ვინ და რატომ უჩივის პარლამენტის თავმჯდომარეს სასამართლოში

სამართალი

ვინ და რატომ უჩივის პარლამენტის თავმჯდომარეს სასამართლოში

2019 იან 14 18:02:58

GDI მსახიობისა და სამოქალაქო აქტივისტის, მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ დამფუძნებლის მარიამ დოლიძის, სახელით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო სასამართლოს მიმართავს და მოუწოდებს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს მეტი სიფრთხილით მოეკიდონ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ ინიციატივას. საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ, საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე, მარიამ დოლიძის გამოხატვის თავისუფლებით დაცული კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვას. აღნიშნული საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რადგან საჯარო უწყებებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირია გამოხატვის თავისუფლების მსგავსი შეზღუდვის შემთხვევები. GDI აღნიშნული სარჩელით ითხოვს ირაკლი კობახიძისგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Facebook გვერდზე “ბლოკის” მოხსნას.

ირაკლი კობახიძის ქმედებას წინ უსწრებდა მისი განცხადება 2008 წლის 08 აგვისტოს ომთან დაკავშირებით. რასაც, მოსარჩლის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მწვავე კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. კომენტარების შინაარსი სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. სწორედ აღნიშნული კრიტიკა გახდა პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მარიამ დოლიძის “დაბლოკვის” მიზეზი.

მსოფლიოს მასშტაბით, პოლიტიკოსები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ სოციალური ქსელებს, როგორც საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებას. ამიტომ, GDI-ს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოფიციალური Facebook გვერდი არის დაინტერესებულ პირთა განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკისათვის გახსნილი ღია სივრცე, სადაც ინდივიდებს ეძლევათ შესაძლებლობა პირდაპირ  და უშუალოდ იქონიონ კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება ზოგადად მიმდინარე მოვლენებთან და კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით.

GDI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, 2019 წლის 14 იანვარს მიმართა და ირაკლი კობახიძისგან მოსარჩელისათვის ოფიციალურ Facebook გვერდზე შეზღუდვის მოხსნას ითხოვს. 




 ახალი ამბები
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოვლინდაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ... ...
  • ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყოსაგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის ... ...
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...