ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

სამართალი

ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

2017 თებ 22 14:22:00

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ივანე მერაბიშვილის მიმართ მის მიერ გაცხადებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2016 წლის 21 ივნისს დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ  2016 წლის 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის, მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში დარღვევა, ცალკეული გარემოებების გამო. ამ გარემოებათა შორისაა ივანე მერაბიშვილის ბრალდებები 2013 წლის 14 დეკემბერს მისი №9 პენიტენციური დაწესებულებიდან სავარაუდო გაყვანისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

საქმე შეეხება, 2013 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ივანე მერაბიშვილის მიერ  გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ 2013 წლის 13-14 დეკემბრის ღამეს, დაახლოებით 01:30 საათზე, იგი გამოიყვანეს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან და მიიყვანეს სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მასზე მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა.

ივანე მერაბიშვილის ზემოაღნიშნული განცხადების ირგვლივ, 2013 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც  2014 წლის 14 იანვარს დასრულდა. სამსახურებრივი შემოწმებით  არ დადასტურდა  ივანე მერაბიშვილის მიერ გაცხადებული ფაქტი - მისი საკნიდან უკანონო გაყვანასთან დაკავშირებით, რის გამოც აღნიშნულ ფაქტზე არ დაიწყო გამოძიება.

გარდა სამსახურებრივი შემოწმებისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ  2016 წლის 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ივანე მერაბიშვილის მიერ 2013 წლის 17 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილი ზემოაღნიშნული გარემოებების გადამოწმების მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა ყველა შემხვედრი, აუცილებელი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. კერძოდ, დათვალიერდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოთხოვილი, ივანე მერაბიშვილის მიერ დასახელებულ სავარაუდო მარშრუტზე (აბუსელიძე-ტბელის ქუჩიდან -  ქეთევან წამებულის ქუჩა, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ჩოლოყაშვილის მოედანი, გულიას მოედანი) განლაგებული  გარე სამეთვალყურეო 18 ვიდეოკამერის  ჩანაწერი, მათ შორის იმ ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლებიც მთლიანად ფარავდა №9 პენიტენციური დაწესებულებიდან ერთადერთ ამოსასვლელ სამანქანო გზას ქ.წამებულის გამზირზე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში შესასვლელ ტერიტორიას, თუმცა ივანე მერაბიშვილის მიერ მითითებულ პერიოდში, მითითებულ მარშრუტზე, მის მიერ დასახელებული მაღალი გამავლობის - ჯიპის ტიპის ავტომანქანა, რომლითაც თითქოსდა განხორციელდა მისი უკანონო გაყვანა დაწესებულებიდან,  ნანახი ვერ იქნა.  მოცემულ ვიდეოჩანაწერებზე ასევე დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერებზე არ არის მონტაჟის კვალი.

გამოძიების მიერ, №9 პენიტენციური დაწესებულებიდან და პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს №9 განყოფილებიდან ამოღებულ იქნა 2013 წლის დეკემბრის პერიოდის ამსახველი სპეციალური აღრიცხვის ჟურნალები, კერძოდ, დაწესებულების ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების შესვლა-გასვლის, ფიზიკური პირების შესაბამისი საშვით შესვლა-გასვლის, გამომძიებლების, პროკურორებისა და ადვოკატების დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლა-გასვლის, მსჯავრდებულების და ბრალდებულების როგორც საკნიდან, ასევე დაწესებულების ტერიტორიიდან გაყვანა-შემოყვანის და გადაადგილების ამსახველი ჟურნალები. აღნიშნულ ჟურნალებში, გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში, არ აღინიშნება ივანე მერაბიშვილის №9  დაწესებულებიდან გაყვანა-შემოყვანისა და დაწესებულების ტერიტორიაზე რაიმე ავტომანქანის შესვლა-გასვლის ფაქტი. ამოღებულ ჟურნალებზე დაინიშნა საბუთების ტექნიკური და გრაფიკული ექსპერტიზა, რომლის დაკვნითაც დადგინდა, რომ ჟურნალებში არ არის ფურცლის ამოხევის ან ჩანაწერის ჩასწორების რაიმე კვალი.

საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში,  მოწმის სახით გამოიკითხა 50-ზე მეტი მოწმე, მათ შორის გამოიკითხა №9 პენიტენციური დაწესებულების ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას 2013 წლის 14 დეკემბერს და რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე. ხსენებულმა მოწმეებმა კატეგორიულად უარყვეს ი.მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი.

მოწმის სახით ასევე გამოიკითხნენ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი, №9 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, ამ უკანასკნელის მოადგილე, რომელთაც ი.მერაბიშვილი თავის განცხადებაში ამხელდა საკნიდან უკანონო გაყვანაში. დასახელებულმა მოწმეებმა კატეგორიულად  უარყვეს ივანე მერაბიშვილის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, მისი საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით.

მოწმის სახით გამოიკითხა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ლალი მოროშკინა, რომლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასაც ეყრდნობოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2016 წლის 14 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში. თუმცა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში, ლალი მოროშკინამ განმარტა, რომ  ივანე მერაბიშვილის განცხადების შესახებ, სადაც ეს უკანასკნელი მიუთითებს საკნიდან უკანონო გაყვანაზე, მისთვის ცნობილი გახდა მასმედიის საშუალებებიდან. ხოლო რაც შეეხება მის განცხადებას, რომ ,,ბავშვმაც კი იცის, რომ მერაბიშვილი დარბაისელმა გაიყვანა ციხიდან“, მოწმის განმარტებით არ შეესაბამება სიმართლეს და მისი ეს განცხადება იყო ჟურნალისტის ინტერპრეტაცია.

ერთადერთი მოწმე, რომელიც მიუთითებდა ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტობრივ გარემოებებზე, არის თავად ივანე მერაბიშვილი,  ეს უკანასკნელი, 2014 წლის 3 იანვარს მიცემულ ახსნა-განმარტებაში ცალსახად მიუთითებს, რომ საკნიდან გაიყვანა დაწესებულების დირექტორმა, რომელიც მის საკანში შევიდა მარტო, გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში კი  აღნიშნა,  რომ მასთან საკანში შევიდა დაწესებულების დირექტორი, რომელსაც თან ახლდა პიროვნება სახელად დიტო. ასევე, ახსნა-განმარტების მიცემისას, ივანე მერაბიშვილი განმარტავდა, რომ მას შეეძლო იმ 2 პირის ამოცნობა, რომლებმაც მისივე განცხადებით, ჩასვეს მანქანაში და მიიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში,  თუმცა  მათი აღწერილობის დაფიქსირება იმდროისათვის  ,,არ ჩათვალა საჭიროდ“. ასევე, ,,საჭიროდ არ ჩათვალა“ იმ ოთახისა და მასში განთავსებული ინვენტარის აღწერა, რომელშიც მისივე განმარტებით შეხვდა დ.დარბაისელსა და ო.ფარცხალაძეს. გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში კი ივანე მერაბიშვილმა საერთოდ ვერ შეძლო დასახელებული 2 პირისა და ოთახის აღწერა. ივანე მერაბიშვილი ახსნა-განმარტების მიცემისას ასევე აჩვენებდა, რომ მანქანაში, რომლითაც მისივე განცხადებით გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, იმყოფებოდა 4 პირი: ავტომანქანის მძღოლი, უკანა სავარძელზე კი თავად და მისთვის უცნობი ორი პიროვნება, გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში კი დამატებით ახსენა, მძღოლის გვერდით მჯდომი პიროვნება. აქედან გამომდინარე, ი.მერაბიშვილის ჩვენება არის დაუსაბუთებელი, არათანმიმდევრული და წინააღმდეგობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ინახებოდა მხოლოდ 24 საათის განმავლობაში. ვინაიდან, ი.მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა მხოლოდ 3 დღის შემდეგ, 2013 წლის 17 დეკემბერს, ვერ მოხერხდა შესაბამისი ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვა და დათვალიერება.  მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ი. მერაბიშვილი 2013 წლის 16 დეკემბერს, ციხეში შეხვდა ადვოკატებს: სტეფანე თუმანიშვილს, გიორგი ჩივიაშვილს, ოთარ კახიძეს და გიორგი ონიანს. მხოლოდ გიორგი ონიანმა მისცა ჩვენება გამოძიებას და განმარტა, რომ ივანე მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იცის მხოლოდ ის, რაც გავრცელდა ტელევიზიის საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი 2013 წლის 16 დეკემბერს შეხვდა ი. მერაბიშვილს,  ვერ იხსენებს, რომ მასთან ზემოაღნიშნულ ფაქტზე ჰქონოდა საუბარი. რაც შეეხება სტეფანე თუმანიშვილს, გიორგი ჩივიაშვილსა და ოთარ კახიძეს, მათ გამოიყენეს საქართველოს სისხილს სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს გამოძიებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე, ხოლო ოთარ კახიძემ გამოძიებას დამატებით განუმარტა რომ იგი ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა.

