სტუდენტები დასაქმების საზაფხულო პროგრამის აღდგენას ითხოვენ

საზოგადოება

სტუდენტები დასაქმების საზაფხულო პროგრამის აღდგენას ითხოვენ

2013 მაი 21 20:47:09
სწორედ ამიტომ  სტუდენტური საინიციატივო ჯგუფი "ანტიპოდები",  (რომლის ხელმძღვანელები ბერდი ბერიძე და თორნიკე ჩიქოვანი არიან),  ითხოვს,  2013 წელსაც განხორციელდეს საზაფხულო დასაქმების პროგრამა. სტუდენტებმა დასაქმების პროექტიც შეიმუშავეს, რომელიც წარმოადგენს სტუდენტთა ინიციატივას, დამოუკიდებელია ყველა შესაძლო ძალისგან,რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას და დახვეწას.

ჯერ კიდევ 13 მარტს, სტუდენტებმა ოფიციალურად მიმართეს განათლების სამინისტროს შემდეგი განცხადებით:

"გთხოვთ დაითვალისწინოთ 10 000 სტუდენტის თხოვნა  და 2013 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კვლავ განახორციელოს სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროექტი (summer job) სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ხელმოწერების შეგროვება და 10 000 ხელმოწერა შეგროვდა. საინიციატივო ჯგუფი ასევე გამოთქვამს სურვილს, რომ პროექტთან დაკავშირებით გაიმართოს საჯარო დისკუსიები და განხილვები ერთის მხრივ საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და მეორე მხრივ სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. გთხოვთ გვაცნობოთ ოფიციალური პასუხი 15 მარტამდე.“

როგორც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელებმა თქვეს, მათ სამინისტროდან პასუხი არ მიუღიათ, სწორედ ამიტომ "facebook" გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია:

"განათლების სამინისტრომ პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა ათასობით სტუდენტის მოთხოვნა , სამწუხაროდ მათ ოფიციალური პოზიცია არ შეგვატყობინეს , რაც ჩვენი აზრით არგუმენტრების არქონითაა გამოწვეული ისინი ვერ გვისაბუთებენ თუ რატომ არ უნდა გაიმართოს ეს პროექტი 2013 წელსაც, ათასობით სტუდენტისთვის შეურაცხმყოფელია სამინისტროს ქმედებები , საინიციატივო ჯგუფი ყოველთვის ცდილობდა არ გაემწვავებინა სიტუაცია , ვიყავით თანმიმდევრულები და კონსტრუქციულები. თუმცა, როგორც ჩანს, საჭირო და აქტუალური ხდება სტუდენტებმა სხვა ფორმითაც გამოვხატოთ პროტესტი ".

ჩვენ „ანტიპოდების“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს, თორნიკე ჩიქოვანს გავესაუბრეთ.

_ თორნიკე, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროგრამა წელს არ განხორციელდება?

_ სტუდენტური დასაქმების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ იძლევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური გვერდი. გარდა ამისა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა ამის შესახებ გაზეთ „რეზონანსში“  და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ გადაცემაშიც.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით არ გაგვემწვავებინა სიტუაცია, ვიყავით თანმიმდევრულები და კონსტრუქციულები, მაგრამ როგორც ჩანს საჭიროა ღიად დავაფიქსიროთ ჩვენი მოთხოვნა და აზრი. პროტესტი აქციით იქნება გამოხატული.ხუთშაბათს ვიკრიბებით ილიას უნივერსიტეტში, სადაც სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც მოვლენ და ერთობლივად გადავწყვიტავთ.




 ახალი ამბები
  • გიორგი მარგველაშვილი: „იმედია, როდესაც ეს რაღაც ციებ-ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ“საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე სტუდენტები დაინტერესდნენ: როგორც შეაფასებდა საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს და ამ დარღვევებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის საკითხს, პოლიტიკურ პროცესებში მესამე ძალის გაჩენის შესაძლებლობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას, ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების შესაძლო საკითხებსა და საზოგადოების ორად გაყოფისა და პოლარიზაციის შედეგებს. „ცოტა ხანში საქართველოს ეყოლება მე -5 პრეზიდენტი და მე, ქალბატონ სალომეს ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ნათელია, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად. არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, ამ დარღვევების მენიუში ჩვენ გვაქვს ყველა ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც თაობების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა. ეს არის საქართველოში არჩევნების დარღვევების სრული კრებული. მაგრამ ამავე დროს ფაქტია, რომ ასე ჩატარებული არჩევნების შედეგად, ჩვენ გვყავს 20 % -ით უფრო მეტი ხმით არჩეული პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ფაქტიურად კითხვები არ ისმება. თუმცა, კითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას ხვალ და ზეგ- როგორც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმის შესახებ, როგორი იქნება ზოგადად, საქართველოს როლი: -ის პრიორიტეტი, რითიც ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ვქმნიდით ევროკავშირში, ნატოში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან; ამ როლის მიმართ დაისვა სერიოზული კითხვის ნიშნები. კითხვის ნიშნები დაისვა არა აბსტრაქტულად, არამედ რეგიონალურად“,_განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მივედით ამ წერტილამდე, ჩვენ უნდა გავიაზროთ ამ წერტილის შედეგები ამ რეალობაში და ვიყოთ ადეკვატურები, რადგან ჩვენი პრიორიტეტი - დემოკრატიაა - რითიც ჩვენ ჩვენ თავს ვაწონებდით ჩვენი მხარდამჭერების გასამრავლებლად. „სამწუხაროდ, იმ შეცდომებს რაც დავუშვით, ვეღარ გამოვასწორებთ, მაგრამ შეგვიძლია დიალოგში შესვლა და მე საქართველოში ისეთ საარჩევნო სისტემას შევქმნი, რომელიც ცოტა მაინც დამაბრუნებს დემოკრატიული სტანდარტების ლიდერის რანგში. სამწუხაროდ, მე ამ ტენდენციას ვერ ვხედავ. სამწუხაროა, რადგან ეს არის სრული გაუაზრებლობა იმისა, რა პოლიტიკურ ვითარებაში ვართ და საქართველოში როგორ იქმნება პოლიტიკური პროცესი და როგორ იქმნება პოლიტიკური დინამიკა. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ არის შემდეგი. პრეზიდენტი ლეგიტიმურია, მე პირველივე დღეებში გამოვხატე ჩემი პოზიცია ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ და ვთქვი,  რომ მზად ვარ დავიწყო ცივილიზებულად უფლებამოსილების გადაბარების პროცესი, მაგრამ თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ამდენი დარღვევა მოუტანა ქართულ საზოგადოებას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“, პორტირებულებს ან ექპორტირებულებს, არამედ ქართულ საზოგადოებას, რადგან ეს ჩვენი პრობლემაა, ჩვენ ვართ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, ვისაც ამ სტანდარტით აფასებენ. იმედია, როდესაც ინაუგურაცია ჩატარდება და ეს რაღაც ციებ -ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ, რა ქვეყანაში, საზოგადოებაში და რეგიონში ცხოვრობენ, რა გამოწვევები აქვს ამ სახელმწიფოს და რომ ნაბიჯებია გადასადგმელი“,_განაცხადა ... ...
  • ხელფასის სახით 506 778 ლარი_ დეპუტატი 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებიამე-9 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია  პარლამენტის პლენარულ სხდომათა გამცდენ დეპუტატებს შორის, მოწინავე ადგილს იკავებს. დეპუტატის დისციპლინური მოსწრების შესახებ ინფორმაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა და დაადგინა, რომ ნაყოფია 2017 წელს 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებია. ამ დროის განმავლობაში, დეპუტატი არც 73 საკომიტეტო სხდომაზე იმყოფებოდა. „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, რომელმაც დეპუტატის სახელფასო შემოსავლებიც დააჯამა, 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ხალხმა ნაყოფიას, ჯამში, 506 778 ლარი ... ...
  • „დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზად” _ ცისკარიშვილი„საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტართა შორის მომხდარი გაწევ-გამოწევა სამარცხვინო სანახავი იყო. როგორც ჩანს, დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზარდ, ვერ მომწიფდნენ. ჩვენს კანონმდებლებს არ აქვთ ამბიციური ქვეყნისთვის დამახასიათებელი დეპუტატების კულტურა, რაც სამწუხაროა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ცისკარიშვილი „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ დღეს სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. „დღეს მთავრობა და პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის პრივატიზებული. სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია. დღემდე არაერთი მაგალითი გვახსოვს იმისა, რომ გუნდმა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა შექმნა, საზოგადოებისთვის დადებითი შედეგი ვერ მოიტანა“, _  აღნიშნა ... ...
  • „ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს“ _ ვახტანგ ძაბირაძე„ათეული წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფალი ერთსა და იმავეს აკეთებდა, კადრებს ცვლიდა, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენდა და თუ ასე გაგრძელდება, არც მომავალში შეიცვლება მდგომარეობა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია აუცილებელია. „მხოლოდ საკადრო ცვლილებების გახორციელებით არაფერი გამოვა, თუ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია არ გახორციელდა და კომპლექტური სამოქმედო გეგმა არ ჩამოყალიბდა. დღეს მმართველობით სისტემაში რეფორმების გახორციელება კრიტიკულად აუცილებელია. მხოლოდ ერთ სამინისტროში გახორციელებული რეფორმა ვერ იმუშავებს“, _ განაცხადა ძაბირაძემ. ექსპერტი „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანა კონსტიტუციის მიხედვით არ იმართება. ექსპერტი ივანიშვილს მოუწოდებს, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. „ბიძინა ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს. საქართველოს კონსტიტუცია იმისთვის არსებობს, რომ  მისი ძალით იმართებოდეს ქვეყანა. ქვეყანაში ნომერ პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ივანიშვილმა, როცა მოუნდება მაშინ კი არ უნდა დანიშნოს, არამედ, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, თავად უნდა დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა. თანამდებობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დღეს იკავებს, კონსტიტუციურად, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს, ამიტომ ან საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან ან მისთვის შესაფერისი ადგილი დაიკავოს“, _ აღნიშნა ... ...
  • „რატომ მაიძულებთ „ნაციონალების“ დღის წესრიგით ვიცხოვრო?!“_ ინაშვილი ჟურნალისტებს„რატომ მაიძულებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით ვიცხოვრო?!  არ მაინტერესებს“, _ განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ირმა ინაშვილმა  დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ოპოზიციის მიერ თელავში დაანონსებულ აქციას ეხებოდა. ინაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობაში ეჭვი არ ეპარება.   „სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ვერავინ იტყვის, რომ ზურაბიშვილს არ აქვს ლეგიტიმაცია. ის მეორე ტურში ნამდვილად გახდა პრეზიდენტი და მოითხოვა ქართველი ხალხის მხარდაჭერა. მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს დაიწყოს გამოძიება 780 ათასი ხმის შესახებ, რომლებიც „ნაციონალებმა“ არჩევნებში მიიღეს, რამდენად რეალურია. პარალელურად, ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიების, რომელიც ფაქტებს დადებს. არავითარი 700 ათასზე მეტი ხმა „ნაციონალებს არ მიუღიათ, რასაც დავამტკიცებ“, _ აღნიშნა ... ...

არქივი

ზაფრანი

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...