არასამთავრობოების განცხადებით, პოლიციის სტრატეგია და ზომები არაადეკვატური იყო

საზოგადოება

არასამთავრობოების განცხადებით, პოლიციის სტრატეგია და ზომები არაადეკვატური იყო

2013 მაი 25 08:34:41

"უპირველეს ყოვლისა, როგორც დამკვირვებელ ორგანიზაციათა თავდაპირველ შეფასებაში აღინიშნა, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით პოლიციის მიერ შემუშავებული სტრატეგია და ზომები არაადეკვატური იყო. ფაქტია, რომ რადიკალურად განწყობილი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები გასცდა „მშვიდობიანი აქციის“ ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ხასიათი, რამაც საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოებრივ წესრიგს, ისე კონკრეტულ პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უწყებებს თავიდანვე სათანადოდ უნდა შეეფასებინათ სათანადო რისკები და მაქსიმალურად უზრუნველეყოთ აქციის მონაწილეთა უფლებების დაცვა. არაეფექტურად განხორციელდა რეაგირება კონტრდემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მიმართაც, რამაც გამოიწვია სხვადასხვა აგრესიული ჯგუფების უკონტროლო ძალადობა თბილისის ქუჩებში და საზოგადოებას შეუქმნა დაუცველობის შიში.

ვთვლით, რომ 17 მაისს გამოვლენილი მასობრივი ძალადობის ფაქტებზე მნიშვნელოვანია ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველყოფა და ყველა სამართალდამრღვევი პირის, განსაკუთრებით კი ორგანიზატორების გამოვლენა და სათანადო დასჯა. ოთხი პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა, ასევე ორი სასულიერო პირისა და ორი მოქალაქისთვის ბრალის წაყენება მიანიშნებს, რომ სახელმწიფო დგამს გარკვეულ ნაბიჯებს სამართალდამრღვევ პირთა პასუხისმგებლობის დაყენების კუთხით. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ეფექტური და სრულყოფილი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, ეს პროცესი გაგრძელდეს და საზოგადოებას დროულად მიეწოდოს ინფორმაცია მისი შედეგების თაობაზე. ამ მიმართებით მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომხდარს ადეკვატური რეაგირება უნდა მოყვეს.

სახელმწიფოს მიერ დამნაშავე პირების დასჯას საზოგადოებაში გავრცელებული ძალადობის ფაქტების აღსაკვეთად უპირველესად პრევენციული ფუნქცია აქვს. მომხდარის სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება კი ქმნის საფრთხეს, რომ ამგვარმა მასობრივმა, ძალადობრივმა ქცევა განვრცობითი და განგრძობადი ხასიათი მიიღოს და კიდურესად მძიმე ფორმებით გამოვლინდეს. 17 მაისის შემდეგ ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და განსხვავებული ჩაცმულობის პირთა მიმართ დაფიქსირებული ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტები აღნიშნულ საფრთხეების რეალურობას ცხადყოფს. საფრთხე შეიძლება წარმოქმნას სხვა უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. სწორედ ამიტომ აუცილებელია ამ კუთხით კომპლექსური და პრევენციუ ზომები მიღება. პირველ რიგში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დროულად და დეტალურად უნდა მოხდეს საქმის გამოძიება, ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა. ამასთან, ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პოლიციამ დროულად შეიმუშავოს და განახორციელოს ლგბტ პირების მიმართ ძალადობის რისკებზე ეფექტური რეაგირებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკა.

უპირველეს ყოვლისა, გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო წარმოადგენს სეკულარულ სახელმწიფოს, რომელშიც სახელმწიფო ხელისუფლება და ეკლესია გამიჯნულია და ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია. სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ უზრუნველყოს აღნიშნული პრინციპის პრაქტიკული განხორციელება და კანონმდებლობა და მოხელეთა ქცევა სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს კონსტიტუციურ სტანდარტებთან. მან ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ სახელმწიფო უწყებები თავისუფალი იყვნენ რალიგიური გავლენებისაგან. სეკულარულ სახელმწიფოში კონსტიტუციური წესრიგი და გარანტიები მაღლა დგას ნებისმიერი რელიგიის ან ჯგუფის მორალურ შეხედულებებზე. სახელმწიფო დისკრიმინაციის გარეშე უნდა იცავდეს და თანასწორად განიხილავდეს ნებისმიერ პირს. ამ კონტექსტში დამაფიქრებელია იმ პოლიტიკოსთა შეფასებები, რომლებიც საჯაროდ აღნიშნავდნენ, რომ მათვის უპირატესი რელიგიური დოგმებია და არა საქართველოს კანონმდებლობა. უფრო მეტიც, შემაშფოთებელია რიგი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებები. მიგვაჩნია, რომ ამ უკანასკნელთ შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

სამწუხაროა, რომ აღნიშნული მოვლენების გაშუქებისას მედია საშუალებათა ნაწილი თავად იყენებდა სიძულვილის ენას, ხოლო ნაწილი სიძულვილის ენის გამტარად გვევლინებოდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის მედია ეთიკის სტანდარტებთან. 17 მაისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა აუცილებლობა იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედია უფრო მეტად უნდა იყვნენ ორიენტირებული ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს წახალისების მიზნით საჯარო დისკუსიის გაძლერებიისკენ.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვიზიარებთ იმ სირთულეებსა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც ამ ეტაპზე სახელმწიფო დგას და გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩვენი რესურსებისა და მანდატის გათვალისწინებით, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში პლურალისტული, ტოლერანტული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული გარემოს განვითარებას.

იმავდროულად, აუცილებელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღოს ეფექტური პრევენციული ზომები მისი მრევლისა და სასულიერო პირების მხრიდან მომავალში ძალადობრივი ქმედებების თავიდან აცილების მიზნით და გააძლიეროს მისი ძალისხმევა საზოგადოებაში მშვიდობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული ღირებულებების დამკვიდრებისთვის. _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...
  • გიორგი გახარია: "ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე""მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას ჩვენება მისცა, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას" _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, პროკურატურის გადასაწყვეტია რამდენ ადამიანს დააკავებენ: „20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“,_  განაცხადა გიორგი გახარიამ. 21 ივნისის მოვლენებიდან დღეს 3 თვე გავიდა და აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც 3 თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ, დღევანდელ დღეს პარლამენტის წინ მაშტაბური აქციით აღნიშნავენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...