ამდენად, საქმეზე ჩატარებული ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებით, არ დადასტურდა და გამოირიცხა ივანე მერაბიშვილის  2013 წლის 14 დეკემბერს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან უკანონო გაყვანის ფაქტი, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე  გამოძიება დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შეწყვიტა.

მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა ივანე მერაბიშვილს და დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მის ადვოკატებს, რომელთაც პროკურატურის მიერ განემარტათ შესაძლებლობა  მათთვის მისაღებ დროს სრულად გაეცნონ საქმის მასალებს“, _ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • საოჯახო ტიპის სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) საოჯახო სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა. 20 ივნისის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის სხვადასხვა საიტების საშუალებით  (AirBnB, booking.com და სხვა ) აქედან გამომდინარე, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად ასევე გრძელვადიან პერიოდში, ისევ გადაიხდიან სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფს. კომისიის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში, შეეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროსათვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელის განსაზღვრას. გადაწყვეტილების შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად, როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის. რაც შეეხება ტარიფის მოდელს, კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და  მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი.  პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, რა შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25მ3-ს. მეორე მოდელის მიხედვით,  სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ანუ, მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების სისტემატური და ორგანიზებული მომსახურება, სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი ისარგებლებს ორი მრიცხველით. მათგან ერთი განკუთვნილი იქნება საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარების აღსარიცხავად, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი ისარგებლებს სასმელი წყლის  საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო მეორე მრიცხველი დამონტაჟდება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხდება ტურისტების მომსახურება. სწორედ აღნიშნული მომსახურების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი გადაიხდის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.  სემეკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ხანგრძლივი განხილვებისა და დისკუსიების შედეგად. განხილვებში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე. მათ შორის, საოჯახო სასტუმროს მფლობელები, ბინის გამქირავებლები, ტურიზმის  სექტორის წარმომადგენლები და ... ...
  • „ქართულ ოცნებას მოუწევს მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა“_ სოსო ცინცაძე„არ ვიცი, რით დამთავრდება ეს სკანდალი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს სახის შენარჩუნების მიზნით ზოგიერთი მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა, თუნდაც, ქუცნაშვილის მისამართით“,_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ, სადაც მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია იმართებოდა, რუსეთის დელეგაციის  ერთ-ერთი წევრმა, გავრილოვმა, კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, მსგავსი ღონისძიების პარლამენტის შენობაში გამართვა მსოფლიო პრაქტიკაში დაუშვებელია. „ეს ის შემთხვევაა, როდესაც რელიგია და პოლიტიკა ტყუპისცალებივით გამოდიან კონფერენციაზე. შემთხვევვითი არ არის ის, რომ სტუმრების უმრავლესობა