ცენტრი “ერთობა“ ნოდარ ხადურს ტელე დებატებში იწვევს

საზოგადოება

ცენტრი “ერთობა“ ნოდარ ხადურს ტელე დებატებში იწვევს

13 ივნ. 2013, 10:31:50

"ბატონო მინისტრო!

ვინაიდან ჩვენს მიერ თქვენს ოფიციალურ ფბ-ს გვერდზე გამოგზავნილი უამრავი წერილი პასუხგაუცემელი რჩება, ათასობით დაზარალებული ისევ ყოველდღიური (25 წლის მანძილზე) მოლოდინის რეჟიმში ელოდება საკითხის დაძვრას. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც 1 ოქტომბერს მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" მთავარ მესიჯს სამართლიანობის აღდგენის შესახებ. 8000 დაზარალებული ყოველდღე ელოდება ფინანსთა სამინსტროსაგან ინფორმაციას რა შედეგზე გავიდა „სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის“ მიერ შექმნილი „სამუშაო ჯგუფი“ (შეიქმნა 2012წლის 25 დეკემბერს). თქვენი სიტყვებიდან: „სამუშაო პროცესში აღმოჩენილია უამრავი დარღვევა“. სამწუხაროდ, არ ხდება ინფორმაციის გაცემა ვის მიერ და რა სახის დანაშაული იქნა ჩადენილი, არ ხდება რეაგირება მათზე, არ ხდება „საშინაო ვალის“ ამ ნაწილის ოდენობის გასაჯაროება. 2 კვირაზე მეტია ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ებრალიძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ის ამავე დროს იყო აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელიც და არ ვიცით ვინ შეცვალა ის. 2012 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირადად თქვენ გაეცით დაპირება, რომ არასამთავრობო სექტორი აუცილებლად ჩაერთვებოდა მიმდინარე პროცესში და მათი სია შეადგინა კომიტეტის აპარატის უფროსმა  ნიკოლაძემ. ეს დაპირება დაპირებად დარჩა.

გამოგვაქვს დასკვნა, რომ „სახელმწიფო კომისია“ და მისი „სამუშაო ჯგუფი“ ეწევა დროის გაყვანის პოლიტიკას. აშკარაა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი დამოკიდებულების გამეორება 8000 დაზარალებულის მიმართ _ მათ მხოლოდ წინაასარჩენოდ ახსენდებოდა ადამიანები, იყენებდა მათ პრობლემას „საპიაროდ“.

ნუ გავიწყდებათ, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლების ვალი სახლმწიფოს აღიარებული აქვს „საშინაო ვალად“ და მათი გადახდა უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელსაც წლებია ავსებს მოქალაქეთა ეს დაზარალებული ნაწილიც. ეს უნდა შეასრულოს ფინანსთა სამინისტრომ და მისი ეს კანონისმიერი ვალდებულება არ უნდა გადასცეს სხვა სახელმწიფო თუ არასამტავრობო ორგანიზაციებს, როგორც ეს ადრე მოხდა.

ამიტომ, გიწვევთ ღია, საჯარო ტელე დებატებში თქვენთვის მისაღებ ტელეარხზე, თქვენთვის მისაღებ ფორმატში უახლოეს დღეებში და გთხოვთ ჩვენს გამოწვევაზე საჯარო პასუხს!, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს ცენტრ "ერთობის" მიმართულების კოორდინატორი, ლაშა გეგეჭკორი აწერს.




 ახალი ამბები
  • "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“ - ირაკლი ლომაძის დედა მედიასთან კომენტარს აკეთებსდაკავებული ირაკლი ლომაძის დედა, თამარ მორჩილაძე, მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს არ ადასტურებს, რომ მისმა შვილებმა მეგობრებთან ერთად ადამიანი გაიტაცეს. "გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტოვებულ სახლში მიიყვანეს ეს ბიჭი და აწამეს და ახლა საავადმყოფოში წევს. ეს არის სიცრუე, რადგან ვიცი ის არ წევს საავადმყოფოში. სინამდვილეში, მიტოვებულ სახლში არ მიუყვანიათ. მიიყვანეს იმ ოჯახში, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ ამ ბიჭს ტაქსი გამოუძახეს და გაუშვეს. დღემდე ფეხით დადის, არანაირი საავადმყოფო და ნაწამები არაა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თამარ ... ...
  • ქობულეთში მაშველმა 21 წლის მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინაცოტა ხნის წინ, ქობულეთში 21 წლის მამაკაცი მაშველმა დახრჩობას გადაარჩინა. როგორც  ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, მამაკაცმა  ზღვაში შორს შეცურა, დაიღალა და შველას ითხოვდა. მაშველმა  მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია, შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში ... ...
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...