"ასეთი განუკითხაობა, უსამართლობის განცდა, კომუნისტების დროს არ ყოფილა"

საზოგადოება

"ასეთი განუკითხაობა, უსამართლობის განცდა, კომუნისტების დროს არ ყოფილა"

2011 მაი 5 22:46:31
"ვარდების რევოლუციის" წინა პერიოდში, საბჭოთა ხელისუფლების ბოლო წარმომადგენელი საქართველოში, ჯუმბერ პატიაშვილი პოლიტიკურ არენაზე დაბრუნდა. რევოლუციის შემდეგ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იგი სააკაშვილის ხელისუფლებას გაურიგდა და წინა მოწვევის პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრობაც მიიღო. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი აღარ გამოჩენილა.

დღეს ჯუმბერ პატიაშვილი პოლიტიკური პარტია "ერთობის" ერთ-ერთი ლიდერია. ამბობს, რომ ოპოზიციონერი არ არის და დღევანდელ და საბჭოთა ხელისუფლებას შორის პარალელს არ ავლებს.

_ ბატონო ჯუმბერ, როგორც ვიცით, ჩოხატაურთან დიდი ხნის და საკმაოდ კარგი ურთიერთობა გაკავშირებთ.

_ ყველა კუთხესთან და რაიონთან მქონდა და მაქვს ურთიერთობა, თუმცა, ჩოხატაური გამორჩეულია _ ჩემი დედულეთია _ ბებია-ბაბუა აქ ცხოვრობდნენ; აქ გაიზარდა ჩემი და-ძმა. მე არ მიცხოვრია აქ, მაგრამ ჩოხატაური ჩემს წარსულს უკავშირდება. რძალიც ჩოხატაურელი მყავს _ ჩხიკვიშვილის ქალი.

_ ამჟამად რას მოღვაწეობთ?

_ არაფერს. არსებობს ასეთი პოლიტიკური პარტია "ერთობა" და ამ პარტიის წევრი ვარ. თუმცა, ეს პარტია პოლიტიკურად არააქტიურია.

_ ფიქრობთ, რომ პოლიტიკაში თავი არ ამოგიწურავთ?

_ ჩემი მეგობრები არიან ამ პარტიაში. მათ მთხოვეს და მეც ვარ მათთან.

_ დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან ხშირად ადარებენ კომუნისტურ მთავრობას. თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ არავითარი მსგავსება არ არის. ჩვენ ხელისუფლებას სხვა პრინციპი ჰქონდა, ამათ სხვა პრინციპი აქვთ. არ მინდა შედარება გავაკეთო, რადგან არც ღირს. თან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ დროში განიხილავ ამა თუ იმ ხელისუფლებას. კომუნისტური საზოგადოებისთვის ბოლშევიზმი იყო საუბრის თემა, დღევანდელი ხელისუფლება კი კომუნისტებს განიხილავს.

_ დღევანდელი გადასახედიდან რას ფიქრობთ _ რომელი სჯობდა?

_ კომუნისტები. დამერწმუნეთ, ამას ნოსტალგიის გამო არ ვლაპარაკობ, სამართლიანობის განცდის გამო გეუბნებით. ჩვენ ვცდილობდით ვყოფილიყავით სამართლიანები. არ ვამბობ, რომ იდეალური მდგომარეობა იყო, მაგრამ ცდას არ ვაკლებდით. ისეთი განუკითხაობა, უსამართლობის განცდა, როგორიც დღეს ქვეყანაში სუფევს, კომუნისტების დროს არ ყოფილა.

_ რატომ გადადექით პოსტიდან მაინცდამაინც 1989 წლის 9 აპრილს?

_ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო. არა ერთხელ მითქვამს, რომ თანამდებობიდან წასვლა მანამდეც მინდოდა, რადგან ვხედავდი, რომ ჩვენი საზოგადოებრიობის გარკვეული ნაწილი, რომელიც მაშინ გააქტიურებული იყო, არ ემორჩილებოდა საღ აზრს, არ აფასებდა იმ ძალას, რომელსაც უპირისპირდებოდა და რომელმაც 9 აპრილის ტრაგედია დაგვატეხა თავს. 9 აპრილის, დილის ექვს საათზე, შევკრიბე ცეკას ბიუროს წევრები და გამოვუცხადე, რომ ვტოვებდი თანამდებობას.

9 აპრილის შემდეგ, თბილისში ჩამოსულმა შევარდნაძემ და რაზუმოვსკიმ მითხრეს, რომ ამის უფლება არ მქონდა.

დღესაც მიმაჩნია, რომ დიდი პოლიტიკიდან ჩემი წასვლა ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო, რითაც ქვეყანა გამოვიდოდა ძნელი მდგომარეობიდან, ობიექტურად შეფასდებოდა პრობლემები და დაისახებოდა მშვიდობიანი გზა საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოსასვლელად.

_ თქვენი პოლიტიკური შეცდომა რა იყო?

_ რთულია ამაზე საუბარი და მით უმეტეს, შეცდომების აღიარება. შეცდომა იყო ის, რომ ძალიან დიდი ნდობა მქონდა იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც ჩემს გვერდზე უნდა ყოფილიყვნენ იმ დროს, როცა საჭირო იყო სხვაგვარი მოქმედება. ნდობის გამო ბევრი რამ დავკარგე. მარტო მე კი არა, მთელმა ქვეყანამ.