პოლიტიკოსებია. გარდა  ამისა,  მსოფლიო პრაქტიკაში აბსოლუტურად დაუშვებელია ამ ხასიათის ღონისძიებებისათვის პარლამენტის დარბაზის დათმობა, არ ვიცი ვის მოუვიდა ტავში ასეთი აზრი, მაგრამ ვინც თანხმობა გასცა პასუხი უნდა აგოს“,_ამბობს ცინცაძე. პარლამენტის შენობაში რუსი დეპუტატების გამოჩენას და მათ მიერ სხდომის გახსნას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის არაერთმა დეპუტატმა განაცხადა ისიც, რომ რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. თუმცა, უმრავლესობის მხრიდან ღონისძიების ჩატარებამდე კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს იყო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრობლემები უნდა გადაეწყვიტა. ცინცაძის თქმით, ის რომ დეპუტატებმა არაფერი იცოდნენ დაუჯერებელია. „ისე ხომ არ მოხდა, რომ გავრილოვი თავისი ნებით უცბად წამოხტა, ავარდა ტრიბუნაზე და ჩაჯდა თავმჯდომარის სავარძელში? ეს ხომ დაიგეგმა. დღეს, რომ იძახიან უმრავლესობის წარმომადგენლები რომ არ იცოდნენ, ძნელად დასაჯერებელია. ქუცნაშვილს თუ დავუჯერებთ, ამ ღონისძიებას ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადაედგა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის. თუ ასეთი დიდი ღონისძიებაა, როგორ მიუშვეს თვითდინებაზე და როგორ გახდა შესაძლებელი პროტოკოლში დაუშვებელი შეცდომა“,_ ამბობს ცინცაძე. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია შეწყვეტილია. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სხდომის დაუყონებლივ შეწყვეტა მისი რეკომენდაციით მოხდა და პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები პროტოკოლური შეცდომაა. „ეს თუ პროტოკოლური შეცდომა იყო, ამ პროტოკოლის უკან დგანან კონკრეტული პიროვნებები. მიმღები მხარე საერთაშორისო ნორმების ე.ი. საქართველო, ამ დროს  დღის წესრიგის შედგენაში ასრულებს გადამწყვეტ როლს. რა თქმა უნდა პროტოკოლის მიმღები ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუმცა, მოხდა პროტოკოლური შეცდომა და ბოდიშს ვიხდით, ასე არ უნდა იყოს, რადგან სერიოზული მოვლენაა“,_ამბობს ... ...
  • "მანდატები დაყარონ, დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ" - ალეკო ელისაშვილიამ წუთებში სასტუმრო "რედისონის" ტერიტორიაზე პოლიტიკოსები არიან შეკრებილები და რუსულ დელეგაციას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა, დაიჩოქონ და პ[ატყიება ითხოვონ. ელისაშვილმა მათ მანდატების დატოვებისკენ მოუწოდა.  „დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ. პარლამენტის თავმჯდომარემ აი, ის შეურაცხყოფილი და შებილწული სავარძელი უნდა დატოვოს და ისიც უნდა გადადგეს და მიჰყვეს. რას ჰქვია საზღვარგარეთაა და საქმის კურსში არ იყო. ვინ შეათრია ის კაცი იმ პარლამენტის დარბაზში, ძალიან მაინტერესებს. როგორ მისცეს იქ დაჯდომის უფლება. ეს არის შეფურთხება თითოეული ქართველის. ბოდიშებს კი ნუ იხდიან, არ ვიცოდითო ივანიშვილი და სხვები, ყველამ მანდატები დაყარონ, დაიჩოქონ, ბოდიშები იხადონ. ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა, პირადად, ვინც მოათრევდა ამ კაცს საქართველოში, აი, ყველამ უნდა მანდატები დატოვონ, დაიჩოქონ და ბოდიშები იხადონ," - განაცხადა ... ...
  • ოზურგეთში კობახიძის გადადგომას მოითხოვენეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესო ქათამაძემ გაავრცელა. “ნაცმოძრაობის" წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ. პლაკატები კი საქართველოს პარლამენტის წევრის არჩილ თალაკვაძის ოზურგეთის ბიუროს ოფისთან გააკრეს.   ... ...
  • "უმძიმესი სანახავია!" _ პრემიერი განცხადებას ავრცელებს"უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!" - მამუკა ბახტაძემ განცხადება გაავრცელა. პრემიერი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.  "ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს! სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!" - აღნიშნავს ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...