"მინისტრის გადადგომა არ ნიშნავს სიტუაციის შეცვლას"

საზოგადოება

"მინისტრის გადადგომა არ ნიშნავს სიტუაციის შეცვლას"

2013 მაი 20 12:38:40
20 მაისს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელის, სოფლის მეურნეობის ატაშეს ჰუან ეჩანოვესგან მის მიერ გაგზავნილ წერილზე პასუხი მიიღო, სადაც ატაშე მადლობას უხდის წერილის ავტორს საინტერესო ინიციატივებისათვის.

"მე პირადად მჯერა, რომ საქართველოში მართლაც არსებობს დიდი აუცილებლობა იმისა, რომ უზრუნველყოფილი იყოს გლეხებისა და ფერმერების საჩივრების სამართლიანად და სათანადო წესით განხილვა ხელისუფლების მიერ.

ამ მიზნით, ერთ-ერთი შესაძლებელი ვარიანტია იმ მექანიზმის გამოყენება, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, ანუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამინისტროს პროგრამასთან დაკავშირებული პირების საჩივრების განხილვასა და ამ პროგრამების გარე მონიტორინგზე.

ასევე სასარგებლო იქნება, თუ სახალხო დამცველის აპარატში, მისი მანდატის ფარგლებში შეიქმნას ერთეული, რომელიც სოფლის მეურნეობის საკითხებზე იმუშავებს," _ ნათქვამია პასუხში.

"გურია ნიუსი" ალექსანდრე ლომოურს დაუკავშირდა.

_ ატაშეს მივწერე წერილი ახალი ინიციატივის ”სოფლის ომბუდსმენის” შექმნასთან დაკავშირებით. წერილში იყო განმარტებული, თუ რატომ უნდა შეიქმნას მსგავსი ინსტიტუტი და მოყვანილი იყო მაგალითები სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემებისა. თუმცა საუბრისას ბატონმა ჰუანმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა სახალხო დამცველის აპარატში შექმნილიყო პატარა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სოფლის მეურნეობის საკითხებზე იმუშავებდა და კონკრეტულ დასკვნებსაც გამოიტანდა.

_ შემდეგ მოხდა შეხვედრა თქვენსა და ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში, სოფლის მეურნეობის ატაშეს ჰუან ეჩანოვეს შორის, სადაც სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა განიხილეთ. რა ძირითად საკითხებზე იყო ყურადღება გამახვილებული ამ შეხვედრაზე?

_ ყურადღება დაეთმო ყველა იმ პრობლემას, რომელიც სოფლის მეურნეობაში არსებობს და სოფლად მცხოვრებ საზოგადოებას აწუხებს. ჩვენ შევეხეთ სახელმწიფო პროგრამას სასოფლო-სამეურნეო ბარათების თემას და მასში არსებული ხარვეზებიც განვიხილეთ. ჰუან ეჩანოვე მიესალმება, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფრო მეტი მჭიდრო კავშირი ექნება სამოქალაქო საზოგადოებასთან და თუ სახალხო დამცველის აპარატში სოფლის მეურნეობაზე მომუშავე ჯგუფი ჩამოყალიბდება.

_ შეხვედრის შემდეგ თქვენ თქვით, რომ ეჩანოვე კარგად არის ინფორმირებული ქვეყნის სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებზე და ბევრ საკითხს დადებითად ვერ აფასებს. კონკრეტულად რა საკითხს ეხება ეს?

_ ეს შეეხებოდა მიწის პრივატიზების საკითხს, სოფლად მცხოვრები საზოგადოების პირობების გაუმჯობესებას.

_ თქვენ წერდით სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებულ ნაკლოვანებებზე. თქვენი აზრით, ახლა რა მდგომარეობაა სამინისტროში და როგორ გესახებათ ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლებლობები?

_ სულ ვამბობდი და ახლაც ვამბობ _ სოფლის მეურნეობის სამინისტროში სერიოზული საკადრო ცვლილებებია ჩასატარებელი. მინისტრის გადადგომა არ ნიშნავს სიტუაციის შეცვლას. დაველოდებით ახალ მინისტრს, რომელიც სრულად ჩაატარებს რეორგანიზაციას სამინისტროში. სოფლის მეურნეობაში მხოლოდ ის შეიცვალა, რომ სახნავი ფართობები გაიზარდა მაგრამ, ამასთანავე გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო ბარათების დაურიგებლობაც... დღემდე ათასობით ადამიანი ელოდება სასოფლო-სამეურნეო ბარათს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკუთარი უმოქმედობის გადასაფარად რეგიონული რწმუნებულებისაკენ იშვერს ხელს.




 ახალი ამბები
  • "ვამხილოთ გურიის ფეოდალი მაჟორიტარები"-რას გეგმავს "სამოქალაქო მოძრაობა"15 დეკემბერს, "სამოქალაქო მოძრაობა" კამპანიის  "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში, გურიის მაჟორიტარებს არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ამხელს. ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას დეპუტატების საქმიანობის კორუფციულ სქემებს გააცნობს და პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრებს. როგორც „გურია ნიუსს“  „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული კამპანია ჩოხატაურის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიზე 12 საათზე  დაიწყება. კამპანიის ფარგლებში მოძრაობამ რამდენიმე რეგიონი უკვე ... ...
  • „საკვანძო საკითხია ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“: შეხვედრა ანასეულის ხანდაზმულთა სახლშიდღეს, ანასეულის ხანდაზმულთა სახლში, ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების დღე აღნიშნეს. ახალგაზრდების ინიციატივა იყო, რომ ანასეულის ხანდაზმულთა სახლში აღნიშნულიყო ეს დღე, რადგან  მათივე თქმით,  ეს ერთგვარი სიმბოლური კავშირია, აქ  მცხოვრებ  სხვადასხვა  ეთნოსის წარმომადგენლებს შორის. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ბავშვებმა გადაწყვიტეს, ხანდაზმულებთან ერთად, გადაეღოთ ფილმი, რომელიც პრეზენტაციის დასაწყისში აჩვენეს და  ასევე მოემზადებინათ მათი ქვეყნის და კუთხის ტრადიციული კერძები,  რომ მერე დამსწრე საზოგადეობასთან ერთად დაეგემოვნებინათ. ფილმი უშუალოდ ეხებოდა ხანდაზმულთა ცხოვრების ისტორიებს.  თვითონ ჰყვებოდნენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს. _ ეს ფილმი მომზადდა ახალგაზრდების ჩართულობით.  ჩვენი ორგანიზაციისთვის  უმნიშვნელოვანესი  საკვანძო საკითხია  ტოლერანტობა და მრავალფეროვნება. ასევე მნიშვნელოვნია დღევანდელი დღე ახალგაზრდებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის, რადგან გულისხმობს ერთგვარი შინაგანი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, რომ ყველა ჩვენგანი ვიყოთ სოციალურად პასუხისმგებლიანები, _თქვეს ინიციატორებმა. მეცნიერი ზაურ გაბრიჩიძე მიესალმა და საკუთარი  თვალსაზრისი მადლიერებით  გამოხატა.  -ძალიან სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები  არიან  ამ დღის ორგანიზატორები.  მადლობა ფილმის შემქმნელებს,  მის  გმირებს, რომლებმაც  საკუთარი ისტორიები გაგვიზიარეს. ცხოვრება ნაფოტოვით გვატარებს წინ და უკან და  ვინ სად აღმოვჩნდებით, არ ვიცით და მხოლოდ უფალმა უწყის.   ამიტომ საზოგადოების და  ერთმანეთის დახმარებით ბედნიერი გავხადოთ მათი ცხოვრება,  ვისაც ყურადღება მეტად სჭირდება.  ქედს ვიხრი ამ საოცრად გულწრფელი ისტორიების წინაშე, რაც ეკრანიდან მოვისმინეთ, _ თქვა თავის გამოსვლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა  და ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის  უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,  სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ანასეულის უნივერსიტეტის  და ადგილობრივი თვითმმარტველობის ... ...
  • ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას,  თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ... ...
  • პატარა ანიტას მინსკში გადასაყვანად ამზადებენპატარა ანიტასთვის ოპერაციის გაკეთებაზე იტალიამაც უარი თქვა, ბავშვს ბელორუსიაში, კერძოდ კი მინსკში გასამგზავრებლად ამზადებენ. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს. „ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება,“_ წერს ... ...
  • წულუკიანი:"დეპუტატებმა მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი თავისუფლად უყარეს"იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ მართალია უკეთესია ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, დეპუტატებმა თითოეულ მათგანს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენების გარეშე," - განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...