"ბავშვს რომ მოშივდება, გული ცუდად მიხდება"

საზოგადოება

"ბავშვს რომ მოშივდება, გული ცუდად მიხდება"

2011 აპრ 26 19:16:59

_ ხალხს თევზივით აქვს პირში წყალი ჩაგუბებული, გატრუნულები და დაშინებულები არიან. ურჩევნიათ, როგორც ცხოვრობენ, ისე იყვნენ. დღეს საქართველოში სიტყვის თავისუფლება თუ არის, რატომ არ უნდა ვისაუბროთ გაჭირვებაზე და იმაზე, რაც არ მოგვწონს? თუ ხელისუფლების საწინააღმდეგო ხმამაღლა თქვი, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში, ისე შეგიქმნიან პირობებს, სოფელში არ გაგაჩერებენ, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბარში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში მცხოვრები ზეინაბ ჩავლეშვილი.

_ სოციალური დახმარება მქონდა და ისიც მომიხსნეს. იცით, რატომ? კერძოდ ვმუშაობ. ნახეთ, ხელები როგორ მაქვს "მაზოლებით" მომსპარი _ დავდივარ და ბოსტანს ვბარავ, ხან სახლს ვულაგებ ვინმეს. ადრე თხილის ქარხანაში ვმუშაობდი სეზონურად, თხილს ვარჩევდი. მერე ისიც დაიკეტა. სოციალურმა აგენტმაც ნახა ჩემი მდგომარეობა _ ავადმყოფი დედ-მამა მყავს სახლში _ მამა ინსულტიანია, დედას ფეხი სტკივა, ძლივს დადის. რა ვქნა, რა ვუყო ჩემს შვილს? მარტოხელა დედა ვარ. მთელი ზამთარი ხელის "ტაჩკით" დავდიოდი და წვიმაში ვეძებდი ფიჩხებს. ფაქტობრივად, დედაჩემის პენსიით ვართ _პენსიიდან პენსიამდე ვსულდგმულობთ, მხოლოდ ფქვილს და შაქარს ვყიდულობ. 1200 მეტრი მიწის ნაკვეთი მაქვს, რომელზეც სახლი დგას და ნახევარი ეზო წყალს მიაქვს. რა ვქნა, თურქეთში წავიდე? მცირეწლოვანი შვილი ვის დავუტოვო?

არავის და არაფრის იმედი არ მაქვს, მით უმეტეს, ჩვენი ხელისუფლების. ვისთან არ ვარ ნამყოფი, ვინ არ შევაწუხე, ვის არ მივმართე. მივმართე გუბერნატორს, საკრებულოს თავმჯდომარესთანაც ვარ ნამყოფი. სხვათა შორის, ოპოზიციასაც მივმართე _ ქრისტიან-დემოკრატებს, თავისუფალ დემოკრატებსაც, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო _ როცა რამაზ ნიკოლაიშვილი იყო გუბერნატორი, მივმართე და დარეკა სააგენტოში, რის შემდეგაც მოვიდნენ, შემამოწმეს და დამინიშნეს დახმარება, რომელიც სამი წლის განმავლობაში მქონდა.

_ რას სთხოვდით ხელისუფლებას?

_ აღმიდგინეთ სოციალური დახმარება, მომეხმარეთ, რომ ბავშვს მაინც ჰქონდეს ლუკმა-პური, ვთხოვდი, სადმე დამლაგებლად მაინც მამუშავეთ,-მეთქი. ბავშვს რომ მოშივდება, გული მიჩქარდება. როცა ვაჭმევ და მეტყვის _ დედა, აღარ მშიაო და დაიძინებს, მაშინ ამოვითქვამ სულს. წელს მქონდა სოციალური დახმარება სექტემბრამდე და წიგნები მოგვცეს. მომავალში რა მეშველება, არ ვიცი.

ბოხვაურს პატრონი არ ჰყავს საერთოდ. ერთადერთი, რაც კარგი გაგვიკეთეს, ინდივიდუალური გამრიცხველიანებაა, შეცვალეს ბოძებიც და ალბათ, შუქის გადასახადზე ზედმეტს აღარ დაგვაწერენ.

ხალხს ხალხს სიმართლის თქმის ეშინია _ სული ხდებათ შიმშილში და ვერაფერს ათქმევინებ. სიმართლე რომ თქვას ვინმემ, შეიძლება რაიმე "უჩალიჩონ." ისე შეგიქმნიან პირობებს, რომ სოფელში არ გაგაჩერებენ. იძულებული გახდები, ან წახვიდე სოფლიდან, ან ვისაც შვილები ჰყავს და მით უმეტეს, ბიჭი, უნდა გაჩუმდეს.

მაგალითად, ჩვენთან "არჩევნების" პერიოდში დადიოდნენ _ არიქა, ხმა მოგვეცით და რაც გინდათ, იმას გაგიკეთებთო. თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, ვისაც სოციალური დახმარება გაქვთ, მოგიხსნითო. ვეჭვობ, რომ დახმარება მაგისთვის მომიხსნეს.

_ ვინ გეუბნებოდათ ამას?

_ ისევ ჩვენი სოფლის მცხოვრებლები. მთავრობას ჰყავდა ხალხი გამოყოფილი მასეთ საქმეებზე. თვითონ არ ჩნდებოდნენ, ფულსაც უხდიდნენ და სანაცვლოდ სამსახურსაც ჰპირდებოდნენ.

ახლა ყოფილან გამგეობიდან მოსული ხალხთან შეხვედრაზე და მე არ გამაგებინეს. იცოდნენ, რასაც ვიტყოდი და იმიტომ არ მითხრეს. ისეთ ხალხს დაუძახეს, ვინც მათი მომხრეა და მხოლოდ კარგს იტყოდა. საკრებულოს თავმჯდომარეც და გუბერნატორიც ყოფილან. ერთი ქალი ამდგარა და გამოუთქვამს საწინააღმდეგო აზრი. გადარეულან, როგორ გაბედაო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის რწმუნებული ნანა ბერიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ზეინაბ ჩავლეშვილი ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს. იგი იმასაც ადასტურებს, რომ სოციალური დახმარება ჩავლეშვილს სათხილეში მუშაობის გამო მოეხსნა.

_ თავად აგენტმაც კი ნახა, როგორ უჭირს ზეინაბს, მაგრამ იგი სათხილეში სეზონურად მუშაობდა. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, შეუძლია, განცხადება ისევ დაწეროს.

_ ის ერთი წელი რა ქნას? როგორც ქალბატონი ზეინაბი ამბობს, საარჩევნოდ თუ სოფლის მცხოვრებლები "ხუთიანს" არ შემოხაზავდნენ, შეიძლებოდა, პრობლემები შექმნოდათ.

_ არ მჯერა, რომ ეს ზეინაბმა გითხრათ, ეჭვი მეპარება.

_ რა თქმა უნდა, ქალბატონმა ზეინაბმა გვითხრა, ჩანაწერიც გვაქვს.

_ არ ვიცი. არ მჯერა, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...