_ უფრო კონკრეტულად?

_ 9 აპრილს ვგულისხმობ _ ტრაგედიას, რომელმაც ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა და ამ შედეგებს დღესაც ვგრძნობთ. მე მაშინ ვენდე ახლობელ ადამიანებს და მათ მიღალატეს.

_ ტრაგედიის თავიდან აცილება შეგეძლოთ?

_ მე არ შემეძლო. იმ გუნდს შეეძლო, რომელიც ხელისუფლებაში იყო. საბჭოთა კავშირის იმჟამინდელ ხელმძღვანელებს ვგულისხმობ. ჩემს გუნდსაც შეეძლო, უფრო კონკრეტულად კი იმათ, ვინც ამის ორგანიზატორები იყვნენ.

_ ბატონო ჯუმბერ, როგორ ფიქრობთ, აფხაზეთის ომზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?

_ იმ ხელისუფლებას, რომელმაც ეს ომი დაიწყო. აფხაზეთი ძალიან რთული დასაბრუნებელი იქნება. საერთოდ, აშენებაა ძნელი, თორემ დანგრევა ადვილია. რაც დრო გადის, აფხაზეთი უფრო და უფრო გვშორდება. უნდა ვიცოდეთ, რა და როგორ უნდა მოხდეს. პოზიციას და ოპოზიციას ქვეყნის შიგნით ვერ გაურკვევია ურთიერთობები და ამ დაულაგებელ სიტუაციაში სხვას ვერ დაელაპარაკები. აფხაზების ადგილზე მე არ ვისურვებდი ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, როგორიც საქართველოა _ ჯერ ქართველებმა უნდა მოვნახოთ ერთმანეთთან საერთო ენა.

_ დღეს ოპოზიციაში ხართ?

_ არა. ჩემი სიტყვები ოპოზიციაში ყოფნას არ ნიშნავს. მე მინდა, რომ ჩემი ქვეყნის საქმე კარგად იყოს. იქ ვარ და ვიქნები, სადაც კარგი საქმის გაკეთება შემეძლება. მთავარია, ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგას და შეცდომები, რომლებიც დაუშვა და უშვებს, გამოასწოროს.

_ დღეს საქართველოს პრეზიდენტს ხშირად ადარებენ კომუნისტური პერიოდის დროინდელ მმართველს. თქვენი აზრით, ჰგავს სააკაშვილი კომუნისტების ბელადს?

_ არავითარ შემთხვევაში. იმ დროს ასეთი ერთმმართველობა არ ყოფილა. მაშინ ხელმძღვანელებს ქვეშევრდომებთან ურთიერთობები გვქონდა, იყო შეხვედრები, განხილვები. მართალია, შიდა პასუხისმგებლობები მე საკუთარ თავზე მქონდა აღებული, მაგრამ გადაწყვეტილებებს მარტო არ ვიღებდი. ცალმხრივი არაფერი უნდა იყოს.

_ "გასაკეთებელი ისევ ბევრია" _ ეს კომუნისტების ლოზუნგი იყო.

_ ეს არ ნიშნავს, რომ ნაციონალები კომუნისტებს ჰგვანან. ლოზუნგებით იდეოლოგია არ ისაზღვრება. თუმცა, ვეთანხმები, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. იმაზე მეტად ბევრი, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

_ რუსეთთან გართულებულ ურთიერთობაზე რას გვეტყვით?

_ ეს გამოწვეულია, როგორც ჩვენი, ასევე მათი მხრიდან. ცალმხრივად საუბარი არ შეიძლება. რუსებს აქვთ ოკუპანტის სტატუსი და მეც ვუერთდები ამ შეფასებას, მაგრამ მათთან აუცილებლად უნდა გამოინახოს საერთო ენა. ეს უნდა იცოდეს განსაკუთრებით ახალგაზრდობამ. ერთმორწმუნეობა ჩვენს წინაპარს შემთხვევით არ მოუგონია _ ეს განაპირობებს ურთიერთობას. თამარ მეფე მეთორმეტე საუკუნეში ერთმორწმუნეობის გამო გაჰყვა რუსს. ჩემი თაობის პოლიტიკურმა ელიტამ განსაზღვრა, რომ რუსებთან საჭიროა ურთიერთობა; ახლანდელმაც უნდა გაითვალისწინოს ეს. ნუ გვგონია, რომ რუსეთის გარეშე, მასთან დაძაბული ურთიერთობებით და დაპირისპირებით საქართველო აყვავდება.

_ საქართველოს პოლიტიკური ლიდერის უარყოფით თვისებებზე რას ფიქრობთ?

_ მინუსები ბევრი აქვს. ჩემს ნათქვამს რომ ისმენდეს, კარგია, მაგრამ არ ისმენს. სწორედ ეს არის მისი მინუსი _ მოსმენა და გაგება იმ პროცესებისა, რომლებიც ახლა მიმდინარეობს.

_ საბჭოთა ლიდერებს რა ნაკლი ჰქონდათ?

_ ამ გადასახედიდან ბევრი რამ შეიძლება ნაკლად მივიჩნიოთ. საზოგადოებაზე, სოციალურ, ეკონომიკურ პრობლემატიკაზე მეტი ზრუნვა იყო საჭირო. ოღონდ არა ისეთი, როგორც დღეს, საარჩევნოდ, ზოგიერთებს მიაჩნიათ. ჩვენ ასეთები არ ვყოფილვართ.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...