ზაზა სარალიძე ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულს მღვდლის შვილის დაჭრაშიც ადანაშაულებს

gurianews.com

სამართალი

ზაზა სარალიძე ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულს მღვდლის შვილის დაჭრაშიც ადანაშაულებს

2018 ივლ 20 09:47:05

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს მღვდლის შვილის დაჭრაშიც ადანაშაულებს.

ლაპარაკია დეკანოზ შიო მენაბდეზე, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა,

სარალიძის განცხადებით, ეს საქმის მასალებით დასტურდება. ამასთან ერთად, სარალიძე კვლავ მოითხოვს მიხეილ კალანდიას დაკავებას. როგორც მოკლული მოზარდის მამა აცხადებს, კალანდიას კვლავ მფარველობენ. თუმცა, იმედოვნებს, რომ პასუხისგებაში მასაც მალე მისცემენ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში არაერთი ცრუ ჩვენება იკვეთება. ამის შესახებ „ქრონიკას“ ზაზა სარალიძის ადვოკატმა უთხრა.

ნესტან ლონდარიძის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემდეგ უკეთ გამოიკვეთა, რომელი საგამოძიებო მოქმედებები არ შესრულებულა. მისივე თქმით, ერთ-ერთი, ვინც გუშინ დაკავებული მოზარდის მსგავსად, გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა, წითელი მანქანის მძღოლია. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ხელახლა უნდა შეისწავლონ ყველა იმ დაკითხულის ჩვენება, ვის მიმართაც ეჭვი არსებობს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრებისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხანგრძლივი პერიოდი მოზარდის დასაკავებლად. უმცირესობის წევრების შეფასებით, კომისიის მთავარი რეკომენდაცია მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით კონკრეტული ადამიანის დაკავების შესახებ ისევ გაუთვალისწინებელია.

ოპოზიციის დეპუტატების თქმით, ერთ-ერთ დამნაშავეს ისევ ხელს აფარებენ. უმრავლესობის შეფასებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებაში პროგრესს მიაღწია და პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.

ხორავა ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე 19 ივლისს კიდევ ერთი მოზარდი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

დაკავებული არასრულწლოვნის დედა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. 

წყარო: imedinews.geარსებული ინფორმაციით, დ.ღ. მე-11 კლასის მოსწავლეა და ეს სწორედ ის პირია, რომელმაც სკოლის საპირფარეშოში კონფლიქტი დაიწყო.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.  სასამართლოს პარალელურად, დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 17 ივლისს არასრულწლოვანი მოწმე გამოკითხა. მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვების დასრულებას ივლისის ბოლოს გეგმავს, დასკვნის გამოქვეყნებას კი, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

წყარო: imedinews.ge


ნახვა: 548


 ახალი ამბები
  • “ჩემო პოზიტიურო დედი“ _ ემოციური წერილი, რომელიც შვილმა უკანასკნელად მისწერა დედასდღეს, 15 წლის მოზარდმა, ნ.ბ-ძემ სიცოცხლე თვითმკვლელობის დაასრულა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ამ ეტაპზე, ზუსტი მიზეზი რა გახდა მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი, უცნობია.  ადგილობრივები საუბრობენ, რომ გოგონას არანარი დეპრესია არ აღენიშნებოდა. ფეისბუქ გვერდზე გოგონამ ბოლო პოსტი 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. მან დედას  დაბადების დღეს ულოცავდა. “დედი, ჩემო დაუღალავო. სულ მომღიმარო. ჩემო პოზიტიურო დედი. გილოცავ დაბადების დღეს. პირველ რიგში, ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს კარგს გისურვეებ ყველა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად. შემდეგ კი, რაც ყველაზე მთავარია, ჩემს გაძლებას. შენ ხარ ქალი! რომელიც ყოველთვის მყარად დგას ფეხზე. ქალი, რომელიც სულ იმედით სავსეა და ქალი, რომლის შვილობაც ყველაზე დიდი ბედნიერება და სიამაყეა ჩემთვის. ვიცი, საკადრისად ვერ გიფასებ ჩემს ღრმა ბავშვობაში თეთრად ნათენებ ღამეებს და სიყვარულს, რომელსაც დღემდე გამოყოფ ჩემ მიმართ. ვიცი, ხშირად გაბრაზებ, მაგრამ შენც იცი ამდენი გაბრაზების მიუხედავად, ყველაზე ძვირფასი ხარ და ყველაზე წინ დგახარ ჩემს ცხოვრებაში... მინდა, ძალიან დიდხანს ვხედავდე შენს თვალებს. თვალებს, რომელშიც მუდამ იკითხება სიკეთე, სითბო და სიყვარული. ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს შენი თავი. დედი, ყველაზე მეტად მიყვარხარ და ყველაზე ბედნიერი ვარ ამქვეყნად რომ ... ...
  • "ეს იყო ხუმრობა" _ სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ბოდიშს უხდის"ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი", _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, ხანდახან ხუმრაბო შესაძლებელია. "ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება. არ ვიყოთ ძალიან სერიოზულები ყოველთვის. ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი", - აცხადებს ზურაბიშვილი. მანამდე პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მედიის წარმომადგენლებს ურჩია ტვინი გაენძრიათ, მაშინ, როდესაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ... ...
  • რა დაწერა გოგონამ თვითმკვლელობამდეროგორც უკვე ვწერდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 16 წლის გოგონამ ნ. ბ.-მ თავი მოიკლა. ნ. ბ.-მ თავი ჩამოიხრჩო და როგორც გვითხრეს, სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელშიც წერს, რომ ეს ნაბიჯი შეყვარებულის გამო გადადგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სსკ 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • ოზურგეთში 15 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩოოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. მერის წარმომადგენელის თქმით, გოგონამ თავი საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ჩამოიხრჩო. სოფელში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუ რატომ მოიკლა მოზარდმა თავი. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ამ წუთას იმ ადგილას იმყოფებიან, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. საქმე აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ... ...
  • ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბორჯომში 1992 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ის მოტოციკლს მართავდა და სატრანსპორტო საშუალება ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც, მშენებარე სახლს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით კი გარდაიცვალა. უწყება მომხდარს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - (თრაგულუს) ძუძუმწოვარ...

რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს,...

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...