17 მაისის დღესთან დაკავშირებით არასამთავრობოები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ

საზოგადოება

17 მაისის დღესთან დაკავშირებით არასამთავრობოები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ

2013 მაი 16 16:33:12

"აღნიშნული დღე მსოფლიოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევის პრაქტიკისა და სტიგმატიზების წინააღმდეგ პროტესტის ფორმას წარმოადგენს. საქართველოში უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი აჩვენებს, რომ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ლგბტ პირების უფლებათა დარღვევის ფაქტები ხშირია და ამ პრობლემაზე სახელმწიფოს რეაგირება ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადო.

საქართველოს კანონმდებლობა და მისი იმპლემენტაციის პრაქტიკა რიგ შემთხვევებში ირიბად დისკრიმინაციულია ლგბტ პირების მიმართ და მათ ართმევს უმნიშვნელოვანესი უფლებებით, მათ შორის, ოჯახური და პირადი ცხოვრების, ჯანმრთელობის დაცვის, შრომითი უფლებების სრულყოფილი რეალიზების შესაძლებლობას. ლგბტ პირების უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების პროცესები არაეფექტურია. ასევე პრობლემურია სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 3 1 მუხლის სათანადო გამოყენების საკითხი, რომელიც  სქესობრივი ორიენტაციისა და  გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენას დამამძიმებელ გარემოებად განიხილავს. სახელმწიფოს არაეფექტურ პოლიტიკასთან ერთად, ლგბტ თემის იზოლაციასა და სტიგმატიზაციას არსებული სოციალური და კულტურული სტრუქტურები განაპირობებს, რომელიც ამ ჯგუფს ავადმყოფად, უცხოდ, მტრად განიხილავს. ეს მოცემულობა ლგბტ პირებს განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფად აქცევს, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას - განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები ლგბტ ჯგუფის საზოგადოებაში ინტეგრირებისა და მათი სრულფასოვანი განვითარების ხელშეწყობისათვის.

აიდაჰოს დღესთან დაკავშირებით "იდენტობა", "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" და სხვა ორგანიზაციები პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მშვიდობიანი აქციის გამართვას აპირებენ. ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები აპირებენ მდუმარედ გამოხატონ მათი წინააღმდეგობა დისკრიმინაციისა და ლგბტ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ. აღნიშნული აქციის საპასუხოდ სხვადასხვა ჯგუფებმა ყოფილი პარლამენტის შენობის მახლობლად დაგეგმეს კონტრდემონსტრაციის გამართვა, რომელიც 17 მაისის აქციას ლგბტ თემის პროპაგანდად, უზნეობად განიხილავს და აპროტესტებს მას.

კონტრდემონსტრანტების მხრიდან დაანონსებულია მასშტაბური მსვლელობის მოწყობა რუსთაველის გამზირზე. აღსანიშნავია, რომ კონტრდემონსტრაციის უფლება ასევე დაცულია ადამიანის უფლებათა სამართლით, თუმცა, არსებითია მან მშვიდობიანი ხასიათი შეინარჩუნოს და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების ფარგლებში მოთავსდეს. მიუხედავად იმისა, რომ კონტრდემონსტრაციის ორგანიზატორები მიუთითებენ მათი შეკრების მშვიდობიან ხასიათზე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომელშიც კონტრდემონსტრაციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ მისცემენ ლგბტ აქტივისტებს 17 მაისის აქციის ჩატარების შესაძლებლობას. მეტიც, აღნიშნული განცხადებები ხშირად მუქარისა და სიძულვილის ენის შემცველია.

შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოს შეკრების მშვიდობიან პირობებში ჩატარება და ამ უფლების შეზღუდვა იმ საფუძვლით, რომ საზოგადოების უმრავლესობა ამგვარი შეკრებების გამართვის წინააღმდეგია და მას ძალადობრივი ქმედება შეიძლება მოყვეს, არ არის გამართლებული. ამ პირობებშიც სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს უსაფრთხოების ადეკვატური ზომები შეკრების თავისუფლების სრულყოფილი რეალიზებისთვის.

17 მაისს დაგეგმილი კონტრდემონსტრაციის მასშტაბისა და კონტექსტის გათვალისწინებით საჭიროა, პოლიციამ წინასწარ შეიმუშავოს უსაფრთხოების ეფექტური სტრატეგია და მიიღოს ყველა ზომა ორივე აქციის მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით პოლიციამ აქციის მონაწილეები  უნდა დააშორიშოროს ერთმანეთს და არ დაუშვას მათი ფიზიკური შეხების შესაძლებლობა. მათ შორის, უსაფრთხოების ზომების მიღება მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეების შეკრებისა და დაშლის ეპიზოდებში, როცა აგრესიის გამოვლენის რისკები განსაკუთრებით მაღალი შეიძლება გახდეს. ამასთან, პოლიციამ მკაცრად უნდა გააკონტროლოს სავარაუდო პროვოკატორების ქცევა, რომელსაც უშუალოდ აქციის ტერიტორიაზე შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

წინა წლის სამწუხარო გამოცდილების მიუხედავად, ვიმედოვნებთ, რომ პოლიცია ეფექტურად შეძლებს შეკრების თავისუფლების დაცვას და მის ვალდებულებებს ლგბტ პირების უფლებების დაცვისა და მათი პატივისცემის სულისკვეთებით განახორციელებს. ამ მოლოდინს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული პოზიტიური განცხადებები აძლიერებს.

ამასთან მოვუწოდებთ აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, შეინარჩუნონ აქციის მშვიდობიანი ხასიათი და ტოლერანტული ქცევა, რაც დემოკრატიული და პლურალური საზოგადოების განვითარების წინაპირობაა.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები 17 მაისს მიმდინარე აქციებს დილიდან კოორდინირებულად დააკვირდებიან ამ მიზნით შექმნილი სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით და საზოგადოებას მიაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას აქციების მიმდინარეობისა და სახელმწიფოს მიერ შესრულებული ვალდებულებების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციები მათი რესურსების ფარგლებში გამოიყენებენ შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს უფლებათა დარღვევის მსხვერპლთა დასაცავად"._ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)




 ახალი ამბები
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...
  • კიბო განაჩენი არაა! _ „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ იუბილე ჩოხატაურშიჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში „გამარჯვეულ ქალთა კლუბის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის დაარსების ერთი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საღამომ, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კიბოს დიაგნოზზე გამარჯვებული ქალბატონები იმყოფებოდნენ, სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა. იუბილეს ესწრებოდნენ "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" დამფუძნებელი თინა ბერუჩაშვილი და ლანჩხუთის კლუბის ხელმძღვანელი მზია კვირკველია. „დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში, არც ერთმა ქალმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს არის სიცოცხლის დამარცხება. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, სრულფასოვანი ადამიანები ვართ. ჩვენი მაგალითით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაავადება 21-ე საუკუნეში განაჩენი არ არის“, – თქვა მზია კვირკველიამ.  მისი აზრით, ასევე, აუცილებელია იმ ქალბატონებმა, რომლებმაც გაიარეს ეს გზა, საზოგადოებას მოუყვნენ პირადი ისტორიები კიბოს დამარცხების შესახებ. „ეს არ არის პირადი ცხოვრება. ეს არის ბრძოლა და თუ ამაზე ბევრი არ ვილაპარაკეთ, შედეგი არ გვექნება“, – ამბობს დიაგნოზზე უკვე გამარჯვებული ქალბატონი. საღამო კულტურის გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა, მხარდამჭერები კი იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მათ კლუბის დამფუძნებელმა თინა ბერუჩაშვილმა. _ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩოხატაურში დაარსების დღიდან კლუბს აქტიურად უდგანან გვერდით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს: ზაალ მამალაძეს და ირაკლი კუჭავას, _ აღნიშნა თინა ბერუჩაშვილმა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც კლუბის ჩამოყალიბება ... ...
  • გია ვოლსკი: პარლამენტი "ევროპული საქართველოს" მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს_  „ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც  „ევროპული საქართველოს“ დადგენილების იმ პროექტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით,  პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. „საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია ქვეყნის მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი. გაცხადებული საგარეო პოლიტიკა, მისი რეალიზაციის შედეგები თვალსაჩინო და ხელშესახებია. იგულისხმება ურთიერთობები ნატო-სთან, ამერიკასთან, ევროპასთან, ევროკავშირთან და ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. თვალსაჩინოდ მეტია მიღებული რეზოლუციები და მხარდამჭერი აქტები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს ხელისუფლება ამ არჩევანის ერთგული იყო და მომავალშიც დარჩება, პრინციპული პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრე. ერთ დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველო“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ მოახერხეს და ქვეყანას დაატეხეს ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი, საქართველოში რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ. არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს იმ ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციატორებს, რადგან ესმით, ე.ი. ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარეფექტზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს – საქართველოსა და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი თანამოქალაქის დასჯის შესახებ“, _ განაცხადა ვოლსკიმ. „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა დღეს, ევროინტერგაციის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ... ...
  • ახალი სასწავლო წელი და "წარმატების წიგნი"ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში იზეიმეს. ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში 89 პირველკლასელი მივიდა. აქ საზეიმო შეხვედრაზე მოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე და  ოზურგეთის სასკოლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი.  როგორც მათ, ისე სკოლაში მოსულ უამრავ მოსწავლესა და მშობელს, სკოლის დირექტორი  ფატი სიორიძე მიესალმა: _ ჩვენი მარად ბებერი და მარად ახალგაზრდა სკოლა მუდამ მოწინავე პოზიციაზეა. ეს ყველამ კარგად იცით.  გილოცავთ და ულევ წარმატებას გისურვებთ. განსაკუთრებით მივესალმები 89 პირვლკლასელს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს სკოლის კარი. მინდა გითხრათ ასევე, რომ ამ ახალი სასწავლო წლიდან ჩვენს სკოლაში ამოქმედდება სიახლე _  ეს არის „წარმატების წიგნი“, რომელიც სკოლის საპატიო კუთხეში დაიდება და ყველა მშობელს, ჩვენს ყველა სტუმარს შეეძლება მასში  ჩაწეროს საკუთარი შთაბეჭდილება, თავისი აზრი, _ თქვა ფატი სიორიძემ. ახალი სასწავლო წელი მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს ლელა იმედაშვილმა: _ განსაკუთრებით მოგესალმებით ახალბედა პედაგოგებს. ჩვენ მალე გვექნება შეხვედრა და იქ უფრო ახლო საუბარი, _ მიმართა მათ ლელა იმედაშვილმა. მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ კი თავის მილოცვაში აღნიშნა,  რომ ამ ახალ სასწავლო წელს მეორე სკოლა საკადრისად ვერ შეხვდა. _ ქალბატონო ფატი, ცოტა რაღაცეების კეთებას სჯობს, ერთი კარგი პროექტი შევიძინოთ და მოვახდინოთ სკოლის სრული რეაბილიტაცია. მე ვეცდები, ეს ჩემი საარჩევნო ვადის გასვლამდე მოვახერხო, _ უთხრა მან სკოლის დირექტორს. საზეიმო შეხვედრის შემდეგ საკლასო ოთახებში პირველკლასელები გააცილეს, რომლებსაც წარმატებული სწავლა და ბედნიერი მოსწავლეობის დღეები ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...