ჩანგრეული სცენა და "ბოლო ზარის" მოლოდინი

საზოგადოება

ჩანგრეული სცენა და "ბოლო ზარის" მოლოდინი

2013 მაი 17 12:52:52
სოფლის მცხოვრებლებისთვის, მშობლებისა და ახლობლებისთვის ეჩვენებინათ. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში.

როგორც გაირკვა, წელს XII კლასელებმა "ბოლო ზარი", შესაძლებელია, ვერ იზეიმონ, რადგან სოფელს სცენა არ აქვს. შენობის შეკეთება, რომელიც შარშან მოხდა, სოფლის პრიორიტეტი გახლდათ. პირველ სართულზე _ მეთლახი, ხოლო სცენაზე ლამინატი დაიგო. ერთი შეხედვით, შენობა მოწესრიგდა, მაგრამ მოსწავლეების სამზადისმა ყველაფერი შეცვალა _ რეპეტიციის დროს სცენა ჩაინგრა და ღონისძიების ჩატარებაც ეჭვის ქვეშ დადგა.

რატომ უნდა ჩანგრეულიყო ერთი წლის წინ გაკეთებული სცენა, ვინ აგებს ამისთვის პასუხს, ვინ იცავს ჩოხატაურში ბავშვთა უფლებებს? – კითხულობენ მშობლები.

ყველაზე საკვირველი მაინც ის არის, რომ წელს სოფლის პრიორიტეტად ისევ აღნიშნული სახლის რემონტია განსაზღვრული. ჩვენ ამ თემას აუცილებლად მივუბრუნდებით, მაგრამ მანამდე, უფრო მნიშვნელოვანი, ბავშვების დახმარებაა. არადა, ბავშვებს უნდათ, თავიანთი შემოქმედება სოფელს აჩვენონ.

აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ სოფელში მისულებს ადგილობრივი სამი ხელმძღვანელიდან, არც ერთი სამსახურში არ დაგვიხვდა, არც პასუხის გამცემი აღმოჩნდა ვინმე. თუმცა, როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, ადამიანი, რომელსაც ვკითხეთ, თუ სად იმყოფებოდა სოფლის ხელმძღვანელობა, სოფლის რწმუნებულის თანაშემწე ყოფილა. მან არ ჩათვალა საჭიროდ, როგორც პასუხისმგებელი პირი, ისე წარმდგარიყო ჩვენ წინაშე და გვიპასუხა, გამგეობაში არიან წასულებიო. მოგვიანებით კი თავი იმით იმართლა, რომ ჩვენ არ გვიცნობდა.

14 მაისს, დილით ისევ ვეწვიეთ გუთურს, შევხვდით სოფლის ხელმძღვანელობას და ჩანგრეული სცენაც ვნახეთ. წამოსვლისას სოფლის რწმუნებულმა გვითხრა, რომ სცენას აუცილებლად შეაკეთებენ და ბავშვებს მაქსიმალურ პირობებს შეუქმნიან.

სტატია მომზადებულია ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.




 ახალი ამბები
  • გიორგი ვაშაძე: დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდშიძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან ზუგდიდში დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ განართულ ბრიფინგზე. ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ელოდება. „საარჩევნო უბნები დაიხურა, ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში. ასევე, რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ველოდებით“, – განაცხადა ... ...
  • ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა 45.5%_მა მიიღო მონაწილეობაოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის 60/01/03 ოლქში საკუთარი არჩევანი 2013 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩევლის 45.5 პროცენტია. ამ ოლქში სულ 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თენიეშვილის თქმით, არჩევნებჯს პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა: _ პროცესი მშვიდად ჩატარდა. რაც შეეხება აქტივობას, საშუალო მაჩვენებელია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თენიეშვილმა. ამ დროისთვის ოზურგეთში ყველა უბანი დაკეტილია და ხმის დათვლის პროცედურა ... ...
  • ზუგდიდში საარჩევნო უბნების კურთხევა დაიწყესამ წუთებში, ზუგდიდში, სასულიერო პირები საარჩევნო უბნებში დადიან _ ისინი იქ ხატებით შედიან და უბნებს აკურთხებენ როგორც გავარკვიეთ, საარჩევნო უბნების კურთხევის ინიციატორი ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარი დეკანოზი ფრიდონია (ასათიანი). მამაომ უკვე აკურთხა რამდენიმე უბანი და როგორც მან მედიასთან განაცხადა, ხალხის კურთხევა მისი ვალია. აღსანიშნავია, რომ მამაოს უბანზე შესვლა კანონდარღვევაა, რადგან ის არაუფლებამოსილი პირია, თუმცა, მას არც ერთ საარჩევნო უბანზე პრობლემა არ შექმნია. უნდა ითქვას ისიც, რომ დამკვირვებლები, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს, უბნებიდან გამოაძევეს კომისიის მუშაობაში ხელისშეშლის მოტივით. ფოტო: ... ...
  • ძიძიგური: "ვფიქრობ, ზუგდიდი არ გააკეთებს არჩევანს დესტაბილიზაციის სასარგებლოდ""ზუგდიდში არჩევნები ხასიათდება ძალიან მაღალი აქტივობით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ უბნებთან გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი. ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევდა თავისუფალ მშვიდ გარემოში და მათ შეძლეს საკუთარი არჩევნის გაკეთება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი", _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, “ის პროვოკაციები, რაც ხდება ზუგდიდში, არის ძალიან ნათელი მესიჯი ზუგდიდელი ამომრჩევლისთვის თუ, რატომ არ უნდა მისცეს ხმა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომელსაც მხოლოდ დესტაბილიზაცია, „ქალაქის ადუღება“,  „შეტევა“ აინტერესებს და არავითარ შემთხვევაში ზუგდიდის ინტერესები მისთვის არ არის წინა პლანზე წამოწეული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა დარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ვისაც შეტევების, ადუღების და არეულობის დაწყების სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მათ მოუწევთ მკაცრად პასუხისგება. ჩვენი კანდიდატი არის ღირსეული და ზუგდიდისთვის მისაღები, ზუგდიდში დაბადებული, გაზრდილი, კვალიფიციური ადამიანი და ყველა იცნობს. იმ დაპირებებს, რომელიც მან გასცა, პირუთვნელად შეასრულებს. არჩევნების დასრულებამდე ორ საათზე მეტი დარჩა დამე მინდა მოვუწოდო ზუგდიდელ ამომრჩეველს, ვინც არ მისულა, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ზუგდიდში მერობის ჩვენს კანდიდატს, გეგა შენგელიას. ვფიქრობ, რომ ზუგდიდი სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებს, კეთილდღეობის სასარგებლოდ და არა დესტაბილიზაციის, არეულობისა და ადუღების სასარგებლოდ“, _ განაცხადა ძიძიგურმა.   ... ...
  • Presa.ge-ს დირექტორი გაათავისუფლესსააგენტო Presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე თავისუფალია. მან ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. შეგახსენებთ რომ კაpანაძე სამართალდამცველებმა პოლიციისთვის წინააღნდეგობიs და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, დაახლოებით, 2 საათის წინ დააკავეს. კაპანაძე და 1ტვ.გე-ს ჟურნალისტი პოლიციის მანქანას იღებდნენ და სამართალდამცავებისგან ცდილობდნენ მიეღოთ ინფორმაცია, რა აღჭურვილობა ჰქონდათ მანქანაში. მათი თქმით, პოლიციელები ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით იყვნენ აღჭურვილები და სწორედ ამის გადაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც კაპანაძე ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...