აუქციონში გამარჯვებული პირი, ჯემალ დარჩიამ ამაზე კომენტარი “გურია ნიუსთან“ არ გააკეთა.

“თქვენ იცით, ვინ მოიყვანა ეგ პიროვნება აქ. არ დავამთავრებთ ამ ამბავს ასე, გამოიძახეთ პატრული და დაგვაპატიმრეთ. ვიცით, ვინც მოაგზავნა, ვინც დგას ამ პიროვნების ზურგს უკან, ამას ერთი თეთრი არ გააჩნია, სად აქვს ამხელა ფული? ამოგალპობთ ციხეში, ნახავთ 18 ოჯახის გამწარება ასე თუ დაგიმთავრდეთ, არაკაცებო, მალე დატოვებთ ოზურგეთს“, _ ამ სიტყვებით მიმართავდნენ ჯიხურების უკვე ყოფილი მეპატრონეები აუქციონზე მერიის თანამდებობის პირები.




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: ჩვენგან იღებენ მაგალითებსმსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ... ...
  • ყვარელში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლაყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 92 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" მერის წარომამდეგენლმა აღნიშნულ თემში, გოდერძი ჭიტაშვილმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა და დროულად გამოსვლა ვერ შესძლო. რა გახდა ხანრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • გურჯაანში ფეხბურთის თამაში ადგილობრივებს 3 000 ლარი დაუჯდათ _ დაჯარიმებულია 11 პირიგურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში ფეხბურთის თამაშის გამო,  11 პირი 3 000 -3 000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსს" გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა დაუდასტურა. მუნიციპალიტეტის სამსახურთან ერთად დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ და ვაფრთხილებთ ყველას, რომ არ იყოს თავშეყრა, დავუდგეთ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რასაც ჰქვია იდიალური მდგომარეობა და დაჭერა ამ პანდემიისა. იმედია, გაითვალისწინებენ და კარგად გაითავისებენ, რას ნიშნავს ეს საფრთხე. მიუხედავად ამისა, არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება და პოლიცია იძულებული გახდა, ზომები მიეღო“,_ გვითხრა გურჯაანის მერმა. ... ...
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ისტერიკა ბოლო ჟამზე სრული უმეცრებაა„ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო!“ _ წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე. „ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს არაერთგზისი სწავლება. ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული სასულიერო პირი აიგნორებს წმინდა წერილის სიტყვებს და პანიკას თესავს, ჰგონია რომ დაშინებულ-დაზაფრული მრევლი უფრო მორწუნე იქნება, სინამდვილეში ესაა ცრუმეტყველება“,_ წერს თვის ფეისბუქგვერდზე დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ... ...
  • პრეზიდენტი: ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვებ პუნქტთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო, რომელზეც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან განლაგებულნი.პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის უწყების, შსს-სა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, დღე და ღამე ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ და უდიდესი წვლილი შეაქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში...ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები. ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა - ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“, - აღნიშნა საქართველოს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...