ვინ და რატომ გაათავისუფლეს თბილისის საქალაქო სასამართლოდან

სამართალი

ვინ და რატომ გაათავისუფლეს თბილისის საქალაქო სასამართლოდან

2017 ივლ 26 14:25:16

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" თბილისის საქალაქო სასამართლოდან სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის, გიორგი ებანოიძის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოა. 

"გურია ნიუსი" კოალიციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"24 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, გიორგი ებანოიძე. კოალიციის შეფასებით, საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოა და მის მიერ უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს წარმოადგენს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განსახილველად იქნა გამოტანილი  საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიასთან მიერთების საკითხი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადდანიშნული თავმჯდომარის, ვასილ მშვენიერაძის, განმარტებით ცვლილება სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განტვირთვას ემსახურებოდა. თავდაპირველად, აღნიშნული ინიციატივა საბჭოს ყველა წევრმა მოიწონა, თუმცა როგორც გადაწყვეტილების პროექტის კენჭისყრამდე გაირკვა, ცვლილება რეალურად, კანონის გვერდის ავლით, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის  თანამდებობიდან გათავისუფლებას ემსახურებოდა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც არამოსამართლე წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა, საბჭოს წევრებს მოუწოდა კოლეგიების გაერთიანების შედეგად გიორგი ებანოიძეს თანამდებობა შეენარჩუნებინათ, საბჭოს წევრების მხრიდან ცვლილების რეალური მიზეზი პირდაპირ გაჟღერდა. მათი განმარტებით, ისინი უკმაყოფილო იყვნენ გიორგი ებანოიძის მუშაობით და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მენეჯმენტის ცვლილება სურდათ.

საბჭომ იმავე სხდომაზე მიიღო კოლეგიების გაერთიანების, თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მის ადგილზე ბადრი შონიას თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ გიორგი ებანოიძე 2016 წელს 5 წლიანი ვადით დაინიშნა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ, ხოლო ბადრი შონია 2017წლიდან ასრულებდა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობას. ასეთ პირობებში, ბადრი შონიას დანიშვნა გაერთიანებული კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დამატებით ადასტურებს, რომ საბჭოს რეალური მიზანი მათთვის არასასურველი თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება იყო. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს ამ თვითნებურ გადაწყვეტილებას მხოლოდ 3 - მა არამოსამართლე წევრმა (ვახტანგ მჭედლიშვილი, ნაზი ჯანეზაშვილი, ირმა გელაშვილი) არ დაუჭირა მხარი.

საყურადღებოა, რომ გიორგი ებანოიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საბჭოს დღის წესრიგით საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული. გარდა ამისა, სხდომაზე არ ყოფილა მოწვეული თავად გიორგი ებანოიძეც, რომელსაც აღნიშნულ საკითხზე აზრის გამოთქმის საშუალება მიეცემოდა. ასევე, სრულიად გაუგებარია საბჭოს წევრების არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ებანოიძე სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში შესულ საქმეთა ნაკადს ვერ უმკლავდება, ვინაიდან სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიები საქმეებით გაცილებით გადატვირთულნი არიან, რასაც ამ კოლეგიების თავმჯდომარეების მენეჯერული უნარების ეჭქვეშ არ დაუყენებია. ამასთან, გაუგებარია რაში გამოიხატა კონკრეტულად გიორგი ებანოიძის ბრალი, ვინაიდან სასამართლოში საქმეები დადგენილი წესით უნდა ნაწილდებოდეს, ხოლო კოლეგიაში მოსამართლეთა ოდენობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს.

კოალიციამ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოს მიერ სასამართლოების და სასამართლოს კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების დანიშვნა და გათავისუფლება საბჭოს ხელში სასამართლოზე კონტროლის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს. სწორედ ეს მოიაზრება ძირითად მიზეზად, რატომაც საბჭო წლებია უპირისპირდება მოსამართლეებისთვის თავმჯდომარის არჩევის უფლების გადაცემას. აღსანიშნავია, რომ 24 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავმჯდომარე უკანონოდ გათავისუფლდა.  2016 წელს საბჭომ კრიტიკული განცხადებების გაკეთებიდან 2 თვეში, კანონის გვერდის ავლით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. მაშინ საბჭოს ეს გადაწყვეტილება შეფასებულ იქნა  საშიშ პრეცედენტად, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას.

კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოს ახალი შემადგენლობა აგრძელებს წინა საბჭოს მიერ დადგენილ მანკიერ პრაქტიკას და კვლავ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებს. კოალიციის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემა არა კანონის საფუძველზე, არამედ კლანური ინტერესებიდან გამომდინარე იმართება.  ამგვარი ვითარება კიდევ ერთ მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას. კოალიცია მოუწოდებს საბჭოს, დაუყოვნებლივ შეცვალოს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება და შეწყვიტოს სასამართლოსა და სასამართლოს კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების თვითნებურად დანიშვნის/გათავისუფლების პრაქტიკა", _ აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ისევ გაიზარდააქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი. ინფორმაციისთვის, 131 ადამიანიდან 26 ... ...
  • “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზიებთან და აფთიაქებთან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საინფორმაციო ფურცლები გააკრა; ტექსტში, ცხადია, აღნიშნულია, რომ ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, ვაჭრობისას დისტანცია დაიცვან, თუმცა, ამ საინფორმაციო ფურცლებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო ობიექტებს სამუშაო დრო 19 საათამდე განუსაზღვრეს. “გუშინ, 7 საათზე რომ დავხურე მაღაზია, რამდენიმე ადამიანი გარეთ, ერთმანეთისგან დინსტანცირებით  მელოდებოდა; თხოვნის მიუხედავად, მათთვის უარის თქმა მომიხდა -  შიშში ვიყავი, ვინმემ არ დამაჯარიმოს-მეთქი. მთავარია, ცხრა საათზე სახლში ვიყოთ და შვიდ საათზე დავკეტავ თუ ცხრის ნახევარზე, ეს მგონი არაა კანონდარღვევა“, _ განუცხადა “გურია ნიუსს“ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ. სასურსათო მაღაზიის კიდევ ერთი მეპატრონე კი წუხს, რომ 7 საათამდე დისტრიბუციას ვერ მოასწრებს, რადგან მომწოდებელს რვა საათზე ელოდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ კომენდანტის საათის გამოცხადების მერე შეუთანხმდა მომწოდებლებს და გრაფიკი შესაბამისად დაგეგმა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 19 საათზე მაღაზიის დაკეტვის მოთხოვნის გამო კი გრაფიკი მთლიანად დაერღვა და ხელი ეშლება. ამგვარი შეზღუდვის დაწესება ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებას სცდება და დამატებით შეზღუდვებს უწესებს მოქალაქეებს, რაც არაკანონიერია.  მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ შეზღუდვის შესახებ “გურია ნიუსში“ გუშინ გამოქვეყნდა, დღეს მდგომარეობა უცვლელი დაგვხვდა და შემზღუდავი საინფორმაციო ფურცლები ისევ გამოკრული იყო, არც მაღაზიის პატრონების ხელახალი ინფორმირება მომხდარა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ლომთათიძის თქმით, მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 19 საათიდან დაკეტილიყო მაღაზიები: “ჩვენ გავაფრთხილეთ მაღაზიების მეპატრონეები. თუ მათი თანამშრომლები ცხოვრობენ სოფელში და სამსახურის შემდეგ მიდიან სახლში, რომ არ მოხვდნენ კომენდანტის საათში, 7 საათზე უნდა დაიწყონ მაღაზიების დაკეტვაზე ზრუნვა. შეიძლება 8 საათამდეც გააგრძელონ მუშაობა. არავისთვის გვითქვამს, რომ ამისთვის დავაჯარიმებთ ვინმეს. უბრალოდ, თუ 9 საათზე ისინი არ იქნებიან სახლში, დაჯარიმდებიან კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ, რომ ინდმეწარმეები და მაღაზიებში დასაქმებული პირები არ დაჯარიმდნენ“, _ გვითხრა ვლადიმერ ლომთათიძემ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, მთავარია, რომ გონივრულ ვადაში დაიკეტოს მაღაზიები, რადგან ღამის ცხრა საათზე მისი მეპატრონეები და იქ მომუშავე პერსონალი სახლში იყვნენ. მისი თქმით, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის დოკუმენტებში არსად წერია, რომ მაღაზიები 19 საათზე უნდა დაიკეტოს: “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები. რადგან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი  იწყება 21 საათზე, თავად მაღაზიის მეპატრონემ უნდა გადაწყვიტოს, როდის დაკეტოს მაღაზია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე ყველა თანამშრომელი  სახლში იყოს“, _ გვითხრა თამაზ ... ...
  • საქართველოში, კორონავირუსთან დაკავშირებული აპლიკაცია იტესტებასაქართველოში აპლიკაცია იტესტება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გქნცხადებით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. მისივე თქმით, ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. „აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ვრწმუნდებით ახლა იმაში, რომ აპლიკაცია ნამდვილად იქნება ეფექტური და ასევე, მიმდინარეობს აპლიკაციის შესაბამისობაში მოყვანა ქართული რეალობისთვის და სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებით მისი გამყარება. მას შემდეგ შემდეგ რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება უკვე მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რომ მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი, რაც დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების დაიდენტიფიცირებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ... ...
  • ოზურგეთში თვითიზოლაციაში 11 პირი რჩება“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მაია ქუტიძის ინფორმაციით, ოზურგეთიდან კარანტინში სულ 45 ადამიანი იყო, აქედან კარანტინის ვადა დაუმთავრდა 21 ადამიანს, ხოლო 24 ადამიანი ელოდება კარანტინის ვადის დასრულებას. მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა 69 ადამიანს. ამ ეტაპზე სახლში თვითიზოლაციაში 11 ადამიანი რჩება. მაია ქუტიძის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ყოველდღიურად ... ...
  • დღეს ტიციანის დაბადების დღეადღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა : ,,მე დავიბადე აპრილის თვეში,ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეშიმოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან."ტიციან ტაბიძე 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ორპირის მახლობლად სოფელ შუამთაში დაიბადა.1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან-გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა.ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში.ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები. ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავბეჭდეო,-იგონებს პოეტი.ამ დროიდანვე იგი წერდა და ბეჭდავდა პროზაულ მინიატურებს, ჩანახატებს, ესკიზებსა და ნოველებს.1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტ. ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის დამფუძნებელი მწერლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ და პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო დაუმეგობრდა თითქმის ყოველ მათგანს. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მნიშვნელოვანი კულტურულ- ლიტერატურული პრობლემების გადაჭრაